განსაკუთრებული მოდელი “შავი აზურიტით” (ძალიან მუქი ლურჯი) არის შეღებილი. საღებავის ფონზე ქრომირებული ცხაურა და ფანჯრის ჩარჩოები კაშკაშებენ.

კომპანია BMW არც თუ ისე იშვიათად უშვებს ლიმიტირებულ, განსაკუთრებულ ავტომობილებს, მაგრამ ახალი სედანი Kyoto Edition ავტომოყვარულებში მაინც გაოცებას იწვევს.

ეს მოდელი BMW Individual Manufaktur – ისგან მხოლოდ სამ ეგზემპლარად გამოიცემა, იაპონიის ბაზრისთვის. შთაგონების წყარო კიოტოს სტილში შექმნილი ლაკირებული ჭურჭელი გახდა.

სედანის ცენტრალურ კონსოლს კიოტოს  ლაქის წამყვანი ოსტატი შიჰო ოკადა ხელით ამზადებს.

ორ ფერში გადაწყვეტილი კარის საფარი (აბივკა) მერინოსის ტყავით არის შეფუთული, ასევე დამატებული აქვს Kyoto Edition – ის ორნამენტები. ნახატი რომელიც ცენტრალურ კონსოლზეა გამოსახული ერთგვარი ხიდია ისტორიასა და თანამედროვეობას შორის.

ლაქირებული ნაწარმის ტექნოლოგია იაპონიაში ექვსი ათასი წლის წინ გაჩნდა. ჩვენი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნისთვის ის ხელოვნების დონეზე ავიდა და იმპერატორის ოჯახისთვის ფუფუნების საგნების დასამზადებლად გამოიყენებოდა. ევროპაში ლაქირებულმა სტილმა მხოლოდ XVI საუკუნეში მოაღწია.

ტრადიციული იაპონური ხელოვნება შერწყმულია BMW – ს თანამედროვეობასთან.

ავტომობილი აღჭურვილია X Drive სისტემით, რვა სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით და 4.4 ბიტურბო V8 ძრავით (530 ცხენის ძალა, 750 ნ • მ).

Gran Coupe Kyoto Edition – ის ყიდვა იაპონიაში BMW – ს სპეციალურ დილერებთან არის შესაძლებელი, ასევე ბრენდის იაპონური ონლაინ-მაღაზიის საშუალებით.

იმის გათვალისწინებით რომ მხოლოდ 3 ეგზემპლარია გამოშვებული, თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სანამ ამ სტატიას ვწერთ ყველა ეგზემპლარი უკვე გაყიდულია.

ავტომობილის ფასი 21 500 000 იენიდან იწყება (200 000 დოლარი).