Autocar-ის რჩეული “ჰიპერ მანქანების” Top-სიაში ყველაზე სწრაფი, ყველაზე ძვირადღირებული და განსაკუთრებული ვიზუალის მქონე ავტომობილები მოხვდნენ

საავტომობილო ინდუსტრიაში, ჰიპერ მანქანების კვარცხლბეკზე „ნიშ-ხაზის“, “ყველასგან-ყველაფრით” გამორჩეული მანქანები ხვდებიან.

ამ სიის ზოგიერთ წევრს უახლესი ჰიბრიდულ-ელექტრული, ან უბრალოდ “სასტიკად” მძლავრი წვის ძრავა აქვს, მაგრამ თითოეული მათგანი მეცნიერების და მისტიკის გადაკვეთის ზღვარზე იმყოფება!

მოდი, მსოფლიოში Top 5 ჰიპერ მანქანას, „ცხენისძალები“ ერთად დავუთვალოთ !

„განზომილებებს შორის მოხეტიალე“ ჰიპერ მანქანების ხუთეული ასე გამოიყურება:

5. Bugatti Chiron

bugatti-chiron_0
Bugatti Chiron

Volkswagen Group-ის ბრენდმა, Bugatti– მ, ისტორია შექმნა, როდესაც 2005 წელს, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მანქანა გამოუშვა. W16 ძრავით, 987 ცხენის ძალით, ოთხივე წამყვანი ბორბლებით, Veyron-მა 250mph განავითარა.

შემდეგ იყო 2016 წლის Chiron-ი. ამ უკანასკნელს, ვეირონისგან განსხვავებით, უფრო მსუბუქი, ნახშირბად-ბოჭკოვანი „მონოკი“ (ძარის გადამზიდავი კორპუსი) აქვს.

ქირონმა სიჩქარე, 1500 ცხენის ძალამდე გაზარდა და ის, ამჟამად 304,7mph-ს ავითარებს.

4. Lotus Evija

99-lotus-evija-2021-track-drive-hero-front
Lotus Evija

ხშირად დაობენ ელექტრო ჰიპერქარების კონკურენტუნარიანობაზე, მსოფლიოში ყველაზე მძლავრ, გსაოცარი წვის ძრავის მქონე ავტომობილებთან მიმართებით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მათ საპატიო ადგილი უჭირავი ჰიპერმანქანების „სარბოლო ტრასაზე“.

ამისი ნათელი მაგალითია გასაოცარი Lotus Evija.

დახვეწილი ვიზუალის და 2000 ცხენის ძალის მქონე Evija-ს 70კვტ/სთ-იანი დენის ბატარეა და 4 ელექტრო ძრავი აქვს, ის, დაახლოებით, 1700 კგ-ს იწონის.

სუპერ მანქანა მუშაობს Pirelli P-Zero Trofeo R საბურავებზე და ირწმუნება, რომ მას 0-186mph-ის განვითარება, სულ რაღაც 9 წამში შეუძლია.

3. McLaren Senna

ჰიპერ მანქანა-McLaren Senna
McLaren Senna

როდესაც მაკლარენმა თავისი ყველაზე გამორჩეული და ტრაგიკულად გარდაცვლილი, F1-ის ბრაზილიელი მრბოლელის აირტონ სენას სახელი, თავის ბოლო სერიის ჰიპერქარს დაარქვა სრულიად ავტოსპორტის სამყაროს სუნთქვა შეეკრა!

აზრი ორად გაიყო, ზოგი ფიქრობდა, რომ მაკლარენმა ასეთი ლეგენდარული და ყველასგან გამორჩეული ავტომრბოლელის სახელი, მარკეტინგული მიზნით გამოიყენა.

ზოგი კი ამ ქმედებას, სენას სახელის უკვდავყოფას უკავშირებდა.

McLaren Senna საავტომობილო სივრცეში,  ერთ-ერთ საუკეთესო, გამორჩეულ, სწრაფ და საინტერესო მანქანად ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ სენა არ არის ყველაზე მძლავრი მანქანა, მას მაინც ფენომენალური შესაძლებლობები აქვს, ის ისეთ სიჩქარეს ავითარებს, როგორსაც, ჩვეულებრივ, ცნობილია სარბოლო მანქანები ავითარებენ.

ამბობენ, რომ სენას მართვა ნამდვილი ფსიქოთერაპიაა. (ჰიპერ მანქანების მოყვარულებს გისურვებთ, რომ “რბოლების ქალღმერთმა” თქვენც “მოგმადლოთ” ამ ფსიქოთერაპიული სენა-სეანსით)

2. McLaren P1

mclaren-p1_0
McLaren P1

McLaren Automotive– ის პირველი „უახლესი მოდელის“ ჰიპერ მანქანა უნდა გაჰყოლოდა ფირმის ლეგენდარულ და სახელგანთქმულ F1-ის კვალს, რითიც კომპანიამ მსოფლიო პრეცედენტი შექმნა.

სწორედ F1-ს უკავშირდება კომპანიის დღევანდელი რეპუტაციის ჩამოყალიბება.

მაკლარენმა გაუძლო ცდუნებას რომ P1, F1-ის ზუსტ ასლად, ფაქსიმილიად ექცია. მან შექმნა 903-ცხენისძალიანი ჰიბრიდულ-ელექტრული ძრავა, ორ ადგილიანი ინტერიერი, თანამედროვე ჩაშენების ტექნოლოგია, მსუბუქი კონსტრუქცია და კონკურენტუნარიანი აეროდინამიკა.

კომპანიამ წარმოადგინა ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული და ყველაზე საინტერესო დიზაინის მანქანა, რაც კი შეიძლებოდა წარმოედგინა.

განსაკუთრებით ამაღელვებელია P1-ის ჯადოქრობები, მას მიზანმიმართულად და წარმოუდგენლად სწრაფ  ტემპში შეუძლია თავისი “მესაჭე”, იმ შეგრძნებებით დააჯილდოვოს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, მხოლოდ, რბოლის მძღოლები განიცდიან ხოლმე.

ტექნოლოგიურად ასე გამართულ, წარმოუდგენლად ეფექტურ, დახვეწილ და ამავე დროს, ასეთ მორჩილ მანქანას, ვერსად ნახავთ.

1. Ferrari LaFerrari

ferrari-laferrari
Ferrari LaFerrari

საპატიო პირველ ადგილს Autocar-ის სიაში, ფერარის უახლესი, პირველი კლასის ჰიპერქარი LaFerrari იკავებს. ის სხვა არაფერია, თუ არა ყველაზე დიდი და ყველაზე სენსაციური მწვერვალი, რომელსაც წარმოებამ მიაღწია.

წარმოუდგენელი, ბუნებრივად ამწევი, 6.3-ლიტრიანი V12 ძრავი, 789 ცხენის ძალა, დამატებით, 161 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავი, რომელიც მიმართულია, პირდაპირ, უკანა ბორბლებზე.

ეს ყველაფერი, LaFerrari-ს წარმოუდგენელ, 950 ცხენის ძალას აძლევს. კომპანია აცხადებს, რომ მანქანა 62mph-ს მხოლოდ 2.4 წამში, 186mph-ს კი, მხოლოდ, 15 წამში ავითარებს.

და მაინც, მიუხედავად მისი არანორმალური მუშაობისა და გასაოცარი მექანიკური სირთულეებისა LaFerrari მართვისას, საკმაოდ დამყოლია, რაც მეტად მიმზიდველს ხდის წრეზე მოძრაობის დროს.

ფერარიმ  LaFerrari, ჯამში, 500 ეგზემპლარად გამოუშვა, თითოეული მათგანი კი 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად (1 373 000 $) შეაფასა.

ლაფერარი მაგალითია იმისა, რომ ფერარი ერთ-ერთი საუკეთესო ავტომწარმოებელი კომპანიაა.

წინა სტატიაBugatti-ს „მომავლის“ მანქანის დებიუტი 2024 წელს იგეგმება
შემდეგი სტატიაCadillac Lyriq- სრულიად ელექტრო და “თვითმართვადი” ავტომობილი