Volkswagen ID Life, ბრენდის ელექტრული ხაზის ქროსოვერი წარმოებაში 2025 წელს ჩაეშვება

ახალი ელექტრო ქროსოვერის, ID Life-ის კონცეფცია, რომელიც ავტომწარმოებელმა 2021 წლის მიუნხენის საავტომობილო შოუზე წარადგინა, დაფუძნებულია კომპანიის მიზანზე, საზოგადოებას შესთავაზოს შედარებით მოკრძალებული ფასის და ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ელექტრომობილები.

თავისუფლად შეგვიძლია პარალელი გავავლოთ რამდენიმე ათწლეულის წინანდელ Beetle-თან, როდესაც ფოლკსვაგენმა საზოგადოებას ხელმისაწვდომი, შიდა წვის ძრავიანი საკულტო „ხოჭო“ შესთავაზა.

ID Life წარმოებაში 2025 წლიდან  ჩაეშვება

თავდაპირველად, ახალი ქროსოვერის წარმოება, 2027 წლისთვის იგეგმებოდა

ახალი, ხუთადგილიალი ID Life წარმოებაში, 2025 წლიდან ჩაეშვება, მისი ფასი, დაახლოებით 20 000 ევრო იქნება.

თავდაპირველად, ახალი ქროსოვერის წარმოება, 2027 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა, კერძო მყიდველების მხრიდან ელექტრულ მანქანებზე მზარდმა მოთხოვნამ კომპანიას გეგმები 2 წლით დააჩქარებინა და როგორც უკვე აღვნიშნე, წარმოების დასაწყისად 2025 წელი დასახელდა.

ფოლკსვაგენმა, თავისი სატესტო კონცეფციის გამოსაცდელად ცნობილი ბრიტანული გამოცემა autocar-ის წარმომადგენელი მიიწვია, ვნახოთ, რა შთაბეჭდილებით დაბრუნდა ავტომიმომხილველი.

ეკომეგობრული დიზაინი

ავტომობილის ზედაპირი შეიცავს ხის პატარა ნაწილაკებს, რომლებიც გამოიყენება, როგორც ბუნებრივი, ბიო შესაღები მასალა

რეტრო დიზაინით შთაგონებული ვერსია VW ID.Life, სხვა ID მოდელებისგან არსებითად განსხვავდება. მისი სიგრძე 4 მეტრია, სიგანე-1,8 მეტრი ხოლო სიმაღლე-1,5 მეტრი.

კონცეფცია 144 მმ-ით მოკლე, 46 მმ-ით ფართო და 15 მმ-ით უფრო მაღალია, ვიდრე Volkswagen-ის ყველაზე პატარა ჯიპი- T-Cross-ი.

ავტომობილს წინა წამყვანი თვლები და MEB არქიტექტურული პლატფორმის შემცირებული, სპეციალურად საქალაქო მანქანებისთვის ადაპტირებული, ვერსია აქვს. მისი ბორბლების ბაზა ID 3 ჰეჩბექის (2,6 მეტრი) ბაზაზე, 10 სანტიმეტრით უფრო მოკლეა.

აღსანიშნავია ავტომწარმოებლის ეკომეგობრული დამოკიდებულება- ავტომობილის ზედაპირი შეიცავს ხის პატარა ნაწილაკებს, რომლებიც გამოიყენება, როგორც ბუნებრივი, ბიო შესაღები მასალა.

კონცეფციას, ქსოვილის მოსახსნელი სახურავი და ე.წ კაპოტი აქვს, რომლებიც გადამუშავებული პოლიეთილენის (PET) ბოთლებისგანაა დამზადებული.

ელექტროძრავი 231 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

ავტომობილი აღჭურვილია 57 კვტ/სთ ბატარეის პაკეტით

ავტომობილი აღჭურვილია 57კვტ/სთ ბატარეის პაკეტით, რომელიც უზრუნველყოფს 400 კმ-იან დიაპაზონს.

ახალ კონცეფციასთან მიმართებით შეიცვალა ბატარეის „ქიმიური პროცესებიც“ დღეისათვის, ფოლკსვაგენი იყენებს ძვირადღირებულ ლითიუმ-იონურ (NCM) (ნიკელის მანგანუმის კობალტის) უჯრედებს, ID.Life-ის შემთხვევაში კი უფრო იაფი, (LFP) ფოსფატის უჯრედებია გამოყენებული. შედეგად მათი წარმოება უფრო იაფი ჯდება.

ელექტროძრავი გამოიმუშავებს 231 ცხენის ძალას (172 კილოვატს) ბრუნვის მომენტი კი 290 ნიუტონ/მეტრის ტოლია. 0 დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 6,9 წამში ახერხებს.

ძრავი წინა ღერძზეა დამონტაჟებული, ღერძებს შორის არსებული მანძილი კი ელექტრომობილის ტვირთამწეობაზე დადებითად მოქმედებს(1,285-ლიტრი).

მინიმალისტური დიზაინი

ელეგანტური სისადავე

ინტერიერი მინიმალისტურია, სალონში არ არის გამოტანილი ციფრული ელემენტები/ინსტრუმენტები. ინფო-გასართობი და საინფორმაციო  ეკრანები.

საპროექციო ეკრანი და ფუნქციური სავარძლები

მინი კონოთეატრი

საინტერესო დეტალია ჭერზე განთავსებული პროქტორი, რომელიც მიმართულია საქარე მინის ქვედა მხარეს განთავსებული მოძრავი ეკრანისკენ. პროექტორი გამოიყენება მულტიმედიური დანიშნულებისთვის.

სალონში დამონტაჟებულია მრავალფუნქციური სავარძლები, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე იკეცება, ასე რომ, ავტომობილი, მინი კინოთეატრის ფუნქციასაც ითავსებს.

თვითმფრინავის საჭით ინსპირირებული

საჭე, მისი ფორმიდან გამომდინარე, მკვეთრი მოსახვევების დროს, საკმაოდ უხერხული სამართავია.

ინტერიერის ერთ-ერთი საინტერესო დეტალია „უღელის“ ფორმის საჭე, რომელიც, როგორც autocar-ის წარმომადგენელი ამბობს საკმაოდ მსუბუქი და დამყოლია, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ მისი ფორმიდან გამომდინარე, მკვეთრი მოსახვევების დროს, საკმაოდ უხერხული სამართავია.

ცხადია, კონცეფციის პირველადი ვერსია დიზაინისა და შეფუთვის სადემონსტრაციოდ შეიქმნა და არა ისეთ ფაქტორებზე ხაზგასასმელად როგორებიცაა- აჩქარება და დინამიკა.

ამჟამად მას არ გააჩნია საკმარისი საინჟინრო „სიმწიფე“, რომ ფოლკსვაგენის საცდელი ბილიკის მკვეთრ და უხეშ მონაკვეთებს რაიმე დიდი ენერგიით გაუმკლავდეს.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ საცდელი ვერსია ხელითაა დამუშავებული და ის წარმოების მოდელის რეალურ ხარისხს არ ასახავს.

შეგახსენებთ, რომ მანქანის თავდაპირველი ღირებულება 20 000 ევრო იქნება.

Gallery: Volkswagen ID Life

წინა სტატიაRolls-Royce Spectre- ელექტრომობილის წარმოება 2023 წლისთვის იგეგმება
შემდეგი სტატიაბრძოლა Bugatti-ს წესებით- Veyron-ის და Chiron-ის რბოლა ჰიპერქარის გვირგვინისთვის