რუბრიკა: ყველაზე გამორჩეული ავტომობილები წლების მიხედვით, ნახეთ, რომელი ავტომობილი იყო აქტუალური თქვენს დაბადების წელს (1970-1979)

ვაგრძელებთ რუბრიკას, ყველაზე გამორჩეული ავტომობილები წლების მიხედვით და ახლა გთავაზობთ 70-იანი წლების დეკადას, მაშ ასე :

1970 – Range Rover

პირველი თაობის, ორიგინალ Range Rover-ს საკმაოდ უტილიტარული ვიზუალი ჰქონდა.

Range Rover-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც- პირველი მდიდრული ჯიპი, მაგრამ ეს ასე არ არის. პირველი თაობის, ორიგინალ Range Rover-ს საკმაოდ უტილიტარული ვიზუალი ჰქონდა.

მეხუთე თაობის რეინჯ როვერი გასულ შემოდგომაზე ვიხილეთ. როგორც ყოველთვის, ავტომწარმოებელმა იზრუნა იმაზე, რომ მანქანა ყოფილიყო მდიდრული, კომფორტული, ტექნოლოგიურად მრავალფეროვანი, დახვეწილი და ამავე დროს წარმოუდგენლად უნარიანი, ნებისმიერ რელიეფზე და ნებისმიერ სიტუაციაში.

1971 – Alfa Romeo Alfasud

ეს იყო სრულიად ახალი მანქანა, სრულიად ახალ ქარხანაში აშენებული და სრულიად ახალი ძრავით!

როდესაც Alfa Romeo-მ Alfasud წარადგინა, მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ეს იყო სრულიად ახალი მანქანა, სრულიად ახალ ქარხანაში აშენებული, სრულიად ახალი ძრავით!

იტალიის სამხრეთში ახალი ქარხნის მშენებლობა მთავრობამ დააფინანსა (ავტომობილის სახელწოდებაც Alfasud, ადგილმდებარეობას, სამხრეთს უკავშირდება Alfa Sud, ან Alfa South).

ახალი მანქანა მართლაც ზღაპრული იყო, თავისი მიმზიდველი კომფორტულობით, მართვის შესაძლებლობებით, დახვეწილი ძრავით და სწრაფი გადაცემათა ცვლილებით.

1972 – BMW 5 Series (E12)

E12-მა BMW-სთვის ახალი ერა დაიწყო

1972 წელს, როდესაც BMW-მ ორიგინალი მე-5 სერიის გამოშვება დაიწყო, ავტომწარმოებელმა ლამაზი სპორტული სალონების შექმნით და ძვირი ფასებით გაითქვა სახელი.

E12 მე-5 სერიამ დასახელების ახალი კონვენციით და უფრო დიდი წარმოების ნომრებით BMW-სთვის ახალი ერა დაიწყო.

1973 – Ford Mustang II

Ford-მა 1974 წლის ბოლომდე 338,136 ერთეული მუსტანგი გაყიდა.

ფორდმა Mustang II-ით ენთუზიასტები გააოცა. ვიზუალური ცვლილებების გარდა, გაუმჯობესდა ძრავიც. საწყისი დონის 4-ცილიანდრიანი ძრავი 85 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ხოლო ყველაზე ძლიერი Mustang II მომხმარებელს 108 ცხენის ძალის მქონე V6-ს სთავაზობდა.

Ford-მა 1974 წლის ბოლომდე 338,136 ერთეული მუსტანგი გაყიდა.

1974 – Volkswagen Golf

საზოგადოებამ Volkswagen Golf-ის 8 თაობა იხილა

საზოგადოებამ Volkswagen Golf-ის 8 თაობა იხილა. ის ბრენდის ყველაზე “გაყიდვადი” მოდელია. ასევე, თაობების მიხედვით, Toyota Corolla-ს შემდეგ,(მას 10 თაობა აქვს) ის მეორე ადგილზეა.

ზოგიერთის აზრით, მოსაწყენის და პროგნოზირებადის სინონიმი- გოლფი, მისი დახვეწის, მშენებლობის ხარისხის, შესანიშნავი ძრავების და ღირსეული დინამიკის გამო საკმაოდ მიმზიდველი გახდა. გასაკვირი არ არის, რომ ის იმ სამი ავტომობილიდან ერთ-ერთია, რომელმაც ორჯერ მოიპოვა ევროპის წლის მანქანის ჯილდო.

1975 – BMW 3 Series (E21)

E21-მა მომავალი BMW-ებისთვის შაბლონი შექმნა

სამყარო BMW 3 სერიის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. ორიგინალი მესამე სერია იმდროინდელ საავტომობილო სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი ავტომობილი იყო.

E21-მა  E12 მე-5 სერიის მთელი ბრწყინვალება აიღო და ის უფრო პატარა გარსით შეფუთა. მშენებლობის შესანიშნავი ხარისხით და დახვეწილი ერგონომიკით E21-მა მომავალი BMW-ებისთვის შაბლონი შექმნა, ამასთან ერთად კონკურენტებს სტანდარტები დაუწესა.

1976 – Ford Fiesta

რვა თაობის განმავლობაში გლობალურად 16 მილიონზე მეტი ფიესტა გაიყიდა.

მას შემდეგ, რაც 1976 წელს ორიგინალი Ford Fiesta გამოვიდა ის დიიდ ბრიტანეთის გაყიდვების ჩარტებში მუდმივად ლიდერობდა.

რვა თაობის განმავლობაში გლობალურად 16 მილიონზე მეტი ფიესტა გაიყიდა. მყიდველებს ხიბლავთ მისი კომპაქტური ზომა, ხელმისაწვდომობა და ბრწყინვალე დინამიკა.

1977 – Ford Bronco

Ford Bronco- პიკაპის ძვლებზე აგებული სრული ზომის ოფროუდერი

პიკაპის “ძვლებზე” აგებული სრული ზომის ოფროუდერი შთამბეჭდავი ავტომობილი იყო. ოთხბორბლიანი ამძრავი, მექანიკური ტრანსმისია და 154 ცხენის ძალის V8 სტანდარტული იყო, თუმცა მყიდველების 80%-მა დამატებით შეთავაზებული ავტომატური გადაცემათა კოლოფი აირჩია.

ხუთი თაობის განმავლობაში, დაახლოებით 1,5 მილიონი ერთეული გაიყიდა. 1996 წელს დაკონსერვდა. 2021-ში სრულიად ახალი ბრონკო ვიხილეთ.

1978 – Fiat Ritmo/Strada

ის 1,8 მილიონ ეგზემპლარად შეიქმნა.

ეს უჩვეულო სტილის საოჯახო “ლუქი” ცნობილი იყო როგორც Strada. ავტომობილი შემოთავაზებული იყო სამი ან ხუთკარიანი ჰეჩბექის ფორმებში, ასევე კაბრიოლეტის სახითაც. Strada-ს წარმოება ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა. ის 1,8 მილიონ ეგზემპლარად შეიქმნა.

ზოგიერთი მათგანი 1.7 ლიტრიანი დიზელის ძრავით იყო აღჭურვილი, რაც იმ დროს იშვიათი იყო. საოჯახო მანქანები ბენზინზე მუშაობდნენ.

1979 – Lancia Delta

1980 წლის ევროპის მანქანა

საზოგადოებამ Lancia Delta-ს სამი თაობა იხილა. ავტომობილმა 1980 წელს ევროპის ავტომობილის ჯილდო მოიპოვა.

წინა სტატია2021 წლის 10 გამორჩეული საავტომობილო დებიუტი
შემდეგი სტატია2023 BMW iX M60- 610 ცხენის ძალა და 450 კილომეტრიანი დიაპაზონი