გუშინ სილვესტერ სტალონემ თავისი “დაგრძელებული ჯიპი” გასაყიდად გამოიყვანა.  მსურველებს სტალონეს ესკალაიდის ყიდვა 350 000 დოლარად შეუძლიათ, ეს თანხა არცისე ძვირია, ავტომობილისთვის რომელსაც ცოტა გარბენი აქვს და ყიდვისას 409 000 დოლარი დაჯდა.

ფასიდან გამომდინარე გასაკვირვი არ არის რომ სალონში შექმნილია მაქსიმალური კომფორტი, მათ შორის 43 დიუმიანი მონიტორი, რომელიც წინა და უკანა სავარძლების გამყოფის როლსაც ასრულებს.


ფოტო-გალერია: სტალონეს გიგანტური ესკალაიდი

ეს რათქმაუნდა უფრო მაგარია, ვიდრე Rambo Lambo, მას აქვს ყველაფერი: დასაკეცი მაგიდებიდან და ელექტრო ფარდებიდან დაწყებული ხმის სისტემა 7.1 – ით დამთავრებული.  სტალონემ ამ მანქანით მხოლოდ 1000 მილი გაიარა, ამიტომ გასაკვირვი არ არის რომ Escalade ESV იდეალურ მდგომარეობაშია. 74 წლის მსახიობი მას თითქმის არ იყენებდა.

საინტერესოა რომ მწარმოებელი Becker Automotive Design ვინც ჯიპი სტალონეს დაკვეთით ააწყო ამბობს, რომ სტალონე აქტიურად იყო ჩართული შექმნის პროცესში. ავტომობილის გასაყიდ გვერდზე მისი მფლობელის ციტატასაც შეხვდებით:  

პირადად მე ძალიან მომწონს ამ მანქანის ძვირფასი ინტერიერი. ხმის სისტემას და სიარულის ხარისხს ანალოგი არ გააჩნია. იმედი მაქვს ახალი მფლობელი დაუვიწყარ წლებს გაატარებს და სრულყოფილად გამოიყენებს ამ სენსაციურ Becker Cadillac ESV – ს. მე ის კონკრეტული მიზნებისთვის შევუკვეთე, თუმცა ცოტახნის წინ ჩემი მოთხოვნები შეიცვალა და აღარ მჭირდება ეს ლამაზი მანქანა.

(c) სტალონე