ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე Kia EV9-ს კონცეფციის დებიუტი შედგა

Kia-მ ლოს-ანჯელესის 2021 წლის ავტოშოუზე ბრენდის ელექტრული ხაზის ახალი კონცეფცია Kia EV9 წარადგინა. კუთხოვანი, მკვეთრკონტურებიანი კორპუსის მქონე ავტომობილს მინიმალისტური, გლუვი ფორმების სალონი აქვს.

მკვეთრკონტურებანი ექსტერიერი

ინტერიერი კრისტალების და კლდეების ინსპირაციით შეიქმნა

ავტომწარმოებლის თქმით მკვეთრი კიდეების მქონე ინტერიერი კრისტალების და კლდეების ინსპირაციით შეიქმნა.

მისი ელექტრული „ბუნებიდან“ გამომდინარე, მანქანას არ აქვს ცხაური, მის ნაცვლად კი ავტომობილის ფერი პანელური ზოლი აქვს.

“ჭკვიანი განათება”

საინტერესო დეტალია ავტომატური განათება, რომელიც ამ ზოლზეა დამონტაჟებული, ის არ ჩანს მანამ, სანამ მანქანა არ ამუშავდება.

ყოველი მომდევნო მაშუქის სვეტი რაიმე საგნის ან ადამიანის მიახლოებისას ემატება, მას ერთგვარი გამაფრთხილებლის ფუნქცია აქვს. რაც შეეხება გარე კიდეებს, იქ ვერტიკალური, დღის განათებაა.

მზის პანელები

კაპოტზე, საქარე მინის ძირში სავენტილაციო სადინარი აქვს მოთავსებული. იმის გათვალისწინებით, რომ EV9 კონცეფცია ელექტრო მანქანაა კიამ იქ ბატარეის დატენვის მიზნით მზის პანელები დაამონტაჟა.

ე.წ „suicide doors“

კონცეფციას ე.წ „suicide doors“, საპირისპირო მიმართულების კარები აქვს

როგორც კონცეფციების უმეტესობას ამ მოდელსაც ე.წ „suicide doors“, საპირისპირო მიმართულების კარები აქვს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ ელემენტს წარმოების ვერსიაზეც გამოიყენონ.

ექსტერიერის საინტერესო დეტალები

პანორამული სახურავი ისედაც მოცულობით ავტომობილში მეტი სივრცის ილუზიას ქმნის. გვერდითი სარკეების მაგივრად მანქანას კამერები აქვს დამონტაჟებული. უკანა მხარეს მანქანას Y-ის ფორმის სამუხრუჭეები აქვს.

გლუვი და მინიმალისტური ინტერიერი

როგორ უკვე აღვნიშნე ინტერიერი ექსტერიერისგან განსხვავებით გლუვი ფორმებით და მინიმალიზმით ხასიათდება. მძღოლის პირდაპირ 27-ინჩიანი დისპლეია განთავსებული, ის წინა დაფის, თითქმის ნახევარს ფარავს.

პანორამული სახურავი ბუნებრივი განათების ეფექტს იძლევა.

ტრანსფორმერი სალონი შემდეგი პრინციპით მუშაობს- წინა სავარძლები ტრიალდება საპირისპირო მიმართულებით, მეორე რიგის სავარძლები იკეცება და მაგიდად ტრანსფორმირდება, ამით წინა და მესამე რიგის სავარძლის მგზავრებს ერთმანეთის პირისპირ ყოფნა შეუძლიათ. (შესაბამისად მესამე რიგის სავარძლებსაც აქვს საპირისპირო მიმართულებით ბრუნვის მექანიზმი).

ეკომეგობრული მიდგომა

ავარძლები გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან და მატყლის ბჭკოებისგანაა დამზადებული

ეკომეგობრულობის მიზნით, სალონის იატაკი მეორეული, გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული, ასევე სავარძლები გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან და მატყლის ბჭკოებისგანაა დამზადებული. სალონში ვეგანური ტყავია გამოყენებული.

Kia ამბობს, რომ EV9-ს 483 კმ-იანი დიაპაზონი ექნება. 350 კილოვატიან დამტენზე მიმაგრების შემთხვევაში, 10%-დან 80%-მდე  დატენვას 20-დან 30 წუთამდე დასჭირდება. ქროსოვერი Electric Global Modular Platform-აზეა დაფუძნებული.

gallery:Kia EV9 Concept

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
  • თეგები
  • #kia
წინა სტატია2022 წლის Porsche 718 Cayman GT4 RS- დებიუტი 493 ცხენის ძალით
შემდეგი სტატია2022 წლის Mitsubishi Airtrek- თამამი სტილის ელექტრო ქროსოვერი