Bugatti-ს ახალი კონცეპტის შესახებ მათე რიმაკმა, მონტერეის ავტომობილის კვირეულზე ისაუბრა.

სუპერ ავტომობილების „სამოთხის სვეტები“ უზარმაზარი ძალით, ივლისის დასაწყისში შეირყა! ისტორიული „რყევის“ მიზეზი Rimac-ის და Bugatti-ს გაერთიანებაა.

ბევრი ითქვა Bugatti-Rimac-ის „ტანდემზე“, ორივე ბრენდის სამომავლო გეგმებზე, მაგრამ პირველწყაროდან მიღებული ინფორმაცია ბევრად ღირებულია.

საერთაშორისო ავტოსპორტ-გამოცემა Motor1.com-ი მათე რიმაკის ინტერვიუს ნაწყვეტს აქვეყნებს:

მონტერეის ავტომობილის კვირეულზე, ბოლო მოვლენების დროს, მათე რიმაკმა კამერებთან ახალი Bugatti-ს შესახებ ისაუბრა – მან თქვა, რომ ახალი კონცეპტი, ბოლო 1 წელია, რეალურად მუშავდება.

შეგახსენებთ, რომ მათე რიმაკი ხორვატიული ავტომწარმოებელი კომპანია Rimac-ის დამფუძნებელია (კომპანია 2009-წელს შეიქმა და ის დღეს აწარმოებს ელექტრო სპორტულ ავტომობილებს, ტრანსმისიებს და ბატარეის სისტემებს).

ცხადია, რიმაკი დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ აანონსებს, რომ სუპერ მანქანას, ბუგატის მოხმარებლები მომავალი წლისთვის იხილავენ. (ავტომობილის „გამოცხადებას“, სავარაუდოდ, მხოლოდ ე.წ VIP-მომხმარებლები დაესწრებიან)

რიმაკი ამბობს, რომ საზოგადოებრივი დებიუტი, სავარაუდოდ, სამ წელიწადში შედგება.

რაც არ უნდა იყოს, ახალი მოდელის წარმოებაში ჩაშვება, მაინც დიდი სიურპრიზია.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც, რიმაკმა ბუგატის ახალი ვერსიის მომზადებაზე ღიად ისაუბრა, მაგრამ მინიშნება, Bugatti-Rimac-ის „შერწყმისშემდგომი“ გეგმების შესახებ, რიმაკმა ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთ ინტერვიუში გააკეთა:

„ეს იქნება აბსოლუტური სიგიჟე! სიგიჟე, რომელზეც არავინ ფიქრობს“. – მათე რიმაკი

არის ეს რაიმე ულტრა ძლიერი ჰიბრიდი? თუ ბუგატის ჯიპი? ჩვენ, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ მსჯელობა შეგვიძლია, მაგრამ ფაქტი ერთია- „მომავლის“ ბორბლები უკვე ტრიალებენ!

Gallery: Rimac Nevera

წინა სტატიაახალი Range Rover Sport SVR – 145 000 ევრო ღირს
შემდეგი სტატია2021 წლის Top-5 საუკეთესო “ჰიპერ მანქანა”