BMW ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დიდი ხნის პარტნიორია. წელს იგი შოუს უბრუნდება, როგორც ოფიციალური საავტომობილო პარტნიორი. შოუზე, ბრენდი, ახალ iX მოდელს წარადგენს.

BMW, New York Fashion Week-ს ოფიციალური საავტომობილო პარტნიორის სტატუსით უბრუნდება. კომპანია სპეციალურად შოუსთვის შექმნილი iX მოდელის პრეზენტაციას გეგმავს, მას შოუს მონაწილეებისთვისაც გარკვეული საჩუქრები აქვს მომზადებული.

კომპანია პარტნიორობას გეგმავს ნიუ-იორკის მოდის კვირეულის პროდიუსერ სააგენტო IMG-სთანაც.

დიზაინის კონცეფციაზე ვიქტორ კრუზიც მონაწილეობდა

სპეციალური iX მოდელი შეიქმნა ბრიტანელი დიზაინერის ქრისტიან კოუანისა და ვიქტორ კრუზის, New York Giants-ის მოთამაშის მიერ. (ის, ასევე, აქტიურადაა ჩართული მოდის სფეროში)

BMW-ასევე უმასპინძლებს დისკუსიას “The Future of Fashion and Luxury – Altuzarra’s Return to NYFW” .

შოუს ფორმატში ისაუბრებენ- ქალის მდიდრული ტანისამოსის დიზაინერი ჯოზეფ ალტუზარა და Bustle Media Group-ის მოდის მიმართულების ვიცე პრეზიდენტი – ტიფანი რიდი.

”პრემიუმ ხარისხზე, ინოვაციაზე და მდგრადობაზე ორიენტირებული, ნიუ იორკის მოდის კვირეული გვთავაზობს დიდ პლატფორმას, სადაც ჩვენ ვაჩვენებთ ახალ, სრულად ელექტრულ,  BMW iX-სს“ – უვე დრეჰერი, BMW-ს ჩრდილოეთ ამერიკის ოფისის მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტი.

BMW-ს “ოტ კუტიური”

იმედოვნებენ რომ ეს კოლაბორაცია შექმნის კონტენტს, სახელწოდებით „The Ultimate Design Evolution”, რომლის მიზანი, საზოგადოებისთვის, მოდისა და საავტომობილო ინდუსტრიის ევოლუციური ცვლილებების გადაკვეთის ჩვენებაა.

მოდის ინდუსტრიამ, ტენდენციებზე ორიენტირებული „სწრაფი მოდიდან“, სტილზე და ფუნქციებზე ორიენტირებულ, გამძლე და ძირითად/მნიშვნელოვან პროდუქციისკან გადაუხვია.

ასეთივე გეზი აქვს აღებული BMW-საც, კომპანია ისწრაფვის მდგრადობისკენ, ინოვაციებისკენ და მომავლის უნიკალური დიზაინისკენ.

NYFW-ზე წარმოდგენილი კონტენტის ტრანსლირებას უზრუნველყოფს BMW USA თავისი სოციალური მედიის არხებით, როგორებიცაა- Instagram, TikTok და YouTube.

კონცეფცია, ვიქტორ კრუზის, NFL-ის ყოფილი ვარსკვლავისა და სუპერ ბოულის ჩემპიონის მონაწილეობით, აუცილებლად მიიქცევს დიდ ყურადღებას.

კრუზი Sports Illustrated-ის ყველაზე მოდურ სპორტსმენად ჯერ კიდევ 2016 წელს დასახელდა. ის, როგორც უკვე აღვნიშნე, მოდის სამყაროს აქტიური წევრია. მას საკუთარი მოდის ბრენდი აქვს.

წინა სტატია10 ყველაზე სასურველი მოდელი კლასიკური მანქანების კოლექციონერებისთვის
შემდეგი სტატიაTesla Model S- ყველაზე სწრაფი ელექტრომანქანა ნიურბურგრინგზე