Tesla – ს მთავარმა კონკურენტმა Lucid – მა ბიუჯეტური ვერსია წარმოადგინა. ელექტროსედანი Lucid Air -ის საბაზო მოდელის ფასი ამერიკაში 77 400 დოლარი იქნება. ახალი ვერსია, თავის წინამორბედზე 17 600 დოლარით იაფი ეღირება. საბაზო მოდიფიკაციაში Lucid Air -ი მხოლოდ ერთი ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი, როდესაც ჩვეულებრივ Air – ებში ორი ელექტროძრავა მუშაობს.

ბიუჯეტური Lucid Air -ის ელექტროძრავა 480 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. როგორც მწარმოებელი აცხადებს მას ერთი დამუხტვით 653 კმ-ს გავლა შეუძლია. ამ მაჩვენებლით ახალი Air – ი Tesla Model S -ს 6 კმ-ით აღემატება.

ბიუჯეტურ Air -ში დარჩება ბრენდის მთავარი ინოვაცია – 34 ინჩიანი ჰორიზონტალური მონიტორი, რომელიც ერთდროულად სამართავი დაფის და მედიასისტემის ეკრანის მოვალეობას ასრულებს. დარჩება ასევე სენსორული პულტი, რომელიც ცენტრალურ კონსოლზე სხვადასხვა სისტემების მართვისთვის გამოიყენება.

Air -ის საბაზო მოდიფიკაციაზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, შეკვეთისთვის დეპოზიტზე 300 დოლარის შეტანაა საჭირო. გაყიდვები კი 2022 წლიდან დაიწყება.

ელექტროსედანს კიდევ სამი ვერსია ეყოლება. Air Touring – ი, რომელიც 95 000 დოლარი ეღრება, ორი ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი და ჯამში 620 ცხენის ძალის გამოიმუშავებს. 0-დან 100 კმ/სთ აჩქარებას ის 3,2 წამში შეძლებს.

Lucid Air Grand Touring – ის სიმძლავრე 800 ცხენის ძალამდე გაიზრდება და მისი ფასი 139 000 დოლარი იქნება, ხოლო ტოპ მოდიფიკაცია Air Dream -ი 1080 ცხენის ძალით, მინიმუმ 169 000 დოლარი ეღირება.

მეგობრებო რას იტყვით, Lucid Air თუ Tesla Model S? აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.