კომპანია Nissan -მა კონცეპტუალური კუპე Z Proto გვაჩვენა. ავტომობილის სერიული წარმოება 2021 წლიდან დაიწყება.

ახალი Z Proto 4381 მილიმეტრამდეა დაგრძელებული, ხოლო სისქე და სიმაღლე 1850 და1310 მილიმეტრია. შედეგად ის Nissan 370Z -ზე 127 მმ-ით გრძელი გამოდის, ასევე ცოტა სქელი და დაბალიც.

Z Proto – ს V6 ორტურბინიანი ძრავა და  6 სიჩქარიანი უკანა გამწევი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ექნება. სიმძლავრე ჯერ არ გაჟღერებულა, თუმცა Carscoops -ის ინფორმაციით ეს ზუსტად ის ძრავა იქნება, რაც Infinity Red Sport-ის მოდელებში გვხვდება, 406 ცხენის ძალით და 474 ნიუტონ მეტრით.

ყველა მაჩვენებლის გათვალისწინებით ახალი სპორტქარი თავის წინამორბედ Nissan 370Z – თან შედარებით საგრძნობლად მძლავრი იქნება, შეგახსენებთ რომ 370Z – ში 3.7 V6 337 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავა დგას. ამასთან ახალი კუპე სიმძლავრით თავის მთავარ კონკურენტს Toyota Supra – საც აღემატება, სუპრას ძრავა მხოლოდ 340 ცხენის ძალას ანვითარებს.

Nissan Z Porto

Z Proto – ს მსუბუქი აეროდინამიკური კორპუსი აქვს, რომელიც კარბონით არის დამზადებული. კონცეპტი გარეგნულად რეტროსტილშია გადაწყვეტილი,  იგრძნობა Z – ის საკულტო მოდელების ელემენტები: ღია ყვითელი საღებავი, გრძელი წინა ნაწილი და მომრგვალებული მაშუქები პირველი თაობის 240-ს გვახსენებს. საბარგულზე მას Fairlady Z-ის ემბლემაც აქვს.

ახალი კუპე სიმძლავრით თავის მთავარ კონკურენტს Toyota Supra – საც აღემატება.

Z Proto-ის უკანა მხარე ყველაზე მიმზიდველი წერტილია, რადგან ავტომობილის პროპორციებს შავი სახურავი და ვერცხლისფერი კონტური ყველაზე კარგად წარმოაჩენს. შავ გამჭირვალე შუშაში უკანა მაშუქებია დამალული. ეს კონკრეტული შტრიხი 90-იანების 300ZX-ის დიზაინს აცოცხლებს.

z proto
Z proto

სალონი ძალიან თანამედროვედ გამოიყურება აქ ექსტერიერისგან განსხვავებით ვინტაჟური ხასიათი არ იგრძნობა. ის სრულფასოვანი მულტიმედიური სისტემით არის აღჭურვილი, მათ შორის არის ორი სუპერთანამედროვე მონიტორი. ავტომობილის სამართავად ე.წ. Deep Dish-ის სტილის მქონე, 3-ქიმიანი საჭე გამოიყენება, რომელსაც შუაში Z-ის ემბლება ამშვენებს.

Nissan Z proto
Nissan Z proto
Nissan Z proto

სავარძლები ტყავისგან და ალკანტარისგანაა დამზადებული და მას ყვითელი აქცენტები გასდევს. გეტყვით იმასაც, რომ Z Proto, ისევე როგორც მისი წინამორბედი, მხოლოდ ორადგილიანია.

Nissan Z Proto ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური მოდელია, მისი სერიული წარმოება 2022 წლიდან არის დაგეგმილი. Z Proto – ს სავარაუდო საწყისი ფასი კი $40.000 იქნება.

წინა სტატიახორვატული ელექტრომობილების სტარტაპი ბრენდ Bugatti – ის ყიდულობს
შემდეგი სტატიაგანახლებული ჰოტ-ჰეჩი Hyundai i30 N – ის პირველი ფოტოები
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში