F1-ზე დაფუძნებული ჰიპერქარი და ჰიბრიდული „E Performance“-ის ხაზის ახალი “ფლაგმანი”- Mercedes-AMG One, მომავალ წელს გამოჩნდება

Mercedes-AMG One-ის წარმოების თარიღი საბოლოოდ დასახელდა. შეფერხების შემდეგ კომპანიამ თავის მომხმარებლებს, რომლებმაც 1000 ცხენის ძალის მქონე ჰიპერქარი შეუკვეთეს, აცნობა, რომ 275 ეგზემპლარიდან პირველი მოდელი 2022 წელს შეიქმნება.

პირველ მოდელს 2022 წელს შექმნიან

ჰიპერ მანქანა ჰიბრიდირებული 1.6 ლიტრიანი V6-ით იკვებება

ეს „ნანატრი“ მანქანა, რომელიც 4 წლის დაგვიანებით გამოვა, Mercedes-AMG– ის ჰიბრიდული და ელექტრიფიცირებული ტექნოლოგიის სახე იქნება.

1000 ცხენისძალიანი მოდელი, რომელიც ჰიბრიდირებული 1.6 ლიტრიანი V6-ით იკვებება დაფუძნებულია Mercedes-AMG-ის ჩემპიონატის გამარჯვებული 2017 წლის F-1 მანქანაზე. ავტომობილი თავდაპირველად 2019 წლის დასაწყისში გამოჩნდა.

წარმოების შეფერხება F1-ის ჰიბრიდული ძრავის ქუჩისთვის ადაპტირების სირთულემ გამოიწვია.( ეს ითვალისწინებდა WLTP ემისიის სტანდარტებთან შესაბამისობით კომპლექსური ძრავის მიღებას)

პრობლემები  F1–ზე დაფუძნებული ძრავის სიჩქარესთან მიმართებითაც წარმოიშვა (რბოლის შემთხვევაში 5000rpm) ინჟინრების ამოცანა სიჩქარის 1200rpm-მდე დაყვანა იყო.

ახალი ჰიპერქარი “მოკვდავებს შორის”

Mercedes-AMG აქტიურად მუშაობდა ამ პრობლემის გადაწყვეტაზე. ავტომობილი “ჯაშუშურად”, საზოგადოებრივ გზებზე, ამ წლის დასაწყისში გამოსცადეს. ხოლო გასულ თვეს მიუნხენის საავტომობილო შოუზე წარადგინეს.

ძრავას, მხოლოდ ელექტროენერგიის რეჟიმში, 25 კმ-იანი დიაპაზონი აქვს.

ჯერ-ჯერობით უცნობია მანქანა დააკმაყოფილებს თუ არა კონცეფციის მოთხოვნებს, რომლებიც ითვალისწინებენ 350კმ/სთ-იან მაქიმალურ სიჩქარეს და 0-დან 199-კმ/სთ-მდე 6 წამში აჩქარებას.

შეცვლილი აეროდინამიკა

One-მა 2017 წლის კონცეფციის დიზაინის დიდი ნაწილი შეინარჩუნა. უმნიშვნელო ცვლილებებია აეროდინამიკასთან მიმართებით და შესაძლოა წარმოებამდე კიდევ შეიცვალოს.

აქცენტი, ძირითადად კეთდება აერო კომპონენტებზე, (ლუვრებზე/ჟალუზებზე) წინა ფრთების საჰაეროებზე და უკანა სპოილერზე.

როგორც უკვე აღვნიშნე სულ 275 ეგზემპლარი შეიქმნება, თითოეულის ფასი კი 2.27 მილიონი ევროა.

წინა სტატიაეს იშვიათი, 1957 წლის Mercedes-Benz 300 SL Roadster-ი 1,1 მილიონ დოლარად იყიდება
შემდეგი სტატია9.6 მილიონ დოლარიან Bugatti Centodieci-ს წარმოებასთან მხოლოდ 1 ბანიჯი აშორებს