ნიშნავს ეს ფაქტი იმას რომ ოფიციალურ წარდგენამდე ცოტა დრო რჩება?

შესაძლოა, პარალელურ დროში Porsche 911 GTS უკვე წარდგენილია საზოგადოებისათვის. ალბათ მიხვდით რომ ეს პარალელური დრო ის არის სადაც COVID19 არ ყოფილა.

სულ ცოტა ხნის წინ motor1 – ის პაპარაცებმა 911 GTS ნიურნბერგში შენიშნეს. მათივე ვარაუდით მისი ფართო საზოგადოების წინაშე წარდგომამდე სულ ცოტა დრო რჩება.

დატკბით ფოტოკოლაჟით Porsche 911 GTS Targa Track

ხმები დადის რომ “ტარგას” ექნება 3.0 ტურბინიანი ძრავი 470 “ცხენით” (350 კილოვატი).

ახლა მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: როდის ვიხილავთ “ტარგას” ოფიციალურ პრეზენტაციას? გამომდინარე იქიდან რომ სატესტო მანქანა ქალაქში შეფუთვის გარეშე გამოჩნდა, უნდა ვივარაუდოთ რომ Porsche 911 GTS Targa ფართო საზოგადოებისთვის უახლეს მომავალში წარდგება.

წინა სტატიაVolvo შეეცადა დაემტკიცებინა რომ Tesla – ზე მაგარია, მაგრამ არ გამოუვიდა
შემდეგი სტატია2021 წლის BMW M4 – ნამდვილი საოცრება
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში