“ეისი შნიცერს” ადრე უკვე ჰქონდა გამოცდილება BMW 8 სერიის კუპეზე. მაშინ ბაზად  M850i – ის ვერსია აიღეს, რომელიც თითქმის სარბოლო მანქანა გახადეს DTM რბოლებისთვის.

ჯერი BMW M8 – საც მიადგა, ოღონდ Gran Coupe – ს. სედანს ნაკლებად რადიკალური დეკორატიული ელემენტები გაუკეთეს, გერმანელებმა აქცენტი უფრო ძრავაზე გააკეთეს და განახლებული სოფტი ჩაუყენეს.

აეროდინამიკური ძარა დამზადებულია სხვადასხვა მასალისგან. მაგალითად, წინა სპოილერი თერმოპლასტიკით არის დამზადებული, უკანა სპოილერი პოლიურეთანით, ხოლო გვერდითა “პაროგები” ნახშირბოჭკოვანი მატერიალით არის დამუშავებული.

გამოსაბოლქვი სისტემა სრულიად ახალია, მილები ნახშირბოჭკოვანი ქსოვილით არის შეფუთული. დიზაინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მისი R21 დისკები და დიდი ყვითელი სუპორტებია.

დასაწყისში V8 4.4 ბიტურბო ძრავა 600 ცხენის ძალას და 750 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა, მაგრამ ტიუნინგ-ჩიპის მორგების შემდეგ ეს მაჩვენებლები 700 და 850-მდე გაიზარდა.