ელეგანტური „ოფროუდერი“, მოდიფიცირებული Mercedes-Benz X სერიის მანქანა გასული ათწლეულის G63 AMG 6×6-ითაა შთაგონებული

Mercedes-Benz-ის მოყვარულთათვის, რომლებიც უგზოობის სტილის ავტომობილს ეძებენ G-Wagen-ი ერთადერთი ვარიანტი არ არის.

საინტერესო მოდიფიკაცია

Mercedes-Benz X სერიის პიკაპი 6-ბორბლიან „მხეცად“ გადააკეთეს
Classic Youngtimers Consultancy-მ, ახლახან გერმანული ავტომწარმოებლის X 350d “Black Edition” სატვირთო მანქანის გიჟური ექვსბორბლიანი ვერსია წარადგინა

Classic Youngtimers Consultancy-მ, ახლახან გერმანული ავტომწარმოებლის X 350d “Black Edition” სატვირთო მანქანის გიჟური ექვსბორბლიანი ვერსია წარადგინა.

საინტერესო მოდიფიკაციით, ეს მანქანა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე უხეში მერსედესი იქნება.

ვინც არ იცოდით გეტყვით, რომ მერსედესს თავის შემადგენლობაში პიკაპის ტიპის სატვირთო ავტომობილიც აქვს. X-Class-ი 2017 წელს გამოჩნდა და გამოვიდა მხოლოდ: ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და ევროპის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში.

Classic Youngtimers Consultancy-მ, როგორც ჩანს,  X 350d-ში დაინახა და დაიჭირა მუხტი, რომელმაც ეს არც თუ ისე ცნობილი მოდელი შთამბეჭდავ ოფროუდერად გადააქცია.

ულტრა იშვიათი G63 AMG 6×6-დან შთაგონებით, ეგზოტიკური ავტომობილების დილერმა სატვირთო მანქანის კორპუსი მკვეთრად გააფართოვა და ბორბლების მესამე „ნაკრები“ დაამატა.

თუნდაც მხოლოდ ეს დეტალი აქცევდა ამ ავტომობილს განსაკუთრებულად, თუმცა, კომპანიამ ის მერსედეს-ბენცის GTR ცხაურით, დიდი ზომის „ფარფლებით“, კარის დამცავებით და ლითონის დისკებით აღჭურვა.

იშვიათი G63 AMG 6×6 -ით შთაგონებული

ყველაზე სახასიათო და საინტერესოა მოსახსნელი სატვირთო განყოფილება, რომლის მოხსნის შემდეგაც ავტომობილი თავისუფლას შეიძლება გადაკეთდეს საცხოვრებელ ავტოფურგონად, ე.წ „behemoth camper“-ად.

როგორც ჩანს მოდიფიკაცია, ძირითადად კორპუსს შეეხო, მათი მიზანი იყო ეს ავტომობილი გადაექციათ უფრო პრაქტიკულად, ვიდრე მოწინავე G-Wagen 6×6-ია.

კაპოტის ქვეშ 3.0 ლიტრიან ტურბო V-6 დიზელის ძრავია მოთავსებული. შვიდ სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან  შერწყმით ავტომობილი 255 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 550 ნიუტონ/მეტრია.

ნებისმიერ მსურველს, რომელიც თავის ავტოფარეხში ამ ავტომობილისთვის ადგილს გამონახავს, შეუძლია Classic Youngtimers Consultancy-ს დაუკავშირდეს და ეს 6×6-ზე მავალი „ოფროუდერი“ 129,000 დოლარის სანაცვლოდ  შეიძინოს.

წინა სტატიაMercedes-Benz Electric Vision EQXX „რეალურ“ სამყაროში 1000-კილომეტრიან დიაპაზონს გვპირდება
შემდეგი სტატიაChiron Super Sport-ის მეცნიერულ „საიდუმლო“