კომპანია Volkswagen – მა თავისი ტვიტერის ექაუნთზე ახალი ვიდეო-რგოლი გამოაქვეყნა, სადაც ელექტროქროსოვერი ID.4 შეფუთვის გარეშე პირველად გამოჩნდა.

ვიდეოში კომპანიამ თავისი ახალი სლოგანიც გააჟღერა: „ელექტროენერგია მილიონისთვის (იგულისხმება ადამიანები), და არა მილიონერებისთვის“.

ქროსოვერი მინიმალისტური დიზაინით და ელექტრო ფოლკსვაგენების ფამილიარული ხასიათის LED ზოლებით გამოირჩევა, რომელიც ლოგოს გავლით წინა ფარებს აკავშირებს ერთმანეთთან. პოსტში ასევე დაანონსებულია ავტომობილის პრემიერა – 23 სექტემბერი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ID.4 ზოგიერთი მოდიფიკაციის გარბენი ერთი დატენვით WLTP ციკლში 500 კილომეტრს გადააჭარბებს. ქროსოვერი წარსდგება როგორც ერთი, ასევე ორი ძრავით, ეს უკანასკნელი 4×4 გაწევას უზრუნველყოფს. გამოცემა Car and Driver –აზრით ID.4-ის საბაზო ვერსიის ფასი დაახლოებით 35 ათასი დოლარი იქნება. მოდელის წარმოება დაიწყო აგვისტოში ცვიკაუს ქარხანაში.