მეორე თაობის კომპაქტური ქროსოვერი Peugeot 3008 პირველად 2016 წელს გამოვიდა, წელს კი რესტაილინგის დრო დაუდგა.

ფარები სრულად დიოდური აქვს უკანა განათების სტოპების ჩათვლით, გვერდითა ციმციმები ანიმირებული (მორბენალი შუქებით).

განახლებულ ავტომობილს ორი ელექტრო ვერსია აქვს, წინაწამყვანი Hybrid 225 – (225 ცხ.ძ. და 360 ნ•მ) 56 კმ რეინჯით და ოთხივე წამყვანი Hybrid 300 – (300 ცხ.ძ. 520 ნ•მ) 59 კმ რეინჯით. 

რაც შეეხება ბენზინის აგრეგატებს წინაწამყვანი ვერსიის ძრავა 180 ცხენის ძალას და 300 ნიუტონ მეტრს ანვითარებს, ხოლო ელექტრო ძრავა რომელიც გადაცემათა კოლოფში აყენია 110 ცხ. ძ. და 500 ნ•მ სიმძლავრის არის. საერთო ჯამში 290 ცხ.ძ და 800 ნ•მ.

ვერსია Hybrid4 – ის ბენზინის ძრავა 200 ცხ.ძ. და 300 ნიუტონ მეტრია, ხოლო ელექტრონული ძრავა 110 ცხ.ძ. და 500 ნ•მ.  ასევე 113 ცხ.ძ. და 166 ნ•მ კიდევ ერთი ელექტროძრავა უკანა ხიდზე მუშაობს. საერთო ჯამში 423 ცხ.ძ. და 966 ნ•მ.

ციფრული სისტემა i-Cockpit მაღალი გაფართოების 10-ინჩიანი სენსორული ეკრანით და Apple CarPlay და Android Auto – ს მხარდაჭერით.

ბაზარზე პეჟოს განახლებული ქროსოვერი 2020 წლის ბოლოსკენ გამოვა.