Ford Mustang Mach-E GT 2021- ვიზუალი, ტექნიკური მახასიათებლები, ღირებულება-ყველაფერი ახალი ელექტრული ფლაგმანის შესახებ

კიდევ ერთი, ჩვეულებრივი ელექტრო ქროსოვერის გამოსვლა სტანდარტულად საინტერესო ამბავი იქნებოდა, არც დიდ მღელვარებას გამოიწვევდა, ხომ მეთანხმებით?

მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ავტომობილთან, რომელსაც Mercedes-AMG GT-ის შავ სერიაზე მეტი ბრუნვის მომენტი აქვს, რომელიც Porsche 911 GT2-ის ფენომენალურ 997 თაობას აჭარბებს და ამავდროულად, იმაზე მეტ ადამიანს იტევს, ვიდრე ორივე ერთად აღებული, ასეთ ავტომობილს სტანდარტულ ელექტრულ ქროსოვერად ნამდვილად ვერ „მოვნათლავთ“.

ელექტრული ხაზის ახალი ფლაგმანი

ავტომობილი 480 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

Mustang Mach-E GT ფორდის ელექტრული ხაზის ახალი ფლაგმანია. მშვენიერი ელექტრო მანქანა გვთავაზობს კომფორტულ მგზავრობას, სწრაფ აჩქარებას, ადგილს 5 მგზავრისთვის და რეტრო დიზაინს.

Mach-E-ს სხვა ვერსიებისგან განსხვავებით ახალ მოდელს მხოლოდ ოთხივე წამყვანი თვალი ამუშავებს (მოგეხსენებათ მის სხვა ვერსიებს მხოლოდ ორი მოძრავი ღერძიც გააჩნიათ, ისინი წინა მხარეს, შედარებით უფრო მცირე ზომის ძრავას იყენებენ)

GT-ის ორივე ძრავა მძლავრი აქვს, შედეგად კი 480 ცხენის ძალას იღებს, ბრუნვის მომენტი კი 813 ნიუტონ/მეტრია.(სტანდარტულ ვერსიაზე) ხოლო Performance Edition-ის შემთხვევაში ბრუნვა 859 ნიუტონ/მეტრამდე იზრდება.

ტექნიკური მახასიათებლები, Mach-E-ს ახლანდელი მფლობელებისთვის ნაცნობი იქნება. Ford-ის გაფართოებული დიაპაზონის 98.8 კილოვატსაათიანი ბატარეა სტანდარტულია GT-ზე. რაც შეეხება დიაპაზონს(მანძილს დატენვებს შორის), ის 434 კილომეტრი იქნება.

0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.8 წამში ახერხებს (Performance Edition-ის შემთხვევაში დრო 3.5 წამამდე მცირდება).

სწრაფი და ეფექტური

ის უფრო სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივი Mustang EVდა გაზზე მომუშავე Mach 1 fastback-ი და თითქმის ისეთივე სწრაფია, როგორც Shelby GT500.

ბორბლებისა და საბურავების პაკეტი EV- სპეციფიკური Pirelli P Zeros და რთული 20-ინჩიანი შენადნობისგან შედგება. ის ასევე Brembo-ს განახლებულ სამუხრუჭე კომპლექტს იყენებს.

ასე რომ, ის ნამდვილად უფრო სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივი Mustang EV და გაზზე მომუშავე Mach 1 fastback-ი და თითქმის ისეთივე სწრაფია, როგორც Shelby GT500.

მახასიათებლების შემდეგ, მისი კიდევ ერთი პლუსი წმინდა კოსმეტიკურია. ფორდის დიზაინერებმა, ახალ სპორტულ მოდელს მუქი ფერის ცხაური დაუყენეს, ის გამოირჩევა პრიალა ზედაპირით და სუფთა ტექსტურით, რაც სტანდარტული ჯიპის „ულვაშიან“ სახეს გამორიცხავს.

გამორჩეული დეტალები

დიდებული “პონის” ემბლემა, GT-ზე განათებულია, ღამით ის, რა თქმა უნდა, უფრო ეფექტურია. გარე განათება, სტანდარტულად მრავალფეროვანია. მას აქვს უნიკალური კარის რკინის ზღურბლი ემბლემით და GT ასოებით.

საბაზისო მოდელს სპორტული წინა სავარძლები აქვს, მათი ცენტრი გამაგრებულია ზამშეთი, ხოლო გარსზე შავი ხელოვნური ტყავი აქვს გადაკრული, აქცენტი კეთდება სპილენძისფერ ნაკერებზე.

Performance Edition-ის სალონი

მეტალის გარეგნობის ზამშის ჩანართებით აღჭურვილი სავარძლები

Performance Edition-ს მბრწყინავი ნაცრისფერი სპორტული სავარძლები აქვს, ისინი მეტალის გარეგნობის ზამშის ჩანართებითაა აღჭურვილი.

სალონში უამრავი ადგილია ოთხი მგზავრისთვის, ხოლო საკმარისი-მხოლოდ ხუთი ადამიანისთვის. სავარძლების უკან, ავტომობილის ტვირტამწეობა 841-ლიტრია. სავარძლების აკეცვის შემთხვევაში კი 1 690-მდე იზრდება.

კომფორტული და უსაფრთხო

Mach-E GT მკვეთრ მოსახვევებს ბრწყინვალედ ართმევს თავს

Mach-E GT მკვეთრ მოსახვევებს ბრწყინვალედ ართმევს თავს. საკმაოდ კარგი მეგზურია მთებში მოგზაურობის დროს.

ასეთ სიტუაციებში გონივრულია ისეთი რეჟმების გამოყენება, როგორებიცაა-Performance Edition in Whisper ან Engage drive. ავტომობილი შესანიშნავად უმკლავდება სხვადასხვა საფარის ზედაპირებს.

2022 Ford Mustang Mach-E GT შთამბეჭდავი ავტომობილია- კარგი შესრულების, ელექტრო დიაპაზონის თუ კეთილმოწყობილი ინტერიერის გათვალისწინებით.

ფორდმა მანქანა ბაზარზე 59,995 დოლარად გაიტანა. GT Performance Edition-ის ფასი კი 66,095 აშშ დოლარიდან იწყება.

რა ღირს ახალი “პონი”?…

საბაზისო მოდელი 63,285 აშშ დოლარი ღირს

BlueCruise ტექნოლოგიით და შავად შეღებილი სახურავით, საბაზისო მოდელი 63,285 დოლარი ღირს, ხოლო Cyber ​​Orange Performance-ის ფასი 69,800 აშშ დოლარია.

შედარებისთვის- Tesla Model Y Performance-ის ფასი 61,990 აშშ დოლარიდან იწყება ( ის 0-დან 100კმ-მდე აჩქარებას 3.5 წამში ახერხებს, EPA- ს მანძილი 482კმ-ია.

წინა სტატიაყველაზე გიჟური სპორტული მანქანების კონცეფციები ათწლეულების განმავლობაში
შემდეგი სტატიაTesla Cybertruck-ის ტესტირება