Tesla-მ ბოლო ათწლეულში საავტომობილო ინდუსტრიაში საპატიო ადგილი დაიმკვიდრა. წარმოგიდგენთ ავტომწარმოებლის მოდელებს 3-დან X-მდე

Roadster-ის გამოსვლიდან, 13 წლის შემდეგ, ალბათ თამამად შეიძლება ითქვას, რომ Tesla, ყველაზე გამორჩეული ამერიკული ავტომწარმოებელი გახდა.

კომპაქტური სედანიდან დაწყებული- ქროსოვერების სეგმენტით დამთავრებული, აშკარაა, რომ ტესლა ელექტრომობილების ყველაზე პოპულარული ბრენდია.

Tesla მხოლოდ ელეტქრომობილების მწარმოებელი კომპანია არ არის. მისი კონცეფცია ეკოსისტემისა  და ცხოვრების წესის გაჯანსაღებას ეყრდნობა. ეკომეგობრული მიდგომა/დამოკიდებულება დედამიწისთვის და კაცობრიობისთვის  ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

2021 წელს ტესლას პრინციპებს, ავტომწარმოებლები აქტიურად იზიარებენ. ამ ჯაჭვს ყოველწლიურად მეტი და მეტი კომპანია უერთდება და აშკარაა, რომ ელექტრიფიკაცია შეუქცევადი პროცესია.

ონლაინ გამოცემა idsideevs-მა ტესლას ავტომობილების ჩამონათვალი, მონაცემები და მათი ღირებულება შემოგვთავაზა.

მოდი, ტესლას ქრონიკებს მივყვეთ და თანმიმდევრულად განვიხილოთ თითოეული მოდელი:

2021 Tesla Model 3 Standard Plus: $39,990

tesla
Model 3 Standard Plus

Tesla Model 3 Standard Plus ტესლას ყველაზე იაფი და უპრეცედენტოდ ხელმისაწვდომი EV-ია, ბაზარზე.

რაც შეეხება მახასიათებლებს, დიაპაზონსა და დინამიკას- ავტომობილი 0 დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას 5.3 წამში ახერხებს. მისი დიაპაზონი 421 კმ-ია. ის ამ მაჩვენებლებით ტესლას ძვირადღირებულ მოდელებს არაფრით ჩამოუვარდება.

  • დიაპაზონი: 421 კმ
  • წამყვანი: RWD
  • აჩქარება: 0-100 – 5.3 წამი

2021 Tesla Model 3 Standard Plus LFP: $39,990

Model 3 Standard Plus LFP

Model 3 Standard Plus LFP თავისი ბატარეით ( LFP იშიფრება, როგორც – ლითიუმის, რკინის, ფოსფატის) არის ე.წ cloak-and-dagger- მოდელი, მისი მისტიკურობა ავტომობილის შეძენის სპეციფიკაშია, ის ხელმისაწვდომია მხოლოდ დილერებში ან ტესლას ინვენტარიზაციის გვერდზე.

მისი დიაპაზონი 421 კმ-ია.(ის შეგიძლიათ რეგულარულად დატენოთ 100%-მდე) 0 დან 100-კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად კი 5.3 წამი სჭირდება.

  • დიაპაზონი: 421 კმ
  • წამყვანი: RWD
  • აჩქარება: 0-100- 5.3 წმ.

2021 Tesla Model 3 Long Range: $49,990

Model 3 Long Range

2021 წლის Model 3 Long Range AWD 50,000 აშშ დოლარზე ნაკლები ღირს, მას შეუძლია უზრუნველყოს 568 კილომეტრიანი დიაპაზონი. ეს, დამეთანხმებით, ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

0-დან 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 4.2 წამი სჭირდება.

  • დიაპაზონი: 568კმ
  • წამყვანი: AWD
  • აჩქარება: 0-100 – 4.2 წმ.

2021 Tesla Model Y Long Range: $53,990

Model Y Long Range

2020 წლის შემდეგ Model Y ავტობაზარზე ყველაზე დომინანტური ელექტრო ქროსოვერია. 2021 წლის დასაწყისში ნაკლებად ძვირი სტანდარტული დიაპაზონის ვარიანტი გამოვიდა, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა.

ახლა, Model Y-ის ყველაზე იაფი ვერსია 53,990 აშშ დოლარი ღირს. მას ერთი დატენვით 524კმ-ს გავლა შეუძლია. ავტომობილი წარმოებაში სავარაუდოდ 2022 წლის მარტში გამოვა.

  • დიაპაზონი: 524კმ
  • წამყვანი: AWD
  • აჩქარება: 0-100 – 4.8 წმ.

2021 Tesla Model 3 Performance: $56,990

tesla
Model 3 Performance

უკვე მესამე წელია Tesla Model 3 Performance საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. 60 000 აშშ დოლარის ღირებულების ფარგლებში ის ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილია.

0-დან 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 3.1 წამი სჭირდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 260 კმ/სთ-ია. მისი დიაპაზონი 506 კმ-ია. ხუთადგილიანი სედანის მაჩვენებლები უდავოდ ძალიან შთამბეჭდავია.

  • დიაპაზონი: 506 კმ
  • წამყვანი: AWD
  • აჩქარება: 0-100 – 3.1 წმ.

2021 Tesla Model Y Performance: $60,990

tesla
Model Y Performance

Model Y Performance მოდელ Y-ს სპორტული ვერსიაა. მას 0-დან 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 3.5 წამი სჭირდება. დატენილ მდგომარეობაში კი 487კმ-ს გავლა შეუძლია.

მისი შესრულების და დიაპაზონის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ ფასი საკმაოდ რეალურია. საბოლოოდ მივიღეთ ქროსოვერი სუპერქარის მახასიათებლებით…

  • დიაპაზონი: 487კმ
  • წამყვანი: AWD
  • აჩქარება: 0-100 – 3.5 წმ.

2021 Tesla Model S Long Range: $89,990

tesla
Model S Long Range

მიუხედავად იმისა, რომ  მედიის უმეტესობის ყურადღება განახლებულმა Model S Plaid– მა მიიპყრო, არ უნდა გამოგვრჩეს Model S Long Range-ი თავისი შესანიშნავი მახასიათებლებით.

თუ მაინც და მაინც არ გინდათ რომ ნიშნული 100 კმ/სთ-მდე 1,99 წამში ასწიოთ და თან ფიქრობთ რომ 40,000 დოლარის დაზოგვაც არ არის ცუდი იდეა, მაშინ, Model S Long Range, სრულყოფილი პრემიუმ სედანია.

მისი დიაპაზონი 651კმ-ია. 0-დან 100კმ/სთ-მდე კი მხოლოდ 3,1 წამი სჭირდება.

  • დიაპაზონი:  651 კმ
  • წამყვანი: AWD
  • აჩქარება: 0-100 – 3.1 წმ.

2022 Tesla Model X Long Range: $99,990

tesla
Model X Long Range

ყველასთვის საყვარელი ჯიპი 2022 წლისთვის 579კმ-იანი დიაპაზონით, სურვილისამებრ შვიდადგილიანი ინტერიერით, სპეციფიკური თავისებურებებით და ტექნოლოგიური უპირატესობებით ბრუნდება.

მისი ერთადერთი მინუსი ღირებულებაა, ავტომობილის საწყისი ფასი 99,990 აშშ დოლარია.

  • დიაპაზონი: 579  კმ
  • წამყვანი: AWD
  • აჩქარება: 0-100 – 3.8 წმ.

2022 Tesla Model X Plaid: $119,990

tesla
Model X Plaid

Model X Plaid-ი დამატებითი ელექტროძრავის მეშვეობით 1006 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0 დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2.5 წამში მოახერხებს. (ამ მონაცემებით ის ყველაზე სწრაფად აჩქარებადი SUV-ია).

  • დიაპაზონი: 547 კმ
  • წამყვანი: AWD
  • აჩქარება: 0-100 – 2.5 წმ.

2021 Tesla Model S Plaid: $129,990

tesla
Model S Plaid

Model S Plaid-მა ნიურბურგის ავტოდრომის 20,6 კმ-იანი წრე (Nordschleife-ის მარშრუტი), 7 წუთსა და 30,9 წამში გაიარა. ეს 12 წამით უფრო სწრაფი მაჩვენებელია, ვიდრე წინა რეკორდული წრე, რომელიც Porsche Taycan Turbo-მ 2019 წლის აგვისტოში დაამყარა (7:42 წუთი).

მოდელ S Plaid – 0 დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 1,99 წამს ანდომებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ-ია.

ელექტრომობილი ბაზარზე, სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის გამოჩნდება, მისი ღირებულება კი 129,990 აშშ დოლარია.

  • დიაპაზონი: 627 კმ
  • წამყვანი: AWD
  • აჩქარება: 0-100 – 1.99 წმ.

2023 Tesla Cybertruck Single Motor: $39,900

tesla
Cybertruck Single Motor

ავტომწარმოებლის ბრტყელკიდეებიანი, ტრაპეციულფორმებიანი მომავლის მანქანა, დიდი ალბათობით, მალე არ გამოვა.

დააანონსეს, რომ Cybertruck-ის გამოშვება 2022 წლის ბოლოსთვის გადაიდო. ეს თარიღიც სათუოა.

  • დიაპაზონი: 402კმ
  • წამყვანი: RWD
  • აჩქარება: 0-100 <6.5 წმ
  • ბუქსირების სიმძლავრე: 3,402 კგ

2023 Tesla Cybertruck Dual Motor: $49,900

tesla
Cybertruck Dual Motor

Dual Motor Cybertruck-ის ფასი 49,900 აშშ დოლარიდან იწყება. მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე ის როგორც შიდაწვისძრავიან, ასევე ელექტრო პიკაპებს თანაბარ კონკურენციას გაუწევს. მისი დიაპაზონი 482 კმ-ია. 0 დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 4.5 წამი სჭირდება.

  • დიაპაზონი: 482კმ
  • წამყვანი: AWD
  • აჩქარება: 0-100 4.5 წმ
  • ბუქსირების სიმძლავრე: 4,535 კგ

2023 Tesla Cybertruck Tri Motor: $69,900

tesla
Cybertruck Tri Motor

ტესლას Cybertruck ხაზის „ცუდი პოლიციელი“ სამძრავიანი ვერსიაა. 0 დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3 წამს ანდომებს. ეს მაჩვენებელი ნამდვილად შთამბეჭდავია ნებისმიერი მოდელისთვის, მით უმეტეს თუ ის ოთხბორბალზე „შესკუპებული“ ტრაპეციული პრიზმაა.

  • დიაპაზონი: 804კმ
  • წამყვანი: AWD
  • აჩქარება: 0-100 <2.9 წმ
  • ბუქსირების სიმძლავრე: 6,350კგ

202X Tesla Roadster: $200,000

tesla
Roadster

განახლებული Roadster-ის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო.

მგონი უკვე დროა Roadster-მა დღის სინათლე იხილოს, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე Cybertruck-ის გამოშვებაც 2022 წლამდე გადაიდო, იმის გათვალისწინებით რომ ტესლას პრიორიტეტი, ამ ეტაპზე სწორედ Cybertruck-ია, Roadster-ს კიდევ რამდენიმე წელი ვერ ვიხილავთ.

წარმოუდგენლად შთამბეჭდავი შესრულების გამო, ერთგული მომხმარებლები მოთმინებით დაელოდებიან ახალ Roadster-ს.

  • დიაპაზონი: 997კმ
  • წამყვანი: AWD
  • აჩქარება: 0-100 -1.9 წმ
წინა სტატიაVolkswagen Scout-მკაცრი გარეგნობის ელექტრო ჯიპი
შემდეგი სტატიაJeep Wrangler Willys Xtreme Recon-სამხედრო თემატიკის ჯიპი