როგორც ჩანს, ტესლა Cybertruck-ის პროტოტიპის განახლებაზე ნამდვილად მუშაობს

Tesla Hype (@TeslaHype) Twitter-ზე ახლახანს Tesla Cybertruck-ის ტესტირების მოკლე ვიდეო გავრცელდა. დადის ხმები, რომ ტესლა, შესაძლოა, Cybertruck-ის დიზაინის განახლებებს ახორციელებდეს, თუმცა ზუსტი დეტალები, რა თქმა უნდა, უცნობია.

როგორც ვიდეოში ჩანს ავტომობილს აქვს გვერდითი სარკეები და დაუზუსტებელი ინფორმაციით ის ე.წ rear-wheel steering ან Four-wheel steering მართვის სისტემას იყენებს(ეს ფაქტი, წარსულში, ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა უკვე გააჟღერა)

საბოლოოდ, როგორც ჩანს, ვიდეოზე აღბეჭდილი ეს კონკრეტული ავტომობილი, შესაძლოა სწორედ ის პროტოტიპი იყოს, რომლის განახლებაზეც სოციალურ  მედიაში საუბრობენ.

უნდა ღინიშნოს რომ გვერდითი სარკეების „აღმოჩენა“ გასაკვირი არ არის, ვინაიდან Cybertruck-ს ეს დეტალი ისედაც მოეთხოვებოდა. საინტერესოა Four-wheel steering სისტემის არსებობა.

როდესაც ტესლას კონკურენტები ბაზარზე ახალ-ახალი მოდელებით გამოდიან, “კიბერთრაქის” წარმოებას კომპანია, რატომღაც აყოვნებს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ავტომწარმოებელი ამ ელექტრული პიკაპის უფრო მეტად დახვეწაზე და განვითარებაზე მუშაობს.

(Rivian R1T უკვე გამოვიდა ბაზარზე და ის წარმოუდგენელი გამავლობის პიკაპი აღმოჩნდა (ასეც ვარაუდობდნენ). Hummer EV-იც four-wheel steering სისტემას იყენებს).

ვიდეო, მართალია ცუდი რეზოლუციისაა, მაგრამ მაინც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტომობილს გვერდითი სარკეები ნამდვილად აქვს.

rear-wheel steering სისტემის არსებობის შემჩნევა რთულია, მაგრამ ის საკმაოდ კარგად მანევრირებს და მისი მკვეთრი მობრუნების რადიუსი საკმაოდ შთამბეჭდავია.

მასკმა ივლისში გამოაქვეყნა ვიდეო და აღნიშნა რომ ისინი rear wheel steering სისტემას ამატებენ

ტესლა აანონსებს, რომ Cybertruck-ის წარმოებას 2022 წლის ბოლოდან გეგმავს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი 2023 წლამდე გაგრძელდება.

ავტომობილის წარმოების და მიწოდების ვადები, სავარაუდოდ, ტესლას ორი ახალი ქარხნის გახსნის მდგომარეობას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად „კიბერთრაქთან“ დაკავშირებული ყველა საკითხი გიგა ოსტინზეა დამოკიდებული.

Tesla Cybertruck

წინა სტატიაFord Mustang Mach-E GT 2021-მიმოხილვა
შემდეგი სტატია2023 Ford Ranger-ის “თიზერი” გავრცელდა