ყველასთვის საყვარელი Toyota 4Runner-ი განახლების ზღვარზეა, დიდი ალბათობით, მას მალე ვიხილავთ

მე-5 თაობის Toyota 4Runner-ი განახლებას ითხოვს- მოძველებული 5-სიჩქარიანი ტრანსმისია, ასევე მოძველებული 4-ლიტრიანი V6 ძრავი პლუს ექსტერიერ-ინტერიერი, ნამდვილად შესაცვლელია.

ჭორები, განახლების შესახებ სულ უფრო და უფრო მატულობს, განახლების თარიღად კი 2023 წელი სახელდება.

ჩვენ წელს ახალი Tundra ვიხილეთ, იმედია, ტოიოტა, 2023 წელს 4Runner-ის შემთხვევაშიც, რამდენიმე ძირეულ და საინტერესო ცვლილებას განახორციელებს.

4Runner-ი საკმაოდ შთამბეჭდავი საშუალო ზომის ჯიპია, თუმცა, ბოლო წლების საავტომობილო „რევოლუციამ“ ფანტასტიკურმა სიახლეებმა და ფუნქციურმა ცვლილებებმა ნათლად დაგვანახა, რომ მისი მოძველებული ტექნოლოგია ძირეულ ცვლილებას საჭიროებს.

ხაზის ბოლო, 2009 წლის თაობა ათწლეულზე მეტით ჩამორჩება თანამედროვე ავტომობილებს, მცირე განახლებებიც კი, რომლებიც ამ პერიოდში განხორციელდა, უკვე „ვადაგასულად“ ითვლება.

2023 წლის ცვლილებებში ბევრი რამაა მოსალოდნელი, თუნდაც ჰიბრიდული შეთავაზებების ვალდებულება ყველა მოდელთან მიმართებით.

Hotcars-ი 2023 წლის Toyota 4Runner-ის ვერსიის სავარაუდო დეტალებს გვთავაზობს, აი ისინიც:

8. ის, სავარაუდოდ 2022 წლის ბოლოს გამოვა

ყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი
2023 წლის Toyota 4Runner-ს, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს გამოუშვებენ.

ახალი მოდელების შემოდგომაზე ან ზამთარში გამოშვების ტენდენციების გათვალისწინებით 2023 წლის Toyota 4Runner-ს, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს გამოუშვებენ.

როგორც ჩანს, დეტალების დასაზუსტებლად და ავტომობილის გასამართად წინ მთელი წელია, ამის შემდეგ კი Toyota დახვეწილ, მე-6 თაობის მოდელს გამოუშვებს.

ყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი
მე-5 თაობის Toyota 4Runner-ი საზოგადოებამ, 2009 წლის სექტემბერში იხილა

მე-5 თაობის Toyota 4Runner-ი საზოგადოებამ, 2009 წლის სექტემბერში იხილა. თუ ამ თარიღით ვიმსჯელებთ Toyota მე-6 თაობის საცდელ ავტომობილებს გზებზე 2022 წლის სექტემბრისთვის გამოუშვებს.

7. ცვლილება ძრავში

ყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი
ამჟამინდელი მოდელები მხოლოდ 4.0 ლიტრიან V6 ძრავს გვთავაზობენ

ამჟამინდელი მოდელები მხოლოდ 4.0 ლიტრიან V6 ძრავს გვთავაზობენ. ეს კი დღევანდელ სტანდარტებთან და შესაძლებლობებთან მიმართებით საკმაოდ მოძველებულია.

ყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი
2023 წლის მე-6 სერიის ძრავი ბევრად უფრო ეფექტური

2023 წლის მე-6 სერიის ძრავი ბევრად უფრო ეფექტური იქნება, მაგალითად, 2.4 ლიტრიანი ტურბო 4 ცილინდრიანი, რომელიც მიმდინარე ძრავის მსგავს ან უფრო მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

გარდა ამისა, შეიძლება არსებობდეს V6-ის ვარიანტიც, რომელიც ბუქსირების შესაძლებლობებს გაზრდის და ავტომობილს გამავლობის თავგადასავლებისთვის დამატებით ძალას შესთავაზებს.

6. ჰიბრიდული ვერსია

ყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი
ტოიოტას 2025 წლისთვის ყველა მოდელის ჰიბრიდული ვერსია ექნება

Toyota-მ აიღო ვალდებულება, რომ მას 2025 წლისთვის ყველა მოდელის ჰიბრიდული ვერსია ექნება. Toyota 4Runner-ი სწორედ ამ ხაზის ნაწილი იქნება, რადგან ჩვენ 2022 წლის Toyota Tundra-ს ჰიბრიდული ვერსია უკვე ვიხილეთ.

ყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი
ბრენდის ჰიბრიდული ხაზი

Toyota Tundra-ს V6 i-Force Max-ი ჰიბრიდულ ვარიანტს უზრუნველყოფს. ეს ძრავი, განახლებული მოდელისთვისაც შესანიშნავი ვარიანტი იქნება.

თუმცა, ასევე სავარაუდოა, რომ მე-6 თაობის ავტმობილში Toyota Highlander-ის ჰიბრიდული 2.5 ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავის ზოგიერთი ვერსიაც გამოჩნდეს.

5.განახლებული ინტერიერი

ყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი
ძველი ინტერიერი

ავტომობილის ინტერიერი, ამჟამად, სტანდარტული ფუნქციებითაა აღჭურვილი-ელექტრო შუშები, ელექტრო სავარძლები, საინფორმაციო გასართობი სისტემა, ორზონიანი კლიმატკონტროლი, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული.

ამ თვალსაზრისით Toyota 4Runner გარკვეულწილად, Nissan Murano-ს ჩამორჩება, ის დამატებით ფუფუნების ფუნქციებს უფრო დაბალ ფასად გვთავაზობს.

ყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი
ტოიოტა ტუნდრას განახლებული ინტერიერი

კიდევ ერთხელ, განახლებული Toyota Tundra-ს მაგალითის გამოყენებით, 2023 წლის Toyota 4Runner, დიდი ალბათობით, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს, ამას განახლებული ინფო-გასართობი სისტემა და უმაღლესი ხარისხის მასალები უზრუნველყოფენ.

4.განახლებული ტრანსმისია

ყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი
ამჟამად ავტომობილი 5 სიჩქარიან ავტომატურ ტრანსმისიას იყენებს

ამჟამად ავტომობილი 5 სიჩქარიან ავტომატურ ტრანსმისიას იყენებს. გადაცემათა ასეთი შეზღუდული რაოდენობა დაბალ გარბენს და ბუქსირების ნაკლებ სიმძლავრეს განაპირობებს.

ყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი
2023 წლის Toyota 4Runner-ისთვის ახლანდელი ტრანსმისია მინიმუმ 8-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიით ჩანაცვლდება.

2023 წლის Toyota 4Runner-ისთვის ახლანდელი ტრანსმისია მინიმუმ 8-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიით ჩანაცვლდება.

საუკეთესო შემთხვევაში, მას Ford Branco-ს მსგავსად 10-სიჩქარიანი მექანიკური სპორტ სისტემა ექნება.

3. TRD Pro ბრუნდება

ყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი
TRD Pro წლების განმავლობაში Toyota-სთვის “უგზო-უკლობის” საუკეთესო სპორტული ბრენდი იყო

TRD Pro წლების განმავლობაში Toyota-სთვის “უგზო-უკლობის” საუკეთესო სპორტული ბრენდი იყო. 2022 წლისთვის Toyota-მ 4Runner-ს TRD Pro მორთვა შესთავაზა.

ის ასავე Tundra-სა და Sequoia-ს შემთხვევაშიც გამოიყენეს. განახლება მოიცავს- TRD Pro-ის სპორტულ განახლებულ საკიდარს, მოცურების ფირფიტებს, ბორბლებს და ბრენდირებულ დეტალებს.

ყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი
დიდი ალბათობით, მე-6 თაობას TRD Pro მორთულობით ვიხილავთ.

Toyota 4Runner-ის TRD Pro-ს ოჯახში ჩართვა მიუთითებს იმაზე, რომ მე-6 თაობას TRD Pro მორთულობით ვიხილავთ.

2. ღირებულება 40,000 დოლარზე მეტი იქნება

ყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი
ამჟამინდელი 4Runner-ის ფასი 37,305 დოლარიდან იწყება

ამჟამად, 4Runner-ის ფასი 37,305 დოლარიდან იწყება. თუ Toyota-ს სურს დარჩეს კონკურენტუნარიანი, მომგებიანი და ამ ყველაფერს საჭირო განახლებებით უზრუნველყოფს მისი ღირებულება, სავარაუდოდ 40 000 დოლარზე მეტი იქნება.

ყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი
ახალი ვერსია, სავარაუდოდ, 40 000 დოლარზე მეტი ეღირება

გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ ფასი, მორთულობის დონის მიხედვით, ძრავის ზომის  ან ჰიბრიდული ვერსიის მიხედვით განისაზღვრება, ასევე TRD Pro-ს ვარიანტი, რომელიც უნდა ითქვას, რომ ლიდერია, 50,000 დოლარზე მეტი ეღირება.

1. რას გვთავაზობს 2023 Toyota 4Runner-ი?

ყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი
ახალ ავტომობილს, საშუალო ზომის ჯიპების ბაზარზე დიდებული დაბრუნება ექნება

ახალ ავტომობილს, საშუალო ზომის ჯიპების ბაზარზე დიდებული დაბრუნება ექნება.

თანამედროვე მოთხოვნები, განახლებების საჭიროება, კონკურენტუნარიანი ავტომობილის შექმნის სურვილი უთუოდ უზრუნველყოფს 4Runner-ის შთამბეჭდავ და წარმატებულ დაბრუნებას საკმაოდ კონკურენტუნარიან საავტომობილო ბაზარზე.

წინა სტატია10 ცნობილი ადამიანი, რომელიც საუკეთესო კლასიკურ ავტომობილს ფლობს
შემდეგი სტატიაLucid Air-ი 2022 წლის MotorTrend Car Of The Year-ის გამარჯვებულია