ავტობანზე, Pagani Zonda F-ს ყოველ დღე ვერ ნახავ. Shmee150-მა ამ “ეგზოტიკური” ბრენდის გულშემატკივრებს ადრენალინის “გამოსათავისუფლებელი” ვიდეოტური მოუწყო

გერმანული ავტობანის შეუზღუდავი მონაკვეთები, ნებისმიერი მარკის თუ მოდელის ავტომობილს, საშუალებას აძლევს თავად აირჩიოს საკუთარი „საკრუიზო“ სიჩქარე.

სხვადასხვა ტიპის/კატეგორიის ავტომობილებს შეუძლიათ სცადონ და მიაღწიონ მაქსიმალურ სიჩქარეს, მიუხედავად მათი ტექნიკური შესაძლებლობებისა.

Pagani Zonda F-ს, ამ იშვიათ ჰიპერმანქანას, რომელიც წარმოებაში 2005 წელს ჩაეშვა, ამ „აიქონურ“ გზაზე ხშირად ვერ ნახავთ, მაგრამ ის, Shmee150-ის, ცნობილი ბრიტანელი ვლოგერის ვიდეოში მოხვდა.

Shmee- თავის გამომწერებს ბუნებრივ განცდებს და ემოციებს უზიარებს. როდესაც სიჩქარე, დაახლოებით 321 კმ/სთ-ს აღწევს, ვლოგერი იძაბება და ჩვენ აშკარად ვხედავთ როგორ აწვდის ორგანიზმს სიგნალს ნეიროტრანსმიტერი და როგორ მიემართება ეპინეფრინი სისხლძარღვებისკენ.

Zonda F სულ 25 ეგზემპლარად შეიქმნა. ის Pagani-ის პირველი მოდელის გადამუშავებული ვარიანტია, მას ბუნევრივად ასპირაციული, AMG-ის, 7.3-ლიტრიანი V12 ძრავი აქვს, რომლის მეშვეობითაც, F-ი 594 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი ბრუნვის მომენტი კი 760 ნიუტონ/მეტრია. მას ექვს-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს.

პაგანის მხოლოდ 2 მოდელი აქვს, სხვადასხვა ვარიაციით (Zonda და Huayra) ის ეგზოტიკურ ავტომწარმოებლად ითვლება. მისი ავტომობილები მოძრავ ხელოვნების ნიმუშებს ჰგვანან.

წინა სტატიასაფეხბურთო მოედნიდან – საავტომობილო მოედნამდე-ანუ რონალდოს და მესის ავტოკოლექციები
შემდეგი სტატია2021 წლის ელექტრო მანქანები-რომელი, სად და როდის გამოვა?