BMW – მ ხუთკარიანი I სერიის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც დატენვადი ვერსია M135i – ის ალტერნეტივა გახდება. ჰოტ-ჰეჩი 8 სიჩქარიანი „რობოტით“ და წინა წამყვანი ბორბლებით 100 კმ აჩქარებას 6,1 წამში უზრუნველყოფს. მისი გაყიდვები მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება.

BMW 128ti ორლიტრიანი ტურბო ძრავის ახალი ვერსიით იქნება აღჭურვილი, რომელიც 265 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ჰოტ-ჰეჩის აღჭურვილობაში შედის M-ის საკიდარი, 10 მილიმეტრიანი დაწევის შესაძლებლობით, მუხრუჭები კი ძველი M135i – დან გადმოჰყვა.

BMW 128ti ოჯახის სხვა ფლაგმანურ მოდელებთან შედარებით, 80 კილოგრამით მსუბუქი იქნება. მომავალი სიახლის ტესტირება ამჟამად ნიურბურგის წრეზე მიმდინარეობს, ჰეჩბეკის ძარაზე ზოგიერთ ნაწილზე შენიღბვის არ არსებობაც სწორად ამ ფაქტით აიხსნება.