უახლოეს ვიქენდებზე სებასტიან ფეტელის და შარლ ლეკლერის მანქანებს იმ ფერში შეღებავენ, რომელსაც Ferrari 1950 წელს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ატარებდა.
უნდა ითქვას რომ უკვე მაშინ ენცო ფერარი მუქ წითელ საღებავს იყენებდა, ამიტომ საინტერესო იქნება ამჯერად რას მოიფიქრებენ დიზაინერები. კულუარული ინფორმაციით ეს იქნება უფრო დამჯდარი და ვინტაჟური ფერი.

გარდა ამისა, ამ სეზონში პირველად მუგელოში მაყურებელს ტრიბუნებზე მოხვედრა შეეძლება – გადაწყდა 2800 ადამიანის სამ ჯგუფად განთავსება – ხოლო Ferrari – ს ოფიციალური ფანკლუბის წევრებისთვის ბილეთის ფასი განახევრდა.