ცოტა ვიოცნებოთ არარეალურ სამყაროზე.

რამდენიმე დღის წინ Mercedes-Benz – ის ბიჭებმა საზოგადოებას ახალი S კლასის W223 წარმოადგინეს. ამასთან თქვენთვის ორი ამბავი გვაქვს. კარგი: S Class სედანი ძალიან თანამედროვე და პროგრესული გამოვიდა. ცუდი: ახალი მოდელს ორკარიანი ვერსია არ ეყოლება.

და მაინც როგორი შეიძლება ყოფილიყო Mercedes-Benz S Coupe? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცნობილმა მხატვარმა და ფოტოგრაფმა ნიკნეიმით j.b.cars-მა სცადა და ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

S Class Coupe – ს საფუძვლად მან ახალი S – კლასის ოფიციალური ფოტოსურათი აიღო. ბოლო ჯამში საინტერესო ვარიანტი გამოვიდა, რას იტყვით?