მიუნხენის საავტომობილო შოუზე Volkswagen-მა FWD ელექტრო საქალაქო მანქანა- VW ID.Life წარადგინა, მომავლის ავტომობილი, დაახლოებით 20,000 ევრო ეღირება.

ეს ახალი, სრულიად ელექტრული, რეტრო დიზაინით შთაგონებული ვერსია VW ID.Life, სხვა ID მოდელებისგან არსებითად განსხვავდება. ის მცირე ზომის მანქანების სეგმენტში გავა და წარმოებაში, სავარაუდოდ, 2025 წელს ჩაეშვება.

ელექტროძრავი გამოიმუშავებს 231 ცხენის ძალას

ელექტრომობილის სიგრძე, დაახლოებით 4 მეტრია, სიგანე 1,80.  სიმაღლე კი 1,60.

ავტომობილს წინა წამყვანი თვლები და MEB არქიტექტურული პლატფორმის შემცირებული, სპეციალურად საქალაქო მანქანებისთვის ადაპტირებული, ვერსია ექნება.

ელექტროძრავი გამოიმუშავებს 231 ცხენის ძალას (172 კილოვატს) ბრუნვის მომენტი კი 290 ნიუტონ/მეტრის ტოლია. 0 დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 6,9 წამში მოახერხებს.

ავტომობილი აღჭურვილია 57 კვტ/სთ ბატარეის პაკეტით, რომელიც უზრუნველყოფს 400 კმ-ის გავლას. ის იყენებს DC სწრაფად დატენვის ტექნოლოგიას, (10 წუთში 163 კილომეტრი). წინ 4 წელიწადია, შესაძლოა, ავტომწარმოებელმა, ეს ციფრები გააუმჯობესოს კიდეც.

ახალი ქროსოვერი, მიუხედავად მისი მცირე ზომისა, საკმაოდ პრაქტიკულია. ელექტრომობილის სიგრძე, დაახლოებით, 4 მეტრია, სიგანე 1,80.  სიმაღლე კი 1,60.

ღერძებს შორის არსებული მანძილი, ელექტრომობილის ტვირთამწეობაზე დადებითად მოქმედებს- 1,285-ლიტრი.(მხოლოდ უკანა სათავსო იტევს 225 ლიტრ ტვირთს.)

ბიო მასალები ავტომობილის დიზაინში

ფოლკსვაგენის ID ვერსიების (ID.3, ID.4, ID.5 და ID.BUZZ) გარე დიზაინის ელემენტები, ასე თუ ისე, მსგავსია. ID. LIFE-ის ექსტერიერი მათგან გამორჩეულია, მას აქვს სწორი და გლუვი ფორმა, უჩვეულო წინა მხარე, რომელზეც LED ფარები და VW ემბლემაა განთავსებული.

შოუზე წარმოდგენილი ვერსია ორ ფერში იყო გაწყობილი. აღსანიშნავია, რომ ზედაპირი შეიცავს ხის პატარა ნაწილაკებს, რომლებიც გამოიყენება, როგორც ბუნებრივი ბიო შესაღები მასალა.

კონცეფციას, ასევე, აქვს ტექსტილის მოსახსნელი სახურავი, რომელიც დამზადებულია  გადამუშავებული პოლიეთილენის (PET) ბოთლებისგან.

LED განათების სამუხრუჭე შუქები

უკანა ფანჯარა და კონსოლი რენო R5-ის მსგავსია

უკანა მხარეს განთავსებულია LED უკანა სამუხრუჭე შუქები და მანათობელი ზოლი. უკანა ფანჯარა და სპოილერი Renault R5-ის კონცეფციის მსგავსია.

მულტიმედიის პროექტორი და ვიდეოთამაშების კონსოლი

სალონი მინიმალისტურია, საინტერესო დეტალია პროქციის ეკრანი, რომელიც საქარე მინის შინა მხარეს ვრცელდება. პროექტორი გამოიყენება მულტიმედიური დანიშნულებისთვის.

(აღსანიშნავია, რომ კონცეფციას  ვიდეოთამაშების კონსოლიც აქვს)

სალონში დამონტაჟებულია მრავალფუნქციური სავარძლები, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე იკეცება.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რალფ ბრანდშტეტერი ამბობს, მათი მიზანი ელექტრომობილებზე ხელმისაწვდომობაა.

ის იმედს გამოთქვამს, რომ მომავლის მანქანებს მომხმარებლები ცხოვრების წესად აქცევენ. ამისთვის კომპანია მათ საინტერესო და კომფორტულ კონცეპტს შესთავაზებს.

ელეტრომობილის წარმოება, 2025-წლისთვის იგეგმება. მისი თავდაპირველი ფასი, დაახლოებით, 20,000 ევრო იქნება.

Gallery: Photos Volkswagen ID.LIFE, IAA 2021

წინა სტატიაBMW i Vision Circular- 2040-წლის კონცეპტუალური მოდელი, რომელიც მეორეული მასალისგანაა დამზადებული
შემდეგი სტატია10 ყველაზე სასურველი მოდელი კლასიკური მანქანების კოლექციონერებისთვის