Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ Model S Plaid-მა ნიურბურგის ავტოდრომზე ელექტრომობილების რეკორდი დაამყარა, მან მოკლე წრე 7 წუთსა და 30,9 წამში გაიარა.

Model S Plaid-მა ნიურბურგის ავტოდრომის 20,6 კმ-იანი წრე(Nordschleife-ის მარშრუტი), 7 წუთსა და 30,9 წამში გაიარა. Tesla-ს საშუალო სიჩქარე 166.32 კმ/სთ იყო.

ეს 12 წამით უფრო სწრაფი მაჩვენებელია, ვიდრე წინა რეკორდული წრე, რომელიც Porsche Taycan Turbo-მ 2019 წლის აგვისტოში დაამყარა (7:42 წუთი).

ილონ მასკის “ტვიტერული” ამბები

ილონ მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ ახალმა S Plaid-მა ნიურბურგის ავტოდრომზე ელექტრომობილების რეკორდი დაამყარა

Model S Plaid-ი ამ მონაცემებით ჩამორჩება Porsche 911 GT2 RS, რომელმაც 20,6 კმ 6:38,835 წუთში გაიარა.

ავტომობილი, ასევე, მცირედით ჩამორჩება ისეთ კონკურენტებს, როგორებიც არიან- Porsche Panamera Turbo (7: 29.81 წუთი), Alfa Romeo Giulia QV (7: 32.00 წუთი) და BMW M5 Competition (7: 35.90).

შეცვლილი Model S Plaid წრის შემოვლითი დროის შემცირებას შეეცდება. ეს მოხდება დამატებითი აეროზედაპირების, ნახშირბადის მუხრუჭების და საავტოდრომე საბურავების ხარჯზე.

2012 წლის მოდელ S-ის განახლების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისი Plaid ძრავაა. მას, ვხვდებით უფრო დიდ Model X SUV-ში, რომელიც, ასევე, 2021 წელსაა განახლებული.

Model S Plaid -1006 ცხენის ძალა

Model S Plaid
S Plaid – 0 დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 1,99 წამს ანდომებს

Model S Plaid და Model X Plaid-ი სამძრავიანი ელექტროძრავის მეშვეობით 1006 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. მოდელ S Plaid – 0 დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 1,99 წამს ანდომებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ-ია.

Model X Plaid კი 2.5 წამში.( ამ მონაცემებით ის ყველაზე სწრაფად აჩქარებადი ჯიპია)

ილონ მასკმა Model S Plaid-ზე თქვა, რომ ის აქამდე შექმნილ მანქანებში ყველაზე სწრაფია.

მაგრამ იმისთვის, რომ მას ყველაზე სწრაფი ავტომობილის ტიტული ოფიციალურად მიენიჭოს, მას ახალი Rimac Nevera-ს დამარცხება მოუწევს, რომელიც 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 1.85 წამს ანდომებს.

ეფექტურობის და დიაპაზონის გაუმჯობესების მიზნით განახლდება ბატარეაც.

ზუსტი ტექნიკური დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ახალი თერმული არქიტექტურული პლატფორმა სწრაფად დატენვას, გამძლეობას და მეტ სიმძლავრეს უზრუნველყოფს.

განახლებული ინტერიერის დეტალები

Model S Plaid
17.0-იანჩიანი სენსორული ეკრანი

შიგნიდან, მოდელი S და მოდელ X მთლიანად განახლდა.

ძველი, ვერტიკალური სენსორული ეკრანი შეცვალა ახალმა, 17.0-იანჩიანმა ფართო ეკრანმა, რომელიც შეიძლება შებრუნდეს სასურველი მიმართულებით, რათა მგზავრებსაც და მძღოლსაც, მის ფუნქციებთან, თანაბარი წვდომა ჰქონდეთ.

თვითმფრინავის საჭის ინსპირაცია და ინფო-გასართობი ეკრანი

ასევე არის ახალი, 8.0-ინჩიანი ინფო-გასართობი სენსორული ეკრანი, რომელიც დამონტაჟებულია ცენტრალური კონსოლის უკანა ნაწილში, რაც უკანა სავარძლის მგზავრებს გასართობ და კომფორტულ ფუნქციებს სთავაზობს.

აღსანიშნავია საჭის დიზაინი, რომელიც თვითმფრინავის საჭის ინსპირაციაა.

მასკის თქმით, მანქანა გამოიცნობს მართვის მიმართულებას, არსებული დაბრკოლებების გათვალისწინებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ფუნქციის მართვა თავად მძღოლს შეეძლება.

ეს მექანიზმი ლეგალურადაა მიჩნეული დიდ ბრიტანეთსა და ზოგადად, ევროპის ქვეყნებში. მაგრამ აღსანიშნავია, რომ წარმოებაში დარჩება ჩვეულებრივი, მრგვალი ფორმის საჭეც.

Tesla-ს ახალი მანქანები დიდი  ბრიტანეთის ბაზარზე 2022 წელს ჩაეშვება.

ფასები იწყება 83,980 და 90,980 გირვანქა სტერლინგიდან (ეს ეხება მოდელ S-ის და X მოდელის საწყისი დონის გრძელვადიან ვერსიებს) Plaid ვერსიების ფასი კი 110,980 გირვანქა სტერლინგამდე (153,540 დოლარი) აიწევს.

წინა სტატიაBMW-მ ნიუ-იორკის მოდის კვირეულისთვის სპეციალური iX მოდელი მოამზადა
შემდეგი სტატიაSubaru WRX- ახალი ძრავი და პლატფორმა, ნაცნობი ვიზუალი