Lamborghini Countach მონტერეის მანქანების ყოველწლიური კვირეულის ფარგლებში წარადგინეს.

სრული სვლით წინ! Lamborghini Countach ხელახლა დაიბადა!

ეს ულტრა ექსკლუზიური ჰიბრიდული ჰიპერ მანქანა, რომლის სიმძლავრეც 800 ცხენის ძალაა, ლეგენდარული ბერტონეს მიერ შემუშავებული ორიგინალი ვერსიითაა შთაგონებული.

„ლამბორგინი“-მ ეს მართლა  გააკეთა! სუპერ ავტომობილების ისტორიაში პირველად, წმინდა აგატა ბოლონიეს ლეგენდარულმა კომპანიამ ავტომობილის სახელწოდება აღადგინა და 50 წლის შემდეგ, The Quail, A Motorsport Gathering–ში, მონტერეის მანქანების ყოველწლიური კვირეულის ფარგლებში, მოლეკულურ დონეზე აღმაფრთოვანებელი Lamborghini Countach LPI 800-4-ი წარადგინა.  

Lamborghini Countach-ის „მეორედ მოსვლა“ !დაბრუნება 800 ცხენის ძალით!

V12-ძრავიანი სუპერ მანქანა

ჰიბრიდული ძრავის საშუალებით, ის დამოუკიდებლად ავითარებს 769 ცხენის ძალას, მას ასევე ეხმარება 34 ცხენის ძალის სიმძლავრის ელექტროძრავი (ასევე 48 ვოლტიანი სუპერკონდენსატორი). 

ყველაფერი ერთად, Countach-ს აძლევს 803 ცხენის ძალას! მისი ოთხივე ბორბალი წამყვანია, ხოლო გადაცემათა კოლოფი 7-სიჩქარიანი.

Lamborghini აცხადებს, რომ ადგილიდან (0-60MPH) 100-მდე 2,8 წამში შეუძლია აჩქარება, ხოლო (124mph) 200-მდე 8,6 წამში. მისი მაქსიმალური სიჩქარე 355 კმ/სთ-ია (221mph).

ავტომობილის ელექტრო ძრავი იკვებება სუპერკონდენსატორის ხარჯზე, რაც თავისთავად აწარმოებს სამჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე ჩვეულებრივი წონის ლითიუმ-იონური ბატარეა.

აღსანიშნავია, რომ Countach იმეორებს Sián FKP 37-ის ჰიბრიდულ ძრავს (თუმცა, სიმძლავრე ოდნავ ნაკლები აქვს) Sián-ისთან მსგავსება მხოლოდ ამით არ მთავრდება- დაფარული სახურავის და რეტროსტატიკული ძრავის საფარის შერწყმა, ასევე უკანა ექვსკუთხა შუქები საშუალებას გვაძლევს თამამად ვთქვათ, რომ Sián-ის კონცეფციამ წარმატებული ასახვა ნახა ახალ Countach-ში.

რაც შეეხება გარე დიზაინს- ექსტერიერის საერთო მახასიათებლები იმეორებს ორიგინალი Countach-ის უნიკალურ დეტალებს.

ადრეული Countach LP400-ის სუფთა და დახვეწილი ხაზები ახალი ვერსიის ინსპირაციაა.

Lamborghini Countach-ის „მეორედ მოსვლა“ !დაბრუნება 800 ცხენის ძალით!

უჩვეულოდ მინიმალისტური დიზაინი

ცვლილება, ყველაზე მეტად, წინა მხარეს ეტყობა- მკაფიოდ გამოხატული ძრავის განყოფილების ხუფი ე.წ  „კაპოტი“, მართკუთხა ფარები, მინიმალისტური თემა გადადის სახურავის უწყვეტ ხაზზე, ძრავის ჰაერის შესასვლელი ერწყმის მანქანის უკანა ნაწილს, რომელიც ბევრად უფრო მარტივი და მოკრძალებულია.

უკანა და გვერდითა მაშუქების ფორმები ერთმანეთს ემთხვევა. გვერდებზე ისრის ფორმის დეტალები კი კარების გამოსაღებს უერთდება.

უნდა აღინიშნოს, რომ Lamborghini Countach-ი მოკლებულია- სხვადასხვა ტიპის მრუდებს, კონტრასტულ კუთხეებს, „ფრთებს“, „ხვრელებს“, სწორედ იმ დეტალებს, რომლებსაც ჩვენ შევეჩვიეთ თანამედროვე ჰიპერ მანქანების რეალობაში.

მიტჯა ბორკერტმა, Lamborghini’s Centro Stile- ის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ახალი Countach-ი დაასახელა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი  მანქანა საავტომობილო ისტორიაში და თქვა, რომ Countach LPI 800-4 -ი ამ საოცარი ევოლუციის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა ახალ ეპოქაში.

Lamborghini Countach-ის „მეორედ მოსვლა“ !დაბრუნება 800 ცხენის ძალით!

მთავარი კითხვა: რა ეღირება ახალი „ლამბორგინი“?

ახლა რაც შეეხება მილიონ დოლარიან კითხვას-  „ლამბორგინი“–ს არ უთქვამს რა ეღირება ახალი Countach, მაგრამ, როგორც კულუარებში ამბობენ, (შეკითხვის მსგავსად), მანქანაც 1 მილიონ დოლარზე მეტი ეღირება.

ავტომობილი 112 ეგზემპლარად გამოვა. რაც შეეხება ფერებს, ის წარმოდგენილია 30-ზე მეტი ფერის ვარიაციით.

სადებიუტო მანქანა თეთრი ფერისაა, სალონი კი ე.წ „სტენდალის“ ფერებს იმეორებს, შავი და წითელი ფერის კომპოზიციური შერწყმა, კლასიკური და თანამედროვე შტრიხები, 8.4-ინჩიანი ეკრანი საკულტო მანქანის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
წინა სტატიატოპ 5 საუკეთესო 4X4-ზე და “Off-road” ავტომობილი
შემდეგი სტატიაTesla ახალ ჰუმანოიდ რობოტს შექმნის