და წლის საუკეთესო ავტომობილის ჯილდო გადაეცემა Lucid Air-ს, მანქანა 2022 წლის MotorTrend-ის გამარჯვებულია (ფინალისტებს შორის იყვნენ Mercedes-Benz EQS და Porsche Taycan)

სრულიად ახალმა, სრულად ელექტრო, მაღალი კლასის სედანმა- Lucid Air-მა 2022 წლის MotorTrend Car of the Year პრესტიჟული ჯილდო მოიპივა. ის კონკურენციას, საკმაოდ მსხვილი ავტომწარმოებლების 24 საუკეთესო ავტომობილს უწევდა.

აღსანიშნავია, რომ Lucid-ის მსგავსად Tesla Model S-იც გამოსვლიდან მალევე, ანუ 2012 წლის დეკემბერში 2013 წლის MotorTrend-ის გამარჯვებული გახდა.

ავტომობილმა უპირატესობა 6 კრიტერიუმით მოიპოვა

ეფექტურობა, ღირებულება, დიზაინი, საინჟინრო სრულყოფილება, უსაფრთხოება და დასახული მიზნის შესრულება.
ეფექტურობა, ღირებულება, დიზაინი, საინჟინრო სრულყოფილება, უსაფრთხოება და დასახული მიზნის შესრულება.

MotorTrend Car of the Year-ის ჟიურის წევრების ცნობით Lucid Air-მა უპირატესობა 6 კრიტერიუმის გათვალისწინებით მოიპოვა, ესენია: ეფექტურობა, ღირებულება, დიზაინი, საინჟინრო სრულყოფილება, უსაფრთხოება და დასახული მიზნის შესრულება.

Lucid-მა ისეთ ცნობილ ფინალისტებს აჯობა, როგორებიც არიან Mercedes-Benz EQS და Porsche Taycan.

განსაკუთრებული ყურადღება მისმა ეფექტურობამ მოიპოვა, EPA ტესტის მეთოდოლოგიის მიხედვით ის 118 კვტ/სთ-იანი ბატარეის ერთჯერადად დატენვით 836კმ-იან დიაპაზონს იძლევა.

პიტერ რაულინსონი, Lucid Group-ის აღმასრულებელი დირექტორი:

„Lucid Air-ისთვის, ჩვენი პირველი ავტომობილისთვის, ამ სასურველი და მნიშვნელოვანი ჯილდოს მოპოვება ჩვენი ხმამაღალი მოწოდებაა იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ მსოფლიოს ყველაზე მოწინავე ელექტრო მანქანები შევთავაზოთ, ჩვენ ვკონცენტრირდებით დიაპაზონის ეფექტურობაზე, ამ ყველაფერს კი ტექნიკური ინოვაციების დახმარებით უზრუნველვყოფთ. მოხარული ვარ რომ, ასეთი ძლიერი კონკურენციის ფარგლებში MotorTrend-ის პრესტიჟული ჯილდო სწორედ ჩვენ გვერგო“.

MotorTrend ჯგუფის სარედაქციო ხელმძღვანელი ედ ლოჰი:

“ბაზარზე ელექტრომობილების ყველაზე გრძელი დიაპაზონით, EPA-ს შეფასებით 836კმ მანძილის და 1100 ცხენის ძალის მქონე Lucid Air ტექნოლოგიური სასწაულია. გლუვი, ფუტურისტული ლუსიდის მსგავსს გზაზე ვერაფერს ნახავთ. მისი მშვენიერი, ჭკვიანურად შეფუთული ინტერიერი ძვირადღირებული მანქანების შემდეგი თაობისთვის საკმაოდ მაღალ სტანდარტებს აყალიბებს. ეჭვგარეშეა, რომ – Lucid Air 2022 წლის MotorTrend-ის წლის მანქანაა.“

Lucid-მა Air Dream Edition-ის მიწოდება  2021 წლის 30 ოქტომბერს დაიწყო.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
წინა სტატიაყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი
შემდეგი სტატია2022 წლის Porsche 718 Cayman GT4 RS- დებიუტი 493 ცხენის ძალით