ნიურნბერგში გამოჭერილმა 2019 წლის BMW Vision M Next – ის სატესტო მოდელმა მსოფლიო ავტოინდუსტრიის ჟურნალისტებს თავსატეხი გაუჩინა, ხმები მის მომავალზე ურთიერთგამომრიცხავია. ზოგი ფიქრობს რომ ის 2022 წლისთვის სერიულ გიბრიდად i12 მოგვევლინება. ერთი შეხედვით ის მე-8 სერიის კუპეს ჰგავს.

მაგრამ ყურადღება მიაქციეთ მის შავ პანელებს, ამოჭრილი საჰაეროების გვერდით, რომლებიც უკანა ფანჯრების ადგილას აყენია.

თუ ეს BMW – ს მხრიდან ეშმაკური სვლა არ არის, მაშინ ლოგიკურია ვერსია ჩვეულებრივ საშუალო სიმძლავრის ძრავიან სერიულ ავტომობილზე და არა მე-8 სერიის ფარგლებში.

ეს გვახსენებს ბევრჯერ ამოტივტივებულ იდეას, ლეგენდარული BMW M1 – ის მემკვიდრეზე.

როგორც ფოტოგრაფები ამბობენ მის კაპოტში 6 ცილინდრიანი ძრავა მუშაობს. (როგორ არ გავიხსენოთ, რომ M1-იც 6 ცილინდრიან ძრავზე იყო). დანარჩენი წვრილმანები, როგორიცაა დიდი წითელი სამუხრუჭე სუპორტები და სხვა, უდავოდ მაღალი ხარისხის კუპეზე მიანიშნებენ.

წინიდან BMW M850i – ს ჰგავს, (ბამპერზე ცხაურის გამოკლებით), ხოლო უკნიდან ის უფრო მეტად BMW M8 Competition – ს ჰგავს, დაფარული დიფუზორით.

ჟურნალისტები ასევე ვარაუდობენ, რომ რადგან ჰიბრიდი i8 ივნისის ბოლოს წარმოებიდან მოიხსნა, მას სჭირდება შთამომავალი.