სითიქარ Fiat 500 Electric -მა ახალი მოდიფიკაცია 3+1 მიიღო, მისი მთავარი ელემენტი უკანა მგზავრებისთვის განკუთვნილი კარია, რომელიც მოძრაობის საპირისპიროდ იხსნება. აღსანიშნავია, რომ კარების ახალ სქემას მანქანის გაბარიტებზე არ უმოქმედია.

თავის დროზე მსგავსი სქემა Hyundai -მ Veloste – ზე განახორციელა, თუმცა კორეელებისგან განსხვავებით იტალიური ჰეჩბექი, კარებებს შორის თავისუფალი ადგილის გარეშე მოგვევლინა. ახალ ფიატის უკანა კარების გახსნა, მხოლოდ წინების გაღების შემდეგ ხდება შესაძლებელი. დამატებითი კარი დახურულ მდგომარეობაში ასევე უკანა ფრთის როლსაც ასრულებს.

განახლებული კონსტრუქციით ელექტრომობილის წონა 30 კგ-მდე გაიზარდა, თუმცა ამის ხარჯზე გარბენი არ შემცირებულა, ის კვლავინდებურად ერთი დამუხტვით 320 კმ.-ს ფარავს.

Fiat 500 – ის პრაქტიკული მოდიფიკაცია საოჯახო გამოყენებისთვის არის გათვლილი, ის ახლა ოჯახის მფლობელებისთვის გაცილებით კომფორტულია.

ოთხკარიან Fiat 500 – ს 17-იანი დისკები ამშვენებს. ის მთლიანად ლედ განათებით და თანამედროვე მედიასისტემით არის აღჭურვილი.

მეგობრებო, მოგეწონათ ფიატის ორიგინალური სვლა? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარების საშუალებით.