მნიშვნელოვანი მოვლენები Rolls-Royce-ის ელექტრული წარსულიდან- წინასაპრეზენტაციო მიმოხილვა

Rolls-Royce თავის ახალ, დიდი ხნის დანაპირებ ელექტრომობილს ხვალ, 29 სექტემბერს წარადგენს.

მართალია, ავტომწარმოებელი წინასწარ არ გვიმხელს (არ „გვასპოილერებს“) თუ როგორი იქნება ეს „ნანატრი“ ელექტრო მანქანა, თუმცა ის ხაზს უსვამს ბრენდისა და ელექტრიფიკაციის „მაგნიტურ კავშირს“, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

2016 წელს კომპანიამ Rolls-Royce Vision Next 100, იგივე 103EX, მომავლის EV კონცეფცია წარადგინა.

ბრენდისთვის არადამახასიათებელი, „არატრადიციული“ ვიზუალის მქონე სახასიათო ავტომობილს მანქანის სხეულიდან მოშორებული, მასიური წინა ბორბლები ჰქონდა.

გავიხსენოთ Vision Next 100

ავტომობილი საჩვენებლი „ზონიდან“ არ გამოსულა, კონცეფცია, კონცეფციად დარჩა. თუმცა, მისით მომღერალი ჯასტინ ბიბერი იმდენად მოხიბლულა, რომ ავტომწარმოებელს, 103EX-ის სპეციფიკური დიზაინის გავლენით, Rolls-Royce Wraith შეაქმნევინა.

Rolls-Royce 102EX- ქუჩის ლეგალური ელექტრომობილის კონცეფცია

ავტომობილს ორი ელექტროძრავა ჰქონდა, ის 389 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა

იქამდე, 2011 წელს იყო Phantom Experimental Electric 102EX კონცეფცია, რომელიც 103EX-ისგან განსხვავებით ქუჩის ლეგალური ავტომობილი იყო.

მანქანას ჰქონდა ორი ელექტროძრავა, რომელიც 389 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მისი ბრუნვის მომენტი კი 800 ნიუტონ/მეტრი იყო.

ამ კონცეფციით, Rolls-Royce-მა კლიენტებს, VIP-მყიდველებს და საზოგადოებას აჩვენა, თუ როგორი იქნებოდა მომავლის ელექტრომობილი.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო მანამდე, სანამ ტესლა, Model S-ის მეშვეობით დაამტკიცებდა, რომ ელექტრომობილები შეიძლება იყოს მდიდრული, კომფორტული და პრესტიჟული.

სერ ჰენრი როისი და Rolls-Royce-ის პროტოტიპი

სერ ჰენრი როისმა ბიზნესი პატარა ელექტრო საწარმო -F H Royce & Co-თი დაიწყო

კომპანიის თანადამფუძნებელი სერ ჰენრი როისი დაინტერესებული იყო ელექტრიფიკაციით. მან ბიზნესი პატარა ელექტრო საწარმოთი, F H Royce & Co-თი დაიწყო.

კომპანია თავდაპირბელად ქმნიდა მცირე ელ.ტექნიკას, როგორებიცაა: კარების ზარები, ნათურები, დამცავები და კონცენტრატორები.

მოგვიანებით, F H Royce & Co-მ ელექტროძრავების მშენებლობა დაიწყო. თავისი ძრავებით კი ავწომწარმოებელ კომპანია Pritchett & Gold-ს ამარაგებდა. ეს იყო როლს-როისის შექმნამდე.

ჩარლზ სტიუარტ როლსი და Columbia Electric Carriage

ჩარლზმა ეს ელექტრომობილი 1898 წელს შეიძინა

ანალოგიურად, ჩარლზ როლსმა 1898 წელს ადრეული ელექტრომობილი Columbia Electric Carriage შეისყიდა. მას სჯეროდა, რომ ეს იყო საუკეთესო ავტომობილი.

“ელექტრო მანქანა არის აბსოლუტურად უხმაურო და სუფთა. არ აქვს სუნი და ვიბრაცია და დატენვის სადგურების მოწყობის შემთხვევაში ის ძალიან პრაქტიკული იქნება. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით, მომდევნო რამდენიმე წელი, მას მასობრივად ვერ გამოვიყენებთ“- ნაწყვეტი ჩარლზ როლსის ინტერვიუდან (The Motor-Car Journal 1900 წლის აპრილის გამოცემა)

როგორც კი 29 სექტემბრის პრეზენტაციის დეტალები გახდება ცნობილი, adjaracars.com-ი აუცილებლად შეგატყობინებთ.

Gallery: Rolls-Royce

წინა სტატიაLamborghini Navetta Volante- ლამბორგინის და Tesla model s-ის “გენური ინჟინერია”
შემდეგი სტატიაBMW iX- ახალი ფლაგმანი