სამოცდაათი წელი –  ზუსტად ეს დროა გასული მას შემდეგ რაც Delage – მ თავისი ბოლო ავტომობბილი გამოუშვა. 

უფრო ზუსტად თითქმის 70, რადგან ფრანგულმა კომპანიამ საქმიანობა 1953 წელს შეწყვიტა. გასული საუკუნის 30-იან წლებში ბრენდი “დულაჟი” ცნობილი იყო როგორც დახვეწილი, სპორტული ავტომობილების მწარმოებელი.

70 წლიანი პაუზის შემდეგ Delage ჰიბრიდული „ჰიპერქარი“ D12-ით მოგვევლინა.

Delage D12 – ნამდვილად არის „ჰიპერქარი“  7,6 მოცულობის V12 ძრავით. შიდა წვის ძრავა, ელექტროძრავის საშუალებით იღებს. ჯამში სტანდარტული D12 GT – ის სიმძლავრე 1115 ცხენის ძალას (831 კილოვატი) შეადგენს. მოდელი 3086 ფუნტს (1400 კგ) იწონის. ასევე არის შედარებით მსუბუქი ვერსია ელექტრონული ძრავით, ის 2888 ფუნტს (1310 კგ) იწონის და  1024 „ცხენს“ (831 კილოვატი) ანვითარებს.

აღსანიშნავია, რომ “დულაჟს” მოდელის ძარის შემუშავებაში ავტოსპორტის ინჟინერებთან ერთად 1997 წლის F1 – ის ჩემპიონი ჟაკ ვილნევი ეხმარებოდა, ამიტომაცაა რომ D12 – ის დიზაინში „ფორმულა 1“-ის გავლენა იგრძნობა.

Delage D12
Delage D12, 1115 HP

D12 – ის კიდევ ერთი უნიკალურობა მის სავარძლებს უკავშირდება. საქმე იმასია რომ მძღოლი განთავსებულია მანქანის ცენტრში, ხოლო მგზავრი მის უკან როგორც საბრძოლო „გამანადგურებელში“.  ამ უცნაურობასთან ერთად როგორც კომპანიაში ამბობენ D12 – ს 100კმ/სთ აჩქარებისთვის სულ რაღაც 2,5 წამი ეყოფა. ასეთი მონაცემებით დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ D12 – ი თავისუფლად შეძლებს მოხსნას ნიურნბერგის რბოლის რეკორდი.

თუ ამ ავტომობილის შეძენას გადაწყვეტთ მხედველობაში იქონიეთ რომ Delage D12 მხოლოდ 30 ცალი იქნება გამოშვებული და თითო 2 მილიონი ევროს ფარგლებში ეღირება.