ყველაზე არაორდინალური სპორტული მანქანების კონცეფციები 1930-იანი წლებიდან- ანუ 80-წლიანი ქრონიკა გემოვნების და საატომობილო მსოფლმხედველობის ტრანსფორმაციაზე

კონცეპტუალური მანქანები, როგორც წესი, ახალი წამოწყების სადემონსტრაციოდ იქმნება. ზოგიერთი ინოვაცია საზოგადოებრივ გზებამდე აღწევს, ზოგი კი პირვანდელ კვარცხლბეკზე რჩება.

კონცეფციის შექმნისას არ არსებობს წესები, ნორმები, მათზე არ მოქმედებს „გრავიტაციის“ კანონი. დიზაინერებს შეუზღუდავად შეუძლიათ ჩართონ თავიანთი სასწაულებრივი, უსაზღვრო ფანტაზიები და შექმნან რაღაც განსაკუთრებული, ექსტრავაგანტული.

კონცეპტუალური მანქანები, როგორც წესი, ავტოშოუების სანახაობრივი ნაწილია, ისინი მედიის წარმომადგენლების თუ დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევენ.

მაგალითად, Honda NSX-ის და Jaguar CX-16-ის კონცეფცია საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, ამ მოდელბის მასობრივი წარმოების მანქანები, ფაქტობრივად, მათი კონცეპტუალური მოდელების იდენტურია.

ასევე არიან მასობრივი წარმოების მოდელები, რომლებიც კონცეფციებს არაფრით ჰგვანან, მაგალითად, Audi TT და R8- რომელთა ინსპირაციაც Audi Rosemeyer-ია. ასევე Ford GT90, რომელიც 2005 Ford GT გახდა.

საავტომობილო ისტორიაში არსებობდა რამდენიმე გიჟური კონცეფციის მქონე სპორტული ავტომობილი, რომელთაც ჩვენი ფანტაზიის საზღვრები გააფართოვეს.

მაშ ასე, ვნახოთ Hotcars-ის სია და განვიხილოთ თითოეული მათგანი:

9. 1938 Buick Y-Job

1938 Buick Y-Job
1930-იანი წლების საავტომობილო ინოვაციების “კერა”

1938 წლის Buick Y-Job,  საავტომობილო მსოფლიოში, პირველ კონცეპტუალურ მანქანად მიიჩნევა.

მასში წარმოდგენილი იყო ისეთი ინოვაციები, როგორებიცაა- ელექტრო ფანჯრები, ლატენტური ფარები და „დახვეული“ ბამპერები. 1951 წლამდე, ავტომობილის დიზაინერი- ჰარლი ჯ. ერლი ამ კონცეპტუალურ მოდელს თავის პირად მანქანად იყენებდა.

1938 Buick Y-Job
მას ჰქონდა 5.2-ლირტიანი Straight-8 ძრავი

მას ჰქონდა 5.2-ლირტიანი Straight-8 და ეწოდებოდა Y-Job. აღსანიშნავია, რომ იმ დროის ექსპერიმენტული მანქანების უმეტესობა იწყებოდა “X”-ით, ხოლო “Y” აღნიშვნა ფართოდ გამოიყენებოდა საავიაციო ინდუსტრიაში, ყველაზე მოწინავე პროტოტიპების აღსანიშნავად.

8. 1948 Jaguar XK-120 Alloy Roadster

1948 Jaguar XK-120 Alloy Roadster
სტანდარტული XK-120-ის მსუბუქი ვერსია

1948 წლის Jaguar XK-120 Alloy Roadster-ი სტანდარტული XK-120-ის უფრო მსუბუქი ვერსია იყო, თუმცა ის უკანა თაღებზე ბორბლის საფარის დამატებით ოდნავ შეიცვალა.

1948 Jaguar XK-120 Alloy Roadster
40-იანი წლების მსოფლიოს ველაზე სწრაფი საწარმოო მანქანა

იაგუარს ამ მოდელისთვის ‘Super-Sports Two Seater’-ის დარქმევა სურდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბელგიაში მან მაქსიმალური სიჩქარე-193კმ-სთ დააფიქსირა, იგი მსოფლიოში ყველაზე სწრაფ საწარმოო მანქანად იქცა. სახელიც სწორედ აქედან გამომდინარე შეურჩიეს.

7. 1958 GM Firebird III

1958 GM Firebird III
შვიდფრთიანი

გზის ეს მრავალფრთიანი „თვითმფრინავი“ მისი წინამორბედი მოდელების-Firebird და Firebird II-ს მსგავსი სპეციფიკით შეიქმნა.

გასაკვირი ის იყო, რომ შვიდივე ფრთა (დიახ, შვიდი!) სრულიად ფუნქციონალური იყო და ისინი ავტომობილს მაღალი სიჩქარის დროს წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარებოდნენ.

მანქანა გაზის ტურბინის ძრავით იკვებებოდა, და 225 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

1958 GM Firebird III
მანქანა გაზის ტურბინის ძრავით იკვებებოდა, და 225 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

ზოგიერთი მახასიათებელი მოიცავდა- საკრუიზო კონტროლს, დაბლოკვის საწინააღმდეგო მუხრუჭებს, კონდიციონერს, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების სისტემებს და “ულტრაბგერით” გასაღებს, დაახლოებით ისეთივეს, როგორიც თანამედროვე ცენტრალური საკეტია. ავტომობილს საჭის ნაცვლად „ჯოისტიკი“ ჰქონდა.

6. 1968 Dodge Charger III

1968 Dodge Charger III
უცნაური კაბრიოლეტი

1968 წლის Dodge Charger III-ს საკმაოდ მომხიბვლელი დიზაინი ჰქონდა. ის თითქმის, C3 Corvette-ის მსგავსი იყო. საკმაოდ უცნაურ კაბრიოლეტს, სახურავი საქარე მინასთან ერთად ეხდებოდა. ეს დეტალი ავტომობილში ჩაჯდომა-გადმოსვლას უფრო  ამარტივებდა.

1968 Dodge Charger III
დახვეწილი და საუცხოო დიზაინი

ავტომობილს საკმაოდ ძლიერი სამუხრუჭე სისტემა ჰქონდა. უნდა აღინიშნოს რომ ამ ავტომობილს სრულმასშტაბიანი წარმოება არასოდეს ჰქონია.

5. 1970 Mazda RX-500 Concept

1970 Mazda RX-500 Concept
. მისი სხეულის პანელები პლასტმასისგან იყო დამზადებული, ხოლო შასი -ალუმინის მილებისგან.

კონცეპტუალური ავტომობილი Mazda RX-500 საგზაო უსაფრთხოების ახალი ინოვაციების საცდელ მოდელად შეიქმნა. ის 848 კგ-ს იწონიდა. მისი სხეულის პანელები პლასტმასისგან იყო დამზადებული, ხოლო შასი -ალუმინის მილებისგან.

1970 Mazda RX-500 Concept
ავტომობილი 247 ცხენის ძალას ავითარებდა

ის შუაში დამონტაჟებული ორმაგი როტორიანი ვანკელის ძრავით იკვებებოდა. მანქანა 247 ცხენის ძალას ავითარებდა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 241 კმ/სთ იყო.

4. 1980 Lamborghini Athon By Bertone

1980 Lamborghini Athon By Bertone
ბერტონეს ქმნილება

Lamborghini Athon სრულად ფუნქციონალური კონცეფციის მანქანაა. ის იტალიური დიზაინის სახლის, ბერტონეს მიერ, სპეციალურად Lamborghini-სთვის 1970 -იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. ფინანსური კრიზისის დროს ეს ავტომობილი კომპანიას „მხსნელად“ მოევლინა.

1980 Lamborghini Athon By Bertone
ის 1979 წლის Lamborghini Silhouette შასზეა დაფუძნებული

ის 1979 წლის Lamborghini Silhouette შასზეა დაფუძნებული. მას ასევე  „სილუეტის“3.0L DOHC V8 ძრავი აქვს, რომელიც 260 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

3. 1995 Chrysler Atlantic

1995 Chrysler Atlantic
ავტომობილი 360 ცხენის ძალის გამოიმუშავებდა

Chrysler Atlantic-ი 1930-იანი წლების ლეგენდარული Bugatti Type-57 Atlantique-ითაა შთაგონებული. ის ორი 4-ცილინდრიანი Dodge Neon ძრავის ერთმანეთთან შეერთებით დამზადებული 4.0 ლიტრიანი Straight-8 ძრავით იკვებებოდა. ძრავი 360 ცხენის ძალის გამოიმუშავებდა.

მასიური წარმოებისთვის ზედმეტად ძვირადღირებული ავტომობილი

ატლანტიკამ მისი გასაოცარი და კლასიკური დიზაინის გამო, ავტოსამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სამწუხაროდ, პროექტი გაუქმდა, კრაისლერი მას მასიური წარმოებისთვის ზედმეტად ძვირადღირებულ ავტომობილად თვლიდა.

2. 2002 Cadillac Cien

2002 Cadillac Cien
სიენი 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა

Cadillac Cien- ამერიკული ავტომწარმოებლების ისტორიაში ყველაზე გიჟური და ყველაზე მაგარი კონცეფცია. Cien-ი კადილაკმა თავის თავს საკუთარ 100 წლის იუბელეზე აჩუქა.

მას უნიკალური 7.5 ლიტრიანი Northstar V12 ძრავი ჰქონდა, რომელიც 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

სიენის დიზაინი შთაგონებულია F-22 Raptor გამანადგურებელი თვითმფრინავით. თავისი მონოკოკური შასისა და კორპუსის წყალობით ის საკმაოდ მსუბუქია.

2002 Cadillac Cien
საავტომობილო კონცეფციების „აიქონი“

ის საავტომობილო კონცეფციების „აიქონი“გახდა და ისეთ ვიდეო თამაშებში გამოჩნდა, როგორებიცაა Gran Turismo 4 და Midnight Club 3. ასევე ფილმებში- 2005 წლის The Island და 2014 წლის Transformers: Age of Extinction.

1. 2013 Mercedes-Benz AMG Vision Gran Turismo

2013 Mercedes-Benz AMG Vision Gran Turismo
AMG Vision სპეციალურად პოპულარული სიმულაციური ვიდეოთამაშის- Gran Turismo-სთვის შეიქმნა

მერსედესის AMG Vision სპეციალურად პოპულარული სიმულაციური ვიდეოთამაშის- Gran Turismo-სთვის შეიქმნა. მოგვიანებით კი რეალურ კონცეფციადაც შექმნეს. ის პირველი იყო Vision Gran Turismo კონცეფციის მანქანების სერიაში.

2013 Mercedes-Benz AMG Vision Gran Turismo
მას 5.5 ლიტრიანი Twin-Turbo V8 ჰქონდა, რომელიც  580 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა

მას 5.5 ლიტრიანი Twin-Turbo V8 ჰქონდა, რომელიც 580 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ნახშირბადის ბოჭკოვანი სხეულისა და მსუბუქი ალუმინის კონსტრუქციის გამო, იგი 1,360კგ-ს იწონიდა.

გავრცელებული ინფორმაციით სულ 5 ეგზემპლარად შეიქმნა და გაიყიდა კერძო კოლექციონერებზე. Mercedes-Benz AMG Vision Gran Turismo გამოჩნდა ფილმში- Justice League.

წინა სტატია2021 Land Rover Range Rover-ფაქტები, მახასიათებლები, ღირებულება.
შემდეგი სტატიაFord Mustang Mach-E GT 2021-მიმოხილვა