Kia Concept EV9-ს დებიუტი 17 ნოემბერს, ლოს-ანჯელესის ავტო შოუზე გაიმართება

„თიზერი თიზერისთვის“! ეს შეფასება რამდენიმე დღის წინ Kia-ს მიერ გამოქვეყნებულ, ახალი ელექტრული ჯიპის სურათებს ზუსტად ესადაგება.

სრულად ელექტრული ჯიპის დებიუტამდე სულ ცოტა დრო რჩება და ავტომწარმოებელი, ინტერესის დასაკმაყოფილებლად, რამდენიმე სურათის ნახვის შესაძლებლობას გვაძლევს.

ლოდინი 17 ნოემბრამდე მოგვიწევს, ავტომობილს ლოს-ანჯელესის 2021 წლის ავტო შოუზე წარადგენენ.

ბუნებრივია, Kia ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით ამ მომენტისთვის არ საუბრობს. ის ავტომობილის ულტრათანამედროვე ექსტერიერის დიზაინს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ EV9 გამორჩეულად დახვეწილი მოდელი იქნება.

ულტრათანამედროვე ექსტერიერი

ერთი შეხედვითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი მანქანა, სხვა მოდელებთან შედარებით, მართლაც გამორჩეულია, ის მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუნდაც, EV6-სგან.

EV9 ე.წ „boxy“ გარეგნობისაა, მას, ფაქტობრივად ბრტყელი სახურავის ხაზი აქვს. როგორც ჩანს, ის ვიზუალურად საკმაოდ დიდი ზომისაა, შეიძლება 6-დან 9-მდე ნახტომი, სწორედ ამით აიხსნას.

კონცეფციას დიდი ზომის ბორბლები, გვერდითი კამერები და მაღალტექნოლოგიური LED განათება აქვს. Kia EV9-ს, უფრო გლუვი გვერდითი პროფილის მისაღებად კარების სახელურები არ აქვს.

ექვსკუთხა დიდი ზომის ლუქი, ავტომობილში მეტი სივრცის აღქმას უზრუნველყოფს. კუთხოვანი ფერდები A და B სვეტებამდე გრძელდება და ავტომობილს საკმაოდ სახასიათო ვიზუალს აძლევს.

მინიმალისტური ინტერიერი

ავტომობილის ინტერიერი საკმაოდ მინიმალისტურია. ფუნქციების უმეტესობა წინა დაფაზე განთავსებული ფართო ეკრანიდან იმართება.

თეთრი ნათების სენსორული ღილაკები ეკრანის ქვემოთაა განლაგებული, მათ მარცხნივ კი რეტრო-ფუტურისტული საჭეა განთავსებული(აღსანიშნავია, რომ მისი ვიზუალი და ფორმა რეალური საჭისგან საკმაოდ შორსაა).

მძღოლს და მგზავრს ერთმანეთისგან გრძელი ცენტრალური კონსოლი მიჯნავს.

რაც შეეხება პლატფორმას- EV9, სავარაუდოდ, EV6-სა და Genesis GV60-ს მსგავსად, E-GMP პლატფორმაზე იმოძრავებს.

შეგახსენებთ, რომ Kia Concept EV9 -ს დებიუტი 17 ნოემბერს, ლოს-ანჯელესის ავტო შოუზე შედგება.

  • თეგები
  • #kia
წინა სტატია2022 წლის Porsche Panamera Platinum Edition- ახალი ტალღა, ახალი გამოწვევა
შემდეგი სტატიაელექტრიფიცირებული Porsche 356 მექანიკური გადაცემათა კოლოფით