Mercedes-Benz Electric Vision EQXX -ის დებიუტი 3 იანვარს გაიმართება

Mercedes-Benz Electric Vision EQXX სრულიად ელექტრო ავტომობილის პროტოტიპის ახალი თიზერული სურათი გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ის 2022 წლის 3 იანვარს გამოვა.

გერმანულმა ავტომწარმოებელმა მანქანა პირველად 2020 წლის ბოლოს გამოაჩინა, მეორე თიზერული სურათი კი ივლისში ვიხილეთ.

დახვეწილი ვიზუალი/შთამბეჭდავი დიაპაზონი

Mercedes-Benz Electric Vision EQXX 1000-კილომენტრიანი დიაპაზონი „რეალურ“ სამყაროში
Vision EQXX-ს ერთჯერადად დატენვით 1000კმ-ის გავლა შეუძლია.

Daimler AG-ის მენეჯმენტის წევრი Markus Schäfer-ი LinkedIn-ზე მანქანის მესამე თიზერს აქვეყნებს  და რამდენიმე ახალ დეტალს გვიზიარებს.

Schäfer-ის თქმით, Vision EQXX კომპაქტური კლასის ავტომობილია, რომელსაც ერთჯერადად დატენვით 1000კმ-ის გავლა შეუძლია.

Electric Vision EQXX-ეფექტური აეროდინამიკა

Mercedes-Benz Electric Vision EQXX 1000-კილომენტრიანი დიაპაზონი „რეალურ“ სამყაროში
ავტომწარმოებელს არ დაუკონკრეტებია გამოუშვებს თუ არა Vision EQXX-ის სერიულ ვარიანტს

Mercedes-Benz-მა ყურადღება Vision EQXX-ის ეფექტურ აეროდინამიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მას აეროდინამიკიდან გამომდინარე EQS-ზე დაბალი წევის კოეფიციენტი ექნება.

მერსედესი EQS-თან შედარებით  ენერგიის სიმკვრივის გაზრდას კიდევ 20%-ით აპირებს, ამის მისაღწევად გერმანული ავტომწარმოებელი უჯრედულ დონეზე მუშაობს.

კონცეფციის დებიუტი 3 იანვარს შედგება

Mercedes-Benz Electric Vision EQXX 1000-კილომენტრიანი დიაპაზონი „რეალურ“ სამყაროში
Vision EQXX-ს  LED ფარები და LED განათების წინა ზოლი ექნება.

ვიზუალური თვალსაზრისით, თიზერი გვიჩვენებს, რომ Vision EQXX-ს  LED ფარები და LED განათების წინა ზოლი ექნება. ასევე აღსანიშნავია სკულპტურული კაპოტი და უკანა ლედ სამუხრუჭეები.

ავტომწარმოებელს არ დაუკონკრეტებია გამოუშვებს თუ არა Vision EQXX-ის სერიულ ვარიანტს. მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს ასე არ მოხდა, კონცეფციის შთამბეჭდავი ტექნოლოგიები სამქიმიანი ვარსკვლავის მომავალ ელექტრომობილებში აუცილებლად „რეინკარნირდებიან“.

წინა სტატიამოამზადე მანქანა ზამთრისთვის
შემდეგი სტატიაMercedes-Benz X სერიის პიკაპი 6-ბორბლიან „მხეცად“ გადააკეთეს