Subaru WRX-უახლესი თაობის, ავტორბოლით შთაგონებული, კომპაქტური სპორტული ავტომობილი, ბაზარზე, 2022 წიდან გამოჩნდება.

7-წლიანი ლოდინის შემდეგ, სუბარუმ, საზოგადოებას, 2022 წლის, უახლესი თაობის, რალით ინსპირირებული Subaru WRX წარუდგინა.

(ავტომობილის პრეზენტაცია ნიუ-იორკის საავტომობილო გამოფენაზე იგეგმებოდა, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო, შოუ გაუქმდა)

მეხუთე თაობის, სრულამძრავიანი Subaru WRX 2022 უფრო მძლავრი, ტექნოლოგიურად განახლებული და მეტად უსაფრთხო იქნება.

ავტომობილი საზოგადოების წინაშე შეცვლილი ექსტერიერით და ინტერიერით, განახლებული ძრავით და პლატფორმით წარდგა.

ნაცნობი ექსტერიერის ახალი დეტალები

მანქანას, ერთი შეხედვით, ნაცნობი ვიზუალი აქვს, მაგრამ ავტომწარმოებელმა, მუშაობის გასაუმჯობესებლად რამდენიმე დეტალი შეცვალა. სუბარუმ, ასევე, წარადგინა  GT „მორთულობის“ მოდელიც.

ახალ WRX-ში 2.0-ლიტრიან ტურბო ძრავი 2.4-მდეა გაზრდილი, ის 271 ცხენის ძალას (202 კილოვატს) გამოიმუშავებს. მისი ბრუნვის მომენტი კი 349 ნიუტონ/მეტრი იქნება.

ბორბლებს სიმძლავრე გადაეცემა, როგორც ექვს-სიჩქარიან მექანიკური ტრანსმისიის მეშვეობით, ასევე  Subaru Performance Transmission-CVT (ავტომატური ტრანსმისიით).(CVT– ს გააჩნია რვა-სიჩქარიანი მექანიკური რეჟიმი, რომელიც საჭიდან იმართება)

შეიძლება, ძრავასთან მიმართებით დიდი ცვლილება არ განხორციელებულა, მაგრამ ახალ მოდელს აქვს სუბარუს Global Platform-ა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გააუმჯობესა. (ახალი შასი უფრო მყარია)

WRX 2022-ის ექვსკუთხა ცხაური, მეოთხე თაობის მოდელის ცხაურზე უფრო დიდია. ავტომობილის კუთხეებთან განთავსებულია LED ფარები. უკანა სამუხრუჭე შუქები კი „ვულკანური მაგმის“ მსგავსია.

Subaru WRX ვტომობილის GT ვერსია

როგორც ზემოთ აღვნიშნე, Subaru WRX ავტომობილის GT ვარიანტსაც გვთავაზობს. ის აღჭურვილია ელექტრონულად კონტროლირებადი ამორტიზატორებით. მას 3 პარამეტრი აქვს – კომფორტი, ნორმალური და სპორტი.

ამ მოდელს აქვს Recaro-ს შავი სავარძლები კონტრასტული წითელი ნაკერით, ასევე აქვს 18-ინჩიანი მქრქალი ნაცრისფერი ბორბლები.

სპორტული და მულტიფუნქციური სალონი

სალონში განთავსებულია 11.6-ინჩიანი ინფო-გასართობი ეკრანი

შავ, სპორტული ინტერიერის სალონში განთავსებულია 11.6-ინჩიანი ინფო-გასართობი ეკრანი.  Apple CarPlay, Android Auto და სხვ. მულტიფუნქციურ საჭეზე განთავსებულია აუდიოს, ხმის ამოცნობისა და EyeSight ტექნოლოგიის გადამრთველები.

არ შეცვლილა ელექტრო შუშები, უკანა სავარძელი, კარის საკეტები და გვერდითი სარკეები.

ახალ WRX-ს გააჩნია STARLINK მულტიმედიური სისტემა მაღალი რეზოლუციის სენსორული ეკრანით, ეკრანზე – აუდიო კონტროლით, ავტომობილის მახასიათებლებით და სხვ.

ავტომწარმოებელს არ დაუანონსებია თუ რა ეღირება ახალი მანქანა, მაგრამ 2021 წლის მოდელის ფასი 27,000 დოლარზე მეტია. გავრცელებული ინფორმაციით, WRX STI ვარიანტის დებიუტი, მომავალი წლისთვის იგეგმება.

Gallery: 2022 Subaru WRX

წინა სტატიაTesla Model S- ყველაზე სწრაფი ელექტრომანქანა ნიურბურგრინგზე
შემდეგი სტატიაAlfa Romeo GT-ს ხელახალი დაბადება – Restomod-ი იტალიურად