ბრიტანული ბრენდის ახალი, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე პროდუქტი სრულიად ახალ EV პლატფორმას დაეყრდნობა

გასულ თვეს, ლოტუსმა თავისი ახალი სპორტული ავტომობილების პლატფორმის შესახებ პირველი დეტალები გამოაქვეყნა. სწორედ ამ პლატფორმაზე იმოძრავებენ ბრიტანული ბრენდის ახალი, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილები.

ამ ახალ არქიტექტურას პირველი Elise–ის იდეოლოგიური ელექტრული მემკვიდრე გამოცდის. მისი, როგორც ბრენდის საწყისი დონის სპორტული ელექტრომობილის დებიუტი 2026 წლისთვის იგეგმება.

autocar-ის რენდერი

Lotus Elise-ს ელექტრულ მემკვიდრეს 2026 წლისთვის ვიხილავთ

Autocar-ი, ახალ ანგარიშში, ავტომწარმოებლის ადრეული ინფორმაციის საფუძველზე, ამ ახალი სპორტული ავტომობილის საწყის მახასიათებლებს განიხილავს.

პროექტ Type 135-ს, რა თქმა უნდა, კომპანიის სავაჭრო ნიშნის დამუშავებითა და სისწრაფით წარადგენენ. თუმცა, ძრავი სრულად ელექტრო ექნება, რადგან, როგორც ცნობილია, ბრენდის ბოლო შიდა წვის ძრავიანი მანქანა ემირა იქნება.

”ეს არის ჩვენი დნმ: დინამიკა, აეროდინამიკა, მსუბუქი წონა – ეს არის ის, რასაც ჩვენს ყველა პროდუქტში ვდებთ.“ – მეტ ვინდლი, Lotus-ის დირექტორი.

Lotus-ის ელექტრო სპორტული ავტომობილის არქიტექტურა

ეგრეთ წოდებული E-Sports არქიტექტურა ხელმისაწვდომი იქნება ერთი და ორმაგი ძრავის კონფიგურაციით, შესაბამისად, მათი ცხენის ძალა იქნება 469 დან- 872-მდე.

ეს იმას ნიშნავს, რომ საწყისი დონის სპორტული ავტომობილი, თითქმის, ორჯერ აღემატება ელისეს ყველაზე მძლავრ Elise Sport 240 Final Edition-ს (ის 1.8-ლიტრიანი ძრავიდან  240 ცხენის ძალას იღებს)

ახალი პლატფორმა, ასევე, საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ ყველა წამყვანი სისტემა, თუმცა,  ნაკლებად სავარაუდოა, რომ ელისეს მემკვიდრე AWD კონფიგურაციას მიიღებს.

ელექტროძრავის კომპაქტური ზომების ხარჯზე, მაღალეფექტური აეროდინამიკის შემუშავებაც შეიძლება.

ამ პლატფორმაზე დამონტაჟებული ყველაზე პატარა ბატარეა 66,4 კვტ / სთ-იანი იქნება, რომელიც 482-კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს. უფრო დიდი, 99.6 კვტ / სთ-იანი ბატარეა, დაახლოებით 724კმ-იან დიაპაზონს მოგვცემს.

არქიტექტურა აღჭურვილი იქნება 800 ვტ დატენვის აპარატურით (ამით ის ბაზარზე არსებულ ყველაზე სწრაფ დამტენებსაც შეეთავსება)

პლატფორმის „უშრეტი“ შესაძლებლობები ევროსას ელექტრულ მემკვიდრესაც უხსნის გზას.

მეტ ვინდლის ჰკითხეს, აპირებდნენ თუ არა „პენსიაზე“ გასული სხვა მოდელების შეცვლასაც, მან უპასუხა, რომ ახალი პლატფორმა ამის საშუალებას იძლევა, თუმცა მათ კრეატიულ გუნდს არ სურს „კარგად დავიწყებული“ ძველის გახსენება, მათი მიზანი ძველი და გამოცდილი მეთოდების გათვალისწინებით რაღაც ახლის შექმნაა.

GALLERY: Lotus Elise Final Edition და Exige Final Edition

წინა სტატიამითი თუ რეალობა?- 2022 წელს ბუგატი ჯიპს გამოუშვებს
შემდეგი სტატიაეს იშვიათი, 1957 წლის Mercedes-Benz 300 SL Roadster-ი 1,1 მილიონ დოლარად იყიდება