კომპაქტური ჰეჩბექის და ბრენდის პირველი ელექტროქარის Mitsubishi i-MiEV – ის წარმოება 2021 წლიდან შეწყდება.  როგორც პორტალი Nikkei Asian Review გვამცნობს იაპონური კონცერნის ასეთი გადაწყვეტილება კრიზისულ პერიოდში მოდელის დაბალი გაყიდვებიდან გამომდინარეობს.

ელექტრომობილი შექმნილია ქეი-ქარის Mitsubishi i – ს ბაზაზე, მისი დებიუტი პირველად 2009 წელს შედგა, ხოლო 2010 წლიდან დაიწყო მასიური გაყიდვები.

მთავარი კონკურენტის Nissan Leaf – ის გაყიდვები, Mitsubishi i-MiEV – ის გაყიდვებს 3-ჯერ აღემატება.

2015 წლისთვის კომპაქტური ელექტრომობილის ჯამური გაყიდვები 50 ათასი ეგზემპლარი იყო. მომდევნო წლებში, მაგალითად ევროპის ბაზარზე სადაც i-MiEV – ის ფასი 35 ათას ევრომდე აღწევს მხოლოდ რამდენიმე ასეული ეგზემპლიარით შემოიფარგლებოდა. შედარებისთვის Nissan Leaf – ის მსოფლიოში ჯამური გაყიდვები 2010-2015 წლებში 160 ათასამდე იყო.

Mitsubishi i-MiEV – ში ერთი ელექტროძრავა მუშაობს, რომელიც 64 ცხენის ძალას და 180 ნიუტონ მეტრ ბრუნს ანვითარებს. 100 კმ/წმ აჩქარებისთვის მოდელს 15,2 წამი სჭირდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 130 კილომეტრს შეადგენს. რაც შეეხება ელემენტს მას ერთი დატენვით 150 კმ გავლა შეუძლია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ 2021 წლიდან მიტსუბიში, პაჯეროს წარმოებასაც აჩერებს.