Shelby Mustang-საშობაო საჩუქარი ავტომოყვარულებს

რა ხდება Shelby American-ში? ამის გარკვევას ზუსტად 1 თვეში შევძლებთ, რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ სავარაუდოდ, საშობაოდ „შეფუთული“ კიდევ ერთი მუსტანგი უკვე გზაშია.

პოსტი shelby American-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

Shelby Mustang-ის თიზერი 15 დეკემბრისთვის „რაღაც განსაკუთრებულს“ გვპირდება

სოციალურ მედიაში Shelby-ის თიზერული სურათი გავრცელდა, დამაინტრიგებელ პოსტში შალითაგადაფარებული მუსტანგის სურათია წარწერით-„ 15 დეკემბერი, 2021 წელი… რაღაც განსაკუთრებული გამოჩნდება“.

ეს ფაქტობრივად ყველაფერია, რაც Shelby-მ შემოგვთავაზა და აღსანიშნავია, რომ ლას-ვეგასში დაფუძნებულმა საავტომობილო საწარმომ მსგავსი ტიპის განცხადება პირველად გააკეთა.

საზოგადოებას, ფაქტობრივად სრულიად ცარიელი წიგნი გადაუშალეს და საკუთარი ფანტაზიის და წარმოდგენების ანაბარა დაგვტოვეს. იქნებ ამ დამაინტრიგებელი განცხადების ძირითადი საგანი მანქანა სულაც არ არის…

გადავხედოთ წარსულს… 2009 წელის 15 დეკემბერს, ყოფილი Shelby Automobiles, Shelby American გახდა. 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იან წლების დასაწყისში კომპანიას გარკვეული პრობლემები შეექმნა. 2006 წელს კი Shelby Mustang-ი ოფიციალურად დაბრუნდა.

2009 წლის ამ მასშტაბური ცვლილების მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს თარიღი უბრალო დამთხვევა ნამდვილად არ არის. ჯერ კიდევ 2009 წელს, Shelby American-ის დაანონსება 1965 წლის Shelby GT350-ის 45 წლის იუბილეს დაემთხვა.

ეს რიცხვები შესაძლოა კორპორაციული დატვირთვის იყოს, მაგრამ ავტოსამყარო დიდ იმედს იტოვებს, რომ კომპანია კორპორაციულ ცვლილებას მსგავსი დამაინტრიგებელი და მინიმალისტური თუმცა ამავე დროს “დემონსტრაციული” პოსტით არ გვაუწყებდა.

რაზე საუბრობენ ავტომოყვარულთა წრეებში?

ფორდმა თანამედროვე GT350-ების წარმოება 2020 წელს დაასრულა. თუმცა, არც იმას გამორიცხავენ რომ Shelby-მ თავისი GT350-ების თანამედროვე ვერსია შექმნას.

წიგნის ცარიელმა ფურცლებმა იმდენად დამაბნეველი და ჩახლართული გახადა ეს ყველაფერი, რომ ენთუზიასტები სხვადასხვა ვერსიებისკენ “წავიდნენ”.

აღსანიშნავია, რომ Ford-ის თანამედროვე Shelby Mustangs (GT350 და GT500) რეალურად, მთლიანად ფორდისმიერაა შექმნილი.

რაც შეეხება სპეციალურ ვერსიებს, როგორებიცაა: Super Snake ან Signature Edition მოდელები, შელბისმიერაა შემუშავებული.

ყველაზე მეტად მაინც მოდიფიცირებული Shelby GT350-ის ვერსია „მუსირებს“. ახლა ისღა დაგვრჩენია შელბის საშობაო „საჩუქარს“ დაველოდოთ და ვნახოთ რეალურად რას უმზადებს ბრენდი თავის ერთგულ მომხმარებლებს.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
წინა სტატია2022 წლის Mitsubishi Airtrek- თამამი სტილის ელექტრო ქროსოვერი
შემდეგი სტატიაFerrari Daytona SP3- რეტრო დიზაინი, 828 ცხენის ძალა და V12 ძრავი