ელეგანტური EV კუპე- Spectre, Rolls-Royce-ის ელექტრული მომავლის ახალი „ფუნდამენტია“ ავტომწარმოებელი სრულად ელექტრულ „ტალღაზე“ გადასხვლას 2030 წლისთვის გეგმავს.

Rolls-Royce Spectre-ის, ბრენდის პირველი ელექტრომობილის წარმოება 2023 წლისთვის იგეგმება. კომპანია, ასევე აანონსებს, რომ 2030 წლამდე, შიდა წვის ძრავიან მოდელებს ელექტროძრავიანით, ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.

ამ გარდაუვალი „ელექტროსტრატეგიის“ პირველი პროდუქტი, სრულიად ახალი კუპე, სახელად Spectre იქნება.

ფორმებით ახალ Spectre-ს Wraith coupé-ს ამსგავსებენ

Wraith-ისგან განსხვავებით Spectre ძვირადღირებულ არქიტექტურაზეა დაფუძნებული

ამ შენიღბული პროტოტიპის მიხედვით, ამბობენ რომ ფორმებით Wraith coupé-ს ჰგავს. იმასაც ამბობენ, რომ მხოლოდ ელექტროძრავი და ბატარეა შეუცვალეს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, Spectre მაინც ახალი გამოწვევაა კომპანიისთვის.

Wraith-ისგან განსხვავებით Spectre არ ემყარება BMW-ს (CLAR) პლატფორმას. ის Ghost-ის და Phantom-ის მსგავსად ძვირადღირებულ არქიტექტურაზეა დაფუძნებული.

პროტოტიპის საფარზე დატანილია ჩარლზ როლსის ციტატა

„უნდა ისწრაფოდე სრულყოფილებისკენ ყველაფერში, რასაც აკეთებ. მიიღე საუკეთესო და გახადე ის უკეთესი“

აღსანიშნავია, რომ პროტოტიპის საფარზე დატანილი იყო ჩარლზ როლსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციტატა:

„უნდა ისწრაფოდე სრულყოფილებისკენ ყველაფერში, რასაც აკეთებ. მიიღე საუკეთესო და გახადე ის უკეთესი“

მართალია შენიღბვა ფარავს საცდელი მანქანის განმსაზღვრელ მახასიათებლებს, მაგრამ აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა, რომ იგი შეინარჩუნებს წარმოების ხაზის დიზაინს.

ორწლიანი ტესტირების პროგრამისთვის შეიქმნება  სატესტო მოდელები, რომლებიც 241 401 600 მილიონ კილომეტრს დაფარავენ, რაც დაახლოებით 400 წლიანი გამოყენების ტოლია.

შეგახსენებთ, რომ ბრენდმა 2011 წელს საზოგადოებას 102EX კონცეფცია წარუდგინა. ორი ელექტროძრავის მქონე მანქანა 384 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 71კვტ/სთ-იანი ბატარეით, მისი დიაპაზონი 200 კმ იყო.

5 წლის შემდეგ, 2016 წელს გაცილებით რადიკალური 103EX  კონცეფცია წარადგინეს. მას 102EX -ზე, თითქმის, ორჯერ მეტი სიმძლავრე ჰქონდა. საბოლოოდ, ორივე ვერსია კონცეფციად დარჩა და საგამოფენო სივრცეს ვერ გასცდა.

რაც შეეხება ახალ მოდელს, Rolls-Royce ჯერჯერობით ტექნიკურ და ვიზუალურ დეტალებს არ ამხელს, მაგრამ ამბობენ, რომ ყველაფერს მომავალ კვირაში, საზოგადოებრივ გზებზე გამოჩენის შემდეგ შევიტყობთ.

წინა სტატიაBMW iX- ახალი ფლაგმანი
შემდეგი სტატიაVolkswagen ID Life-კონცეფციის მიმოხილვა