ეს უახლესი კონცეფცია – EQG „ოფფ-როუდერი“ კომპანიამ, მიუნხენის საავტომობილო გამოფენაზე წარადგინა.

მერსედესს, ელექტრიფიკაციისკენ, უკვე აშკარა და მტკიცე გეზი აქვს აღებული. არც მისი გამორჩეულად ეფექტური G-კლასია გამონაკლისი.

ახალი კონცეპტი, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, სამომავლო ელექტრო G-კლასის ზუსტი ანალოგი არ არის, მაგრამ ავტომწარმოებელი აანონსებს, რომ ეს სერიულთან მიახლოებული ვერსიაა. მერსედესი ამ ვერსიას, სავარაუდოდ, EQG-ს უწოდებს.

ახალი ელექტრომობილი G-Wagen-ის სტილით

ავტომობილი ვიზუალურად გელენდევაგენს ჰგავს

ავტომობილი, ერთი შეხედვით, ვიზუალურად გელენდევაგენს ჰგავს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით და ვიზუალურ მახასიათებლებს გავითვალისწინებთ უამრავ განსხვავებას აღმოვაჩენთ. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის ისეთივე მტკიცე და მძლავრი იქნება, როგორიც ლეგენდარული G-Wagen-ია.

“მახვილკუთხოვანი” ფორმები

ავტომობილის საფეხური მის კვადრატულ კორპუსზე ზის, რომელსაც წინა დამოუკიდებელი საკიდარი და უკანა მყარი ღერძი ამაგრებს.

სათადარიგო საბურავის მოცულობითი კონტეინერი, ავტომობილს, უკანა მხარეს აქვს დამაგრებული. კარებს მკვეთრად გამოხატული სახელურები აქვს.

ბრტყელი სახურავი აერთიანებს წინა LED ნათებას და უკანა სამუხრუჭე შუქს.

დომინანტური LED ნათება

კაპოტის წინა მხარეს პანელური, პატარა ლურჯი კვადრატებით განათებული შავი ცხაური აქვს, შუაში კი 3D ფორმატის სამქიმიანი ვარსკვლავის ელმბლებაა განთავსებული.

ცხაურზე შემოვლებულია თეთრი ფერის არშია, რომელსაც დღის თეთრი LED განათება აქვს. კუთხეებში მრგვალი ფარებია დამონტაჟებული.

ავტომობილის გვერდებზე განთავსებული დამცავი ზოლებიც LED ნათურებითაა განათებული.

22-ინჩიანი 1990-იანი წლების კონცეფციის ბორბლები

მერსედესი ჯერ არ გვიზიარებს ისეთ ტექნიკურ მახასიათებლებს, როგორებიცაა-ცხენის ძალა ან დიაპაზონი. მაგრამ ვიცით, რომ ახალ კონცეფციას აქვს 4 ელექტროძრავი.

ოთხივე მათგანს დამოუკიდებლად მუშაობა შეეძლება, სწორედ ეს იქნება ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც EQG- ს „მართვის უნიკალურ მახასიათებლებს“ განსაზღვრავს.

ავტომობილის მახასიათებლები მოიცავს 2-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფს, რომელიც დაგეხმარებათ რთული გამავლობის სიტუაციებში.

ჯერ-ჯერობით უცნობია ავტომობილის წარმოების ვადები. მაგრამ როდესაც ის მზის სინათლეს იხილავს, მერსედესი გვპირდება, რომ ის ისეთივე ყველგანმავალი და უგზოუკლობის მეფე იქნება, როგორიც შიდა წვის გელენდევაგენი იყო.

Galerry: Mercedes-Benz Concept EQG (IAA 2021)

წინა სტატიაMercedes -მა LGBTQ Pride-თან დაკავშირებით G-Class ცისარტყელის ფერად შეღება
შემდეგი სტატიაBMW i Vision Circular- 2040-წლის კონცეპტუალური მოდელი, რომელიც მეორეული მასალისგანაა დამზადებული