“ჰიუნდაი კონას” ელექტრო ჯიპებმა გერმანიის ჩრდილოეთ აღმოსავლეთში სამდღიანი ტესტირებისას ახალი რეკორდი დაამყარეს. სარბოლო ტრასაზე 3 ცალი Hyundai Kona გამოსცადეს, ორგანიზატორების მთავარი მიზანი ერთი დამუხტვით 1000 კმ.-ს გავლა იყო, შედეგები კი ასე გამოიყურება: 1018,7, 1024,1 და 1026 კმ.

გადაადგილებისას მაქსიმალური ეკონომიის მიზნით მანქანებში გამორთეს კონდენციონერი და მულტიმედიური საშუალებები, დატოვეს მხოლოდ ახლო განათების ფარები, ხოლო ქროსოვერების საშუალო სიჩქარე სამი დღის განმავლობაში 29-31 კმ/სთ იყო, რაც მეგაპოლისებში გადაადგილების საშუალო ტემპს შეესაბამება. აღნიშნული მანძილის გავლის გავლის შემდეგ ელექტრომობილების ელემენტი 3% – ზე იყო, რაც ნიშნავს რომ მანქანები თავისუფალად გაივლიდნენ კიდევ 20 კილომეტრს.