დღეს დილით ბრიტანულმა გამოცემა Car – მა გამოაქვეყნა ინფორმაცია რომ Volkswagen Group – მა ბუგატის გაყიდვაზე ხორვატული სუპერქარების მწარმოებელ Rimac – თან უკვე მოილაპარაკა.

წყაროს ინფორმაციით დირექტორების დონეზე გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია და მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა აკლია.

ბოლო წლებში Bugatti ყველაზე სწრაფ სუპერქარებს თვითონ ყიდულობდა. თუმცა ახალი ელექტროქარი Rimac C_Two საგრძნობლად აღემატება Bugatti Chiron – ს. ამასთან ჩაირონთან შედარებით იაფიცაა. Rimac – თან კონკურენციის გარდა, Bugatti – ს ეკო ნორმების დარღვევისთვის დიდი ჯარიმები ელის, ეს ყველაფერი საგრძნობლად ართულებს ბენზინის ძრავიანი 1500 ცხ.ძ. ავტომობილების გამოშვებას.

ფოტოგალერია: Bugatti Chiron, Veyron, და EB110 დუბაიში

სავარაუდოდ Bugatti – ი ხორვატული კომპანიის მფლობელობაში ეტაპობრივად შეწყვეტს ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გამოშვებას და სრულად ელექტროქარებზე გადავა, ხოლო Rimac C_Two, რომლის წარმოებაც ჯერ სერიულად არ დაწყებულა, Bugatti – ის ბრენდის ქვეშ მოგვევლინება.

გარიგებას ორი შემაფერხებელი ფაქტორი აქვს. პირველი – Rimac – ს არ გააჩნია საკმარისი თავისუფალი სახსრები Bugatti – ის შესაძენად. მეორე – ფერდინანდ პორშეს ოჯახის პოზიცია, რომლებიც Volkswagen – ის ყველაზე დიდი აქციონერები არიან და ასე უბრალოდ Bugatti – ის გაყიდვას არ მოისურვებენ. ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია ბარტერით “რიმაცი” Bugatti – ის სანაცვლოდ თავისი აქციებიდან გადაიხდის.

აღსანიშნავია, რომ Porsche უკვე ფლობს ხორვატული კომპანიის აქციების 15,5% – ს და გარიგების შემთხვევაში შესაძლოა ეს  მაჩვენებელი 49%-მდე ავიდეს. ამ შემთხვევაში Rimac – ს არცერთი ცენტის გადახდა მოუწევს ბუგატის შესაძენად, ხოლო Porsche ხელიდან არ გაუშვებს პერსპექტიული სტარტაპის შეძენის შანსს და ფერდინანდ პორშეს შთამომავლებიც კმაყოფილები იქნებიან.

უნდა აღინიშნოს რომ Rimac – ის აქციებს უკვე ფლობენ Hyundai და Jaguar, თუმცა 51% კომპანიის დამფუძნებელს 32 წლის მატე რიმაცს ეკუთვნის.

წინა სტატიაFord Mustang – ის მძღოლმა „რვიანები“ დახაზა და მალევე ინანა [ვიდეო]
შემდეგი სტატიარეტროსტილი და V6 ძრავა: Nissan – მა ახალი სპორტქარის პროტოტიპი ოფიციალურად წარმოგვიდგინა
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში