დედოფალ ელისაბედ II-ს  მანქანების კოლექცია, მისი უდიდებულესობის კლასიური გემოვნების ზუსტი ანარეკლია

ცნობილია, რომ დედოფალი ელისაბედი, 95 წლის ასაკშიც კი მტკიცე და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს.

ისიც ცნობიალია, რომ მის უდიდებულესობას ავტომობილების ძვირფასი კოლექცია აქვს. სამეფო პროტოკოლის მიუხედავად, დედოფალს, მანქანის საჭესთან ხშირად ხედავენ.

მანქანებისადმი მისი ინტერესი და სიყვარული მეორე მსოფლიო ომიდან იწყება. ელისაბედი ქალთა დამხმარე საზოგადოების წევრი ყოფილა, მას მექანიკა კარგად ესმოდა. (ის, ალბათ, სამეფო ოჯახის ერთადერთი წევრია, რომელმაც საბურავის გამოცვლა იცის).

ჯარში ყოფნისას, დედოფალმა, სატვირთო ავტომობილების და სასწრაფო დახმარების მანქანების მართვა და შეკეთება ისწავლა.

სამეფო ავტოფარეხში ძვირადღირებული მანქანების ფლოტი აქვთ. მოგეხსენებათ ელისაბედ II ყველაზე ხანგრძლივი მონარქია, დედოფალი ტახტზე 1952 წელს ავიდა.

სწორედ მის განკარგულებაშია, დაახლოებით, 10 მილიონ გირვანქა სტერლინგის ღირებულების საოცარი არსენალი.

ჩვენ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ, მაშ ასე :

10. 1961 Rolls-Royce Phantom V

სამეფო კარის მანქანები
მანქანას 1959-1968 წლებში აწარმოებდნენ

ეს დედოფალ ელისაბედის ავტოფარეხში ერთ-ერთი საუკეთესო გარეგნობის მანქანაა. ის მხოლოდ 516 ეგზემპლარად გამოვიდა და უმეტესი მათგანი სამეფო ოჯახებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეიძინეს.

მანქანას 1959-1968 წლებში აწარმოებდნენ და კომპანიისთვის, ფინანსური შემოსავლების თვალსაზრისით, ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო.

ავტომობილს 4-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია და V9 ორკარბურატორიანი ძრავი აქვს. დედოფლის გარდა, მისი ცნობილი მფლობელი ჯონ ლენონი იყო.

9. 1950 Lincoln Cosmopolitan Limousine

სამეფო კარის მანქანები
და. ავტომობილს 1949-1954 წლებში, მიჩიგანში აწარმოებდნენ

Lincoln Cosmopolitan-ი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ამერიკულ მანქანებს შორის, რომელიც დედოფალ ელისაბედ II-ს ეკუთვნოდა. ავტომობილს 1949-1954 წლებში, მიჩიგანში აწარმოებდნენ.

აღსანიშნავია, რომ 10 Cosmopolitan-ი თეთრმა სახლმაც შეუკვეთა, მას ოფიციალურ სახელმწიფო მანქანებად გამოიყენებდნე. უცნობია, როგორ მოხვდა „კოსმოპოლიტენის“ ლიმუზინი დედოფლის ავტოფარეხში.

8. 1924 Rolls-Royce Silver Ghost

სამეფო კარის მანქანები
Rolls-Royce Silver Ghost- მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი მანქანა

1924 წლის Rolls-Royce Silver Ghost მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი მანქანაა. 2012 წელს 1 ეგზემპლარი 7,1 მილიონ დოლარად გაიყიდა (ის ყველაზე ძვირადღირებულ Rolls-Royce-ად დასახელდა).

დედოფალს ავტოფარეხში ის არა სამგზავრო, არამედ საკოლექციო მოდელად ჰყავდა.

წარმოების დროს, ავტომობილმა „მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილის“ სტატუსი დაიმსახურა.

7. 1929 Daimler Double Six

სამეფო კარის მანქანები
Rolls-Royce Silver Ghost-ის კონკურენტი

1929 წლის Daimler Double six სპეციალურად Rolls-Royce Silver Ghost-ის კონკურენციის მიზნით შეიქმნა. დედოფალმაც, რა თქმა უნდა, იცოდა ამ კონკურენციის შესახებ და ორივე მათგანი სიმბოლურად შეიძინა.

Daimler-ი რიგით მესამე, ყველაზე პრესტიჟული ბრიტანული ავტომობილების მწარმოებელია. დედოფალს ბრენდის რამდენიმე მოდელი აქვს.

6. 1951 Ford V8 Pilot

სამეფო კარის მანქანები
ავტომობილს 1947-1951 წლებში აწარმოებდნენ

V8 პილოტი Ford UK-ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მანქანა იყო. 1947-1951 წლებში მისი 21 155 ერთეული გაიყიდა.

მას 3.6-ლიტრიანი V8 ძრავი ჰქონდა, რომელიც მაქსიმალურ სიჩქარეს, 128 კმ/სთ-ს გამოიმუშავებდა.

5. 1953 Land Rover Series 1

სამეფო კარის მანქანები
Series 1 მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ წარადგინეს

დედოფალ ელისაბედის სიყვარული Land Rover-ის მიმართ საკმაოდ ცნობილი ფაქტია. Series 1 მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ წარადგინეს.

მანამდე Land Rover მხოლოდ ძვირადღირებული მანქანების მწარმოებლით იყო ცნობილი. თავდაპირველ სერია 1-ს 1.6 ლიტრიანი ძრავი ჰქონდა, რომელიც 50 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. (მანქანას მოჰყვა ოთხ- სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი).

4. 1966 Aston Martin DB6

სამეფო კარის მანქანები
ავტომობილს 1965-1971-იან წლებში აწარმოებდნენ

Aston Martin DB6-ს 60-იან წლებში უელსის პრინციც მართავდა. დიდი ალბათობით, ელისაბედმა ასტონ მარტინი პირადი საკუთრებისთვის შეიძინა (ასტონით მგზავრობა, მძღოლთან ერთად, ცოტა წარმოუდგენელია).

ავტომობილს 1965-1971-იან წლებში აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ ასტონ მარტინის მოდელებს შორის DB6 ყველაზე გრძელია.  სულ 1788 ეგზემპლარი გამოუშვეს.

ეს ავტომობილი საოცარი და შთამბეჭდავი DB5-ის მემკვიდრე იყო. მანქანის 3995 CC ძრავი 82 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ეს იმ პერიოდისთვის გასაოცარი რიცხვები იყო.

3. 1965 Mercedes Benz 600 Pullman Landaulet

სამეფო კარის მანქანები
ავტომობილს 1965-1981- წლებში აწარმოებდნენ

ეს მაღალი კლასის, ძვირადღირებული მერსედესი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ გამოიყენებოდა. მაგალითად, მას შეხვდებოდით დედოფლის, გერმანიის მთავრობის და თუნდაც, პაპის „ფლოტში“.

ავტომობილს 1965-1981- წლებში აწარმოებდნენ, გამოუშვეს 2 677 ეგზემპლარი. 1965 წლის Mercedes Benz 600-ის 2 ვარიანტი იყო ხელმისაწვდომი, ეს იყო ბორბლების მოკლებაზიანი, 4-კარიანი სედანი და მეორე უფრო გრძელი ბორბლიანი ბაზით, 6-კარიანი ლიმუზინი. დედოფალი სწორედ ამ უკანასკნელს ფლობს.

2. Land rover Range Rover Hybrid Landaulet

სამეფო კარის მანქანები
1953 წლიდან სამეფო ოჯახს ლენდ როვერის 4 ავტომობილი ჰყავს

ამ ავტომობილის შესახებ ბევრს არ სმენია, ეს იმიტომ, რომ მას მხოლოდ მისი უდიდებულესობა იყენებს. დედოფალი, პირველად, ამ ავტომობილით, ოფიციალურ ღონისძიებაზე, 2015 წელს გამოჩნდა.

1953 წლიდან სამეფო ოჯახს ლენდ როვერის 4 ავტომობილი ჰყავს.

1. Edward VII Town Coach

სამეფო კარის მანქანები
ავტომობილი 1964 წელს განაახლეს

ამ იშვიათ მანქანას დედოფალი ელისაბედი დღემდე იყენებს. ავტომობილი 1964 წელს აღადგინეს და  ედუარდ VII-ის სახელი დაარქვეს. ამ მანქანის რამდენიმე ეგზემპლარი არსებობდა, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მხოლოდ ერთი მათგანი გადარჩა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ავტომობილი 1964 წელს განაახლეს, შეუცვალეს მინები და მას დედოფალი, დროდადრო, სახელმწიფოებრივი დანიშნულებით იყენებდა.

წინა სტატია2023 Ford Bronco DR V8 ძრავით მომუშავე Baja Monster-ი
შემდეგი სტატია10 საუკეთესო ჩინური სპორტული ავტომობილი