საშუალო ზომის ფურგონს, 2022 წლის Ford Ranger-ს ბორბლების გრძელი ბაზა და SYNC4 სისტემა აქვს

და აი დადგა ის ნანატრი მომენტი, როდესაც „ქალაქში“ ახალი რეინჯერი გამოჩნდა. T6 თაობის საშუალო ზომის პიკაპის გამოსვლიდან 11 წლის შემდეგ ფორდი მიმდინარე მოდელს ახალი, 2022 წლის Ford Ranger-ით ცვლის.

2022 Ford Ranger-ევოლუციური დიზაინი

3.0-ლიტრიანი V6 ტურბო დიზელი

ევოლუციური დიზაინით, Maverick-ის მსგავსი წინა ფასციით და C-ფორმის LED ფარებით ახალი სატვირთო მანქანა მისი ნაცნობი კორპუსის ქვეშ საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს მალავს.

დავიწყოთ იმით, რომ ბორბლების ბაზა წინა ბორბლების წინ წაწევის ხარჯზე 50 მილიმეტრით გაიზარდა, ამ დეტალით უკანა მგზავრებს მეტი სივრცე მიეცათ.

ახალმა ჰიდრო-ფორმირებულმა სტრუქტურამ ინჟინრებს ძრავის განყოფილებაში მეტი სივრცე მისცა ამიტომ, რეინჯერმა უფრო დიდი V6 ტურბო დიზელის ძრავი მიიღო.

რეინჯერის სატრანსპორტო საშუალების ინჟინერიის მენეჯერის, ენტონი ჰოლის თქმით ბაზის 50მმ-ით გაფართოებამ  სატვირთო არეალიც გაზარდა, ეს სივრცე სამშენებლო მასალის/ფიცრების და დიდი ზომის პალეტისთვის სრულიად საკმარისია.

მეტად ფუნქციონალური

უკანა ბორბლების მიღმა დაემატა გვერდითი საფეხურები, რომლებიც ფურგონთან წვდომას გაცილებით ამარტივებენ.

აქვე აღვნიშნავ, რომ სატვირთო ზონას ახალი, მყარი პლასტმასისგან ჩამოსხმული ხუფი აქვს, რომელიც, როგორც ავტომწარმოებელი იუწყება, მისი უხეში და გამძლე კონსტრუქციის წყალობით ნებისმიერს დატვირთვას, გარემო-პირობას და რაც მთავარია დროს გაუძლებს.

მეტი სივრცე=მეტ შესაძლებლობას

პრაქტიკულობის გასაზრდელად, 2022 Ranger-ი დამატებითი ტვირთის განსათავსებელ, გამიჯნულ სივრცესაც უზრუნველყოფს (ის ფურგონის ფოლადის რელსებზეა დამონტაჟებული).

ისევე, როგორც პატარა Maverick-ი და უფრო დიდი F-150-ი, ოჯახის „შუათანაც“ შესანიშნავი მახასიათებლებითაა აღჭურვილი.

360-გრადუსიანი განათება და ჭკვიანი უკანა კარი, რომელიც დამატებით მობილურ სამუშაო მაგიდად ტრანსფორმირდება, მომხმარებლებს დამატებით სივრცეს და ფუნქციებს სთავაზობს .

ტექნოლოგიურად მრავალფეროვანი და კომფორტული

დაივიწყეთ რეინჯერის ძველი ინტერიერი! სალონი სრულიად განახლდა და შეიცვალა! წინ, ცენტრში SYNC4 საინფორმაციო-გასართობი სისტემა და 11-12-ინჩიანი სენსორული ეკრანია მოთავსებული.

(ასეთივე ეკრანი აქვს უახლეს Edge-ს. Expedition-სა და Mach-E-ს კიდევ უფრო დიდი 15,5-ინჩიანი ეკრანი აქვთ). ახალ პიკაპს, თანამედროვეობასთან შესაბამისი სრულიად ციფრული ინსტრუმენტების კლასტერი აქვს.

ავტომწარმოებლის თქმით მძღოლი და მგზავრები ახალი რეინჯერის კომფორტულობიდან და მართვის „რბილი“ რეჟიმიდან გამომდინარე თავს არა უტილიტარულ, არამედ ჩვეულებრივ, სტანდარტულ ავტომობილში იგრძნობენ.

განახლებული სატვირთო ფურგონი ტექნიკურად მრავალფეროვანია, ის აღჭურვილია მატრიქსის LED ფარებით და 360 გრადუსიანი კამერით. ახალი რეინჯერის საჰაერო განახლებები მფლობელებს საშუალებას აძლევს სმარტფონის აპლიკაციის გამოყენებით ზემოაღნიშნული განათებები მართონ.

მომხმარებლებს საშუალება აქვთ აირჩიონ- four-wheel-drive სისტემა, ელექტრონული shift-on-the-fly ან უფრო ეფექტური და დახვეწილი full-time 4×4-ზე სისტემა.

რაც შეეხება ძრავებს- ძველი 2.5-ლიტრიანი დიზელი ახალი, 3.0-ლიტრიანი V6 ტურბო დიზელით ჩანაცვლდა.

(მონაცემები სიმძლავრეზე, ჯერ-ჯერობით უცნობია. Ford ამბობს,  ზეთის საწვავის გამოყენებამ შესაძლოა ამ მომენტისთვის არსებული რიცხვები შეცვალოს, ამიტომ დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ.)

ასევე იქნება წყვილი, პატარა ოთხ-ცილინდრიანი, 2.0-ლიტრიანი დიზელი ერთი და ორმაგი ტურბო-წყობით.

კაპოტის ქვეშ დაყენებული ძრავის ტიპზე დაყრდნობით, იქნება ექვს სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია ან ამავე რაოდენობის სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, პლუს უახლესი 10 სიჩქარიანი ავტომატი.

რეინჯერის “ოჯახი”

ოფიციალური სურათები ასახავს XLT-ს Sport-თან და უგზოობაზე ორიენტირებულ Wildtrak-თან ერთად

რაც შეეხება მორთულობის დონეებს, ოფიციალური სურათები ასახავს XLT-ს Sport-თან და უგზოობაზე ორიენტირებულ Wildtrak-თან ერთად.

ფორდი 2022 Ranger-ს მომავალი წლის დასაწყისიდან თავის ქარხნებში, ტაილანდსა და სამხრეთ აფრიკაში ააწყობს. მომხმარებლებისთვის მიწოდება, სავარაუდოდ 2023 წლიდან დაიწყება.

წინა სტატია2022 Kia Niro-ს დებიუტი 25 ნოემბერს შედგება
შემდეგი სტატიამოამზადე მანქანა ზამთრისთვის