ვინ თქვა, რომ ელექტრო ძრავის და სამი პედლის კომპოზიციური შერწყმა არ გაამართლებდა? Porsche 356- ელექტრომობილი მექანიკური გადაცემათა კოლოფით

კიდევ და კიდევ, ელექტრული ტალღები საავტომობილო ინდუსტრიას სინათლის სისწრაფით იპყრობენ.

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შთამბეჭდავი რბოლა ჩატარდა, სადაც ბატარეით მომუშავე ავტომობილებმა თავიანთი უნიკალური შესაძლებლობები დაამტკიცეს.

დაიწია აჩქარების ზღვარმაც, საშუალოდ, კარგი ელმობილები,  0-დან 100 კმ/სთმდე აჩქარებას, 5 წამზე ნაკლებ დროს ანდომებენ.

თუმცა, ჯერ კიდევ არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არის 1 რაღაც, რაც ამ განსაცვიფრებელ ელექტრომობილებს არ შეუძლიათ, ეს რაღაც კი ადამიანური ჩართულობაა, ესე იგი მძღოლის და ავტომობილის უშუალო კონტაქტი.

სავარაუდოდ, ამ არგუმენტის ერთ-ერთი გამამყარებელი მაგალითი ელექტრომობილებზე მექანიკური ტრანსმისიის ნაკლებობაა. თუმცა, არსებობენ კომპანიები, რომლებსაც ამ „დაბრკოლების/ხარვეზის“ აღმოფხვრა სურთ.

Electrogenic- კლასიკის ელექტრული სიცოცხლე

ერთ-ერთი მათგანი ოქსფორდში დაფუძნებული ფირმა Electrogenic-ია.

Electrogenic ძველ ავტომობილებს ახალ, ელექტრულ სიცოცხლეს სძენს. მათ რამდენიმე დიდებული კლასიკა „გადმოაელექტროეს“, მათ შორისაა- Volkswagen Samba Bus, Beetle, Rolls-Royce Silver Shadow და თუნდაც Hudson Commodore.

კომპანიის უახლესი კონსტრუქცია ელექტრიფიცირებული Porsche 356-ია. მისი უნიკალურობა მექანიკურ გადაცემათა კოლოფში იმალება. ბატარეით მომუშავე 356-ი ოთხ სიჩქარიან გადაცემას იყენებს.

ავტომობილს ძრავა ისევ უკანა მხარეს აქვს განთავსებული, ის კვლავ ე.წ „wind-down“ ფანჯრებს იყენებს (ხელით სამართავ, მექანიკურ ამწევ-ჩამწევს). საინტერესოა თუ როგორ მოახერხეს ძველის და ახლის ასეთი შთამბეჭდავი ტანდემი.

ელექტრო ძრავი ბორბლების ბაზის ზედა ნაწილზეა დამონტაჟებული, მისი მეშვეობით კი ენერგია ბორბლებზე ნაწილდება. საბოლოოდ კი სპეციალური ადაპტერი მთელი მექანიზმის მუშაობას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება მაჩვენებლებს- ძრავი 120 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 235 ნიუტონ მეტრია.

იმის გათვალისწინებით რომ ავტომობილი ეყრდნობა ე.წ „flywheel“ სისტემას (ის გამოიყენება მექანიზმის იმპულსის გასაზრდელად და ამით უზრუნველყოფს უფრო მეტ სტაბილურობას ან ხელმისაწვდომი სიმძლავრის რეზერვს მანქანაში ენერგიის მიწოდების შეფერხების დროს) მიუხედავად მისი ელექტრული ძრავისა, ის მექანიკურად მუშაობს.

Electrogenic-ის მსგავსად სხვა კომპანიებიც ემსახურებიან მსგავს საქმეს, ეს კი ნამდვილად საინტერესო და დასაფასებელია.

ახლა რაც შეეხება ფასებს, სიმძლავრის და დიაპაზონის გათვალისწინებით, მისი ფასი 30 000 გირვანქა სტერლინგიდან 50 000 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
წინა სტატიაKia Concept EV9- დიდი ზომის ელექტრო ჯიპი ოფიციალურად წარადგინეს
შემდეგი სტატია10 ცნობილი ადამიანი, რომელიც საუკეთესო კლასიკურ ავტომობილს ფლობს