მეგა ფეხბურთელების საავტომობილო კოლექციის “არტეფაქტები”- Ferrari 335 S Spider Scaglietti-დან Bugatti Centodieci-მდე

კაცობრიობის ისტორიაში არაერთი თესიზი თუ სუბიექტი გამხდარა საზოგადოების ორად გაყოფის საგანი- ეს იქნებოდა ანთროპოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეგზისტენციალური თუ მეცნიერულ-თეოლოგიური დებულებები.

მაგალითად, ჯერ კვერცხი იყო თუ ქათამი? ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი?…

21-ე საუკუნის სპორტულ სამყაროში ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა და აქედან გამომდინარე, ყველაზე „საკამათო“ თემაა – რონალდო თუ მესი?

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ორი გენიალური ფეხბურთელის პოტენციალზე, უპირატესობებზე და მიღწევებზე არ ვისაუბრებთ…

მოდი, მეგა ფეხბურთელების ავტოფარეხში  შევიხედოთ და მათი კოლექციის რამდენიმე გამორჩეული ავტომობილი ვნახოთ.

Ronaldo:

Bugatti Centodieci

Bugatti Centodieci

კრიშტიანუ ბუგატის ბრენდის სახეა. მის კოლექციაში შედის Bugatti Chiron და Veyron Grand Sport Vitesse. ფეხბურთელი ერთ-ერთია იმ 10 იღბლიანი მყიდველიდან, რომელიც ახალი Centodieci-ს მფლობელი გახდება.

(შეგახსენებთ რომ ავტომობილი Bugatti EB110-ითაა შთაგონებული და ის შეზღუდულ, 10 ეგზემპლარად გამოვა)

Lamborghini Aventador

mborghini Aventador

2012 წელს, რონალდუმ თავისი 27 წლის იუბილეზე, Lamborghini Aventador-ი იყიდა. V12 ძრავის მქონე სუპერქარი 700 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. (სავარაუდოდ, კრიშტიანუ კიდევ ერთ Aventador-ს ფლობს)

Ferrari F12 TDF

Ferrari F12 TDF

ფერარი რონალდუს საყვარელი ბრენდია, მის ავტოფარეხში ავტომწარმოებლის რამდენიმე მოდელს შეხვდებით, მაგრამ, მათგან ყველაზე შთამბეჭდავი ეს შეზღუდული გამოცემაა.

V12 ძრავის მქონე სუპერმანქანა სულ 799 ეგზემპლარადაა გამოსული. მაქსიმალური სიჩქარეა 338 კმ/სთ-ია. 0 დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად კი 3 წამზე ნაკლები სჭირდება.

McLaren Senna

McLaren Senna

ეს სარბოლო მანქანა, ლეგალურია საზოგადოებრივი გზებისთვისაც. 789 ცხენისძალიანი სუპერქარის სულ 500 ერთეულია გამოსული. რონალდუ Mclaren senna-ს ერთ-ერთი ცნობილი მფლობელია.

ვერცხლისფერის, პოლირებული ნახშირბადის და წითელი აქცენტების კომბინაცია შთამბეჭდავი სენას ექსტერიერს კიდევ უფრო „აკეთილშობილებს“. ფეხბურთელს მანქანა 2019 წლიდან ჰყავს.

Bugatti Chiron

Bugatti Chiron

ამჟამად, კოლექციის ყველაზე ძვირადღირებული წევრი, Chiron არის ულტრა ექსკლუზიური ჰიპერმანქანა, რომლის შეძენაც, რონალდოს, 2 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა.

კრიშტიანომ, ავტომობილი, 2017 წელს, რეალში მეოთხასე მატჩის ჩატარების შემდეგ იყიდა. სუპერქარი გაწყობილია ორ ფერში, ვერცხლისფერსა და შავში. მანქანას გვერდზე გრავირებული აქვს ‘CR7’.

Porsche 911 Turbo S

Porsche 911 Turbo S

ორმაგი ტურბო ძრავით აღჭურვილი 911 Turbo S რონალდომ 2016 წელს შეიძინა. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ-ია. 0 დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას კი 3 წამში ახერხებს.

Rolls Royce Phantom Drophead

Rolls Royce Phantom Drophead

ეს მისი კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მანქანაა. ავტომობილი, ფეხბურთელმა, 2008 წელს, მანჩესტერ იუნაიტედში ყოფნის დროს-500,000 დოლარად შეიძინა.

Ferrari 599 GTO

Ferrari 599 GTO

599 GTO-ს დებიუტი 2010 წელს შედგა და ის მოიხსენიეს, როგორც „ყველაზე ექსტრემალური სპორტული მანქანა“, ფერარის ისტორიაში. ავტომობილი, სიმბოლურად, 599 ეგზემპლარად შეიქმნა. ერთ-ერთი მათგანი კი რონალდოს ავტოფარეხში საპატიო ადგილს იკავებს.

Mercedes Benz S65 AMG Coupe

Mercedes Benz S65 AMG Coupe

S-Class-ი „ფუფუნების“ საგანია. 6.0 ლიტრიანი, ორმაგი ტურბო V12 ძრავით აღჭურვილი კუპე ხაზს უსვამს მისი მფლობელის სტატუსს და ძალაუფლებას.

ეს მომაჯადოვებელი მხეცი, ლეგენდარული ფეხბურთელის კოლექციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია.

Bugatti Veyron

Bugatti Veyron

შავი Grand Sport Vitesse კონტრასტული ნარინჯისფერი ინტერიერით, რონალდოს კოლექციაში, პირველი ბუგატი იყო. მან მანქანა 2016 წელს, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ შეიძინა.

ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 409 კმ/სთ-ია.

Messi:

Ferrari 335 S Spider Scaglietti

Ferrari 335 S Spider Scaglietti

ეს განსაცვიფრებელი ფერარი, ჯერ კიდევ, 1950-იან წლებში შეიქმნა. აუქციონზე, მესი, იდუმალი მყიდველი იყო. მან ეს საკულტო ავტომობილი 25 მილიონ დოლარად შეიძინა.

მესიმდე, მანქანის მფლობელი, ფრანგი კოლექციონერი იყო, რომელმაც 1962 წელს, ამ ვინტაჟურ „ღვთაებრიობაში“ 22.8 მილიონი დოლარი გადაიხადა.

Ferrari F430 Spider

Ferrari F430 Spider

კიდევ ერთი ფერარი მესის ავტოფარეხში. ეს ავტომობილი 2004 წელს, პარიზის საავტომობილო  შოუზე გამოჩნდა. 2005 წლიდან, მესი, აქტიურად იწყებს ავტომობილების შეძენას, სწორედ ამ პერიოდში შეემატა მესის მანქანების კოლექციას F430 Spider.

Maserati Granturismo MC Stradale

Maserati Granturismo MC Stradale

მესის Maserati Granturismo 4.7 ლიტრიანი V-8 ძრავით, 460 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გავრცელებული ინფორმაციით, მესიმ, ამ ავტომობილში, 125,000 აშშ დოლარი გადაიხადა.

Pagani Zonda

Pagani Zonda

Pagani Zonda-ს ეგზოტიკური ავტომობილების სამყაროში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გავრცელებული ინფორმაციით მესიმ, ეს შთამბეჭდავი ავტომობილი 2,08 მილიონ აშშ დოლარად (£1.5 ) შეიძინა.

ეს ავტომობილი, მესის კოლექციის, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული „ექსპონატია“.V12 Mercedes-Benz guzzler-ი 749 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Mercedes-Benz SLS AMG

Mercedes-Benz SLS AMG

ვიზუალურადაც და შესაძლებლობებითაც SLS AMG ნამდვილი საოცრებაა. მანქანის კარის უნიკალური სტილიდან დაწყებული, მისი კოსმეტიკური დიზაინით დამთავრებული, ეს ავტომობილი, ხელოვნების ნიმუშია.

6,2-ლიტრიანი DOHC V8 ძრავა 563 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი აბსოლუტური სიჩქარე 317 კმ/სთ-ია. ამ ავტომობილის საშუალო ღირებულება, დაახლოებით, 642,490 აშშ დოლარია.

Blue Audi R8

Blue Audi R8

ცნობილია, რომ Audi R8 მესის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტომობილია. ის ამ მანქანით Camp Nou-ზე, ხშირად მიდიოდა.

მესის, როგორც სხვა უამრავ ფეხბურთელს, (მაგალითად ნეიმარს და პოგბას) აუდისთან მჭიდრო კავშირი აქვს. აღსანიშნავია, რომ მესის თეთრი Audi R8-ც ჰყავს. (აქვე ვიტყვი, რომ კრიშტიანუ, აუდის მომხმარებელი არ არის)

Range Rover

Range Rover

გარდა ფერარისა, მესის და რონალდოს ინტერესები Range Rover SUV-თანაც იკვეთება, ის ჯიპებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მანქანაა. მესის რეინჯ როვერის რამდენიმე ჯიპი ჰყავს.

Audi Q7

Audi Q7

მესის განახლებული Q7 ჰყავს, თეთრი ფერის SUV მშვენიერი მანქანაა. 4 ცილინდრიანი ტურბო ძრავა და 3 ლიტრიანი V6- 248 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Dodge Charger SRT8

Dodge Charger SRT8

ამერიკული ავტომწარმოებლის ეს მოდელი 3.5 ლიტრიანი V6 ძრავით 250 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი ბრუნვის მომენტი 339 ნიუტონ/მეტრია.

როგორც ვნახეთ, ლეგენდარულ ფეხბურთელებს, ავტოფარეხში, ლეგენდარული ავტომობილები ჰყავთ.

როგორც კარიერული თვალსაზრისით, ამ შემთხვევაშიც, თქვენთვის მომინდია ამ “ტენდენციურ” შეკითხვაზე პასუხი- რონალდო თუ მესი?!

წინა სტატიაAlfa Romeo GT-ს ხელახალი დაბადება – Restomod-ი იტალიურად
შემდეგი სტატიაPagani Zonda F-მა AMG-Sourced V12-ძრავით ავტობანზე, 322 კმ/სთ-ს მიაღწია