დღეს 100 კმ/სთ აჩქარება ავტომობილის სიმძლავრის ერთერთი ყველაზე ზუსტი მაჩვენებელია.

ავტომოყვარულთათვის ის წამები რომელიც მათ საყვარელ მანქანას საათში 100 კილომეტრი „სიჩქარის აკრეფისთვის“ სჭირდება, ავტომობილის სიმძლავრის შემაფასებელ მნიშვნელოვან პარამეტრად ითვლება. 

ამ TOP10 – ში ჩვენ შევიყვანეთ მხოლოდ სერიული წარმოების ავტომობილები, რომლებიც დღეს წარმოუდგენელად სწრაფი სტარტით გამოირჩევიან, მათ 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის 3 წამზე ნაკლები დრო სჭირდებათ.  მაშ ასე შეიკარით ღვედები და წავედით…

Chevrolet Corvette ZR1 2018

ფასი:  $ 120 000 – დან

აჩქარება 0 – დან 100 კმ/სთ2,9 წამი


როგორც ამ მოდელის მწარმოებელი ირწმუნება ეს არის ბრენდის ისტორიაში სერია Chevy -ის ყველაზე მძლავრი და სწრაფი მანქანა.

ამ სიჩქარის განვითარებაში Corvette ZR1 – ს 8 ცილინდრიანი 6,2 LT5 ახალი თაობის კომბინირებული ძრავი ეხმარება. ამას ემატება 766 ცხენის ძალა. ასეთი შესაძლებლობების ავტომობილს გაგრილებაც შესაბამისი სჭირდება, ამიტომ Chevrolet Corvette ZR1 – ს არც მეტი არც ნაკლები 13 რადიატორი აქვს.

Nissan GTR Nismo

ფასი$ 176 000 – დან

აჩქარება 0 – დან 100 კმ/სთ2,9 წამი

ძლიერი, მრისხანე, აგრესიული. რა ეპითეტებით აღარ ამკობენ Nissan GTR Nismo – ს, ის შექმნილია ნამდვილი სიჩქარის ფანატებისთვის. როგორც გარედან, ასევე სტრუქტურულად, ეს მანქანა ელვისებრი აჩქარებით ველურ  მტაცებელს მოგაგონებთ, რომელიც კილომეტრებს ერთი ამოსუნთქვით შთანთქავს.

მისი ბენზინის 6 ცილინდრიანი ტურბო ძრავა 600 ცხენის ძალას ანვითარებს. სამართავად მანქანა სრულყოფილებასთან ახლოსაა – Nismo რეაგირებს მძღოლის ბრძანებებზე, თითქოს მას აზრების წაკითხვა შეუძლია.

Ferrari LaFerrari

ფასი$ 2,1 მილიონიდან

აჩქარება 0 – დან 100 კმ/სთ2,9 წამი

ეს ჰიბრიდული ჰიპერქარი დახვეწილი სტილის და სიმძლავრის საოცარი შერწყმაა.

მხოლოდ მასალა და ძარის სტრუქტურა რად ღირს. სპეციალურად შემუშავებული ელემენტები მეტი სიმძლავრისთვის. დადაბლებული სიმძიმის ცენტრი, უკანა ღერძზე გადატანილი წონით. რას აღარ შეხვდებით მძღოლის კომფორტისთვის, კარბონ-კერამიკული მუხრუჭები! და ეს რათქმაუნდა ყველაფერი არაა, 12 ცილინდრიანი ატმოსფერული ბენზინის ძრავა, რომელიც 2 ელექტროძრავასთან ერთად მუშაობს.

ჯამური სიმძლავრე კი 963 ცხ.ძ. შეადგენს.

BMW M5 F90

ფასი$ 120 000 – დან

აჩქარება 0 – დან 100 კმ/სთ2,8 წამი

ბავარიული „მეხუთე სერია“ ერთი შეხედვით მშვიდი საოჯახო მანქანასავით გამოიყურება. მაგრამ მისი არასპორტული შესახედაობის ფონზე V8 ძრავით და 600 „ცხენით“ ის ნამდვილი მხეცია.

ამბობენ, რომ ეს სედანი ადგილიდან ისე მოულოდნელად და მძლავრად წყდება, თუ მასში პირველად ზიხართ თავი Formula1-ში გეგონებათ. ზოგადად ეს მანქანა ნამდვილი მუსტანგია, რომელიც უწყინარი პონის ტყავში იმალება.

McLaren P1


ფასი$ 1,15 მილიონიდან

აჩქარება 0 – დან 100 კმ/სთ2,8 წამი


ამ მანქანის წარმოება უკვე შეწყდა (375 ცალი), მისი ბოლო ეგზემპლიარი 2016 წელს გამოვიდა.

მაკლარენის „ჰიპერქარი“ აღჭურვილია 905 ცხ.ძ. ჰიბრიდული ძრავით. მართალია ელემენტებზე მას 10 კილომეტრზე მეტის გავლა არ შეუძლია, სამაგიეროდ მის ელექტროძრავას გააჩნია რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემა.

Tesla Model S P100D

ფასი $ 140 000 – დან

აჩქარება 0 – დან 100 კმ/სთ2,7 წამი


ყველაზე ძვირი და ეფექტურიTesla Model S, 600 კმ. ერთი დამუხტვით გავლის შესაძლებლობით. ამ მანქანას თამამად შეიძლება ელექტრო „ჰიპერქარი“ ეწოდოს, 100 კმ/სთ 2.7 წამიანი აჩქარებით.

ამავე დროს სხვა მაღალსიჩქარიანი ავტომობილებისგან განსხვავებით, რომლებიც, ჩვეულებრივ ორადგილიანებია, Tesla Model S P100D სრულფასოვანი 5 ადგილიანი სედანია, რომელსაც საკმაოდ ფართო ინტერიერი და საბარგული გააჩნია. და რაც მთავარია, სხვა სპორტული „ჰიპერქარებისგან“ განსხვავებით ეს მანქანა არ ღირს მილიონები.

Porsche 918 Spyder

ფასი$ 920 000 – დან

აჩქარება 0 – დან 100 კმ/სთ2,6 წამი


Porsche 918 Spyder – რაკეტისებრი მოწყვეტით კიდევ ერთი ჰიბრიდული სპრინტერია. ამავდროულად ის წარმოუდგენლად ეკონომიურია – 3.1 ლიტრი 100 კილომეტრზე.

პორშეს ეს მოდელი 1000 ცალზე ნაკლები გამოუშვეს და თითოეული მათგანი 857 „ცხენით“ დაასაჩუქრეს.

Bugatti Chiron

ფასი $ 3 მილიონიდან

აჩქარება 0 – დან 100 კმ/სთ2,4 წამი

ეს ის შემთხვევაა, როდესაც უცნაური იქნებოდა ამ „ჰიპერქარისგან“ ნაკლებ შესაძლებლობებს ველოდოთ. ის თავისი დახვეწილი გარეგნობით და 1500 ცხენის ძალიანი ძრავით, დამსახურებულად იკავებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სპორტული მანქანის ტიტულს.

ჰო მართლა, ამ მოდელს ასევე აქვს 12 მილიონიანი ვერსია, რომელიც კინოვარსკვლავების და სპორტსმენების საყვარელი სათამაშოა.

Dodge Challenger SRT Demon 

ფასი $ 100 000 – დან

აჩქარება 0 – დან 100 კმ/სთ2,3 წამი

Dodge Demon – ამ ამერიკელ „ქუჩის ბიჭს“ რომელიც სერიულ ავტომობილად ითვლება, ადგილიდან მოწყვეტაში ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში. ის გინესის რეკორდსმენია როგორც ერთადერთი მანქანა, რომელსაც სტარტის დროს წინა ბორბლები ჰაერში აწევა და ისე თითქმის 1 მეტრის გავლა (89 სმ.) შეუძლია.

აღჭურვილობისა და გამოყენებული საწვავის მიხედვით, მის 6.2 ლიტრიან V8 კომპრესორულ ძრავას 800-დან 840 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

ყველა ამ მაჩვენებლით „ჩელენჯერ-დემონი“ საუკეთესო არჩევანია მისაღები ფასით.

Tesla Roadster

ფასი $ 200 000 – დან

აჩქარება 0 – დან 100 კმ/სთ1,9 წამი


ძნელია გაუძლო ცდუნებას და „ტესლა როუდსტერი“ ამ სიაში არ შეიყვანო. რა თქმა უნდა ის ჯერ კიდევ არ არის სერიული, მაგრამ როგორც ამბობენ მისი სერიული გაყიდვა 2020 წლიდან არის დაგეგმილი. როდესაც ეს მოხდება „ტესლა როუდსტერი“ გახდება #1 სერიული ავტო მსოფლიოში საუკეთესო აჩქარებით.

გვპირდებიან რომ მანქანა, თავისი კონცეპტის შესაბამისად ელექტროძრავით აღიჭურვება. ერთი დამუხტვით მას 1000 კმ. გავლა შეეძლება, მაქსიმალური სიჩქარე კი 400 კმ/სთ-ზე მეტი იქნება.