TESLA

სიახლეები “ტესლას” ელექტრო მობილების შესახებ.

ილონ მასკის კომენტარები და ანონსები. ავტო სამყაროს პრემიერები, მიმოხილვები და სხვა ავტო სიახლეები.

მიზანი

2003 წელს Tesla Motors-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა გადაწყვიტა, რომ მისი მთავარი მიზანი იყო დაემტკიცებინა მსოფლიოსთვის, რომ ელექტრო მობილი უფრო სწრაფი და სასიამოვნოდ სამართავია, ვიდრე საწვავზე მომუშავე ავტომობილი. დღეის გადასახედიდან შეიძლება ითქვას რომ მასკს და კომპანიას ეს გამოუვიდათ.

წარმოება

დღეს ტესლას წარმოება, როგორც კალიფორნიაში, ასევე შანხაიში მდებარე უზარმაზარ ქარხანაში მიმდინარეობს.

ბრენდს დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოების მიმართ განსაკუთრებული მიდგომა აქვს, ის ფუნდამენტურად განსხვავდება ტრადიციულისგან. თითოეულ ქარხანაში ტესლას თანამშრომლები ყოველდღიურად, სანამ საწარმოში შევლენ, სპეციალურ მომზადებას გადიან. სწორედ ეს ფაქტორი აქცევს ტესლას ქარხნებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საწარმოებად.

ინოვაციურობა

ინოვაციური მიდგომების წყალობით ტესლამ 2008 წელს ელექტრო სედანი – Model S გამოუშვა, რომელიც მალევე აღიარეს თავისი კლასის საუკეთესო ავტომობილად ყველა კატეგორიაში. 2015-ში ტესლა უკვე სპორტულ და განსაკუთრებულად სწრაფ ელექტრო მანქანას – Model X-ს უშვებს, რომელმაც 5 ვარსკვლავიანი შეფასება მოიპოვა და თანამედროვეობის თავისი კლასის ყველაზე უსაფრთხო მანქანა გახდა.

მისია

ტესლას და ილონ მასკის მისიაა, რომ მსოფლიო რაც შეიძლება სწრაფად გადაეწყოს ახალ დღის წესრიგზე, რაც ნავთობის გამოყენების შემცირებას გულისხმობს, საბოლოოდ კი მიზანი მომავალი თაობების უფრო ჯანსაღ გარემოში გაზრდას ემსახურება.

480გამომწერიმომწონს
0ფოლოვერიგამოგვყევი
- Ad -