2020 წლის ლე-მანის 24 საათიანი რბოლის წინ, ტოიოტამ თავისი ჰიპერქარის GR Super Sport – ის საჯარო დებიუტი გააკეთა

ჰიპერქარი, ერთდროულად სარბოლო და საგზაო ვერსიებით იქნება წარმოდგენილი. სპორტული კუპე ახალი კლასის FIA  – ს რბოლებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილებისთვის არის განკუთვნილი.

აქამდე ტოიოტამ პროტოტიპი მხოლოდ ერთხელ, ფუჯის ტრასაზე ბრენდის დახურულ ღონისძიებაზე გამოაჩინა. ლე-მანში ტოიოტას სუპერქარმა სადემონსტრაციო წრე დაარტყა და მონაწილეობა თასის გადაცემის ცერემონიალშიც მიიღო.

ახალი კლასის რბოლების წესების თანახმად, მონაწილე კომპანიებს პირველი შეჯიბრის მომენტიდან მინიმუმ 20 ცალი საგზაო ვერსიის გამოშვების ვალდებულება აქვთ. ამავე დროს სარბოლო მანქანების სიმძლავრე 680 ცხენის ძალას არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო მინიმალური წონა 1030 კილოგრამი უნდა იყოს.

Toyota
Toyota
Toyota
Toyota
Toyota
Toyota
Toyota
Toyota

GR Super Sport – ის კონცეპტუალური მოდელი Gazoo Racing – ის სპორტულ განყოფილებაში შეიმუშავეს, Gazoo Racing 2.4 ლიტრიანი V6 ბიტურიბო ჰიბრიდული ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 986 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ექნება თუ არა GR Super Sport – საც იგივე მახასიათებლები, ამ ეტაპზე ტოიოტას არ გაუჟღერებია.

წინა სტატიაკომპანია Mitsubishi თავის ყველაზე გავრცელებული ელექტრომობილის წარმოებას აჩერებს
შემდეგი სტატია3,9 წამი 100 კმ აჩქარებისთვის. BMW – მ ახალი M3 და M4 ოფიციალურად წარადგინა
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში